კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

ქორწილამდე ორი დღით ადრე უცნაური შინაარსის დეპეშა მიიღო. ვიღაც ლიზი კოლინზი წერდა: „არავითარ შემთხვევაში, არ დაქორწინდეთ ჟოზეფინაზე... სასწრაფოდ ჩამოვდივარ“. ჯერ დეპეშა ატრიალა ხელში, მერე მხრები აიჩეჩა – წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ლიზი კოლინზი ან რატომ უნდა ეთქვა უარი ჟოზეფინასთან დაქორწინებაზე. იქნებ იმიტომ, რომ ჟოზეფინა მისი გარდაცვლილი მეგობრის ქვრივი იყო. რალფი გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯეიკობს ძალიან უყვარდა მეგობარი. არც იცოდა, თუ გულით ავადმყოფი იყო. დეპეშა რაღაც სულელურ ხუმრობად ჩათვალა და მეორე დღეს, როცა ულამაზეს ჟოზეფინას შეხვდა, საერთოდ აღარც ახსოვდა. ქორწილი გრანდიოზული გადაიხადეს და ნიაგარაზე, ფეშენებელურ სასტუმროში გაემგზავრნენ თაფლობის თვის გასატარებლად. მაგრამ, მათმა მშვიდმა ყოფამ დიდხანს არ გასტანა. ერთი დღით სასტუმროს ფოეში ჩამოსულ ჯეიკობსს ახალგაზრდა ქალი დახვდა.
– მისტერ ჯეიკობსი ბრძანდებით? მე ლიზი კოლინზი ვარ, დეპეშა რომ გამოგიგზავნეთ.
– აჰა, ეს თქვენ ხართ? მეგონა, ვიღაც მეხუმრებოდა.
– თქვენ არ დამიჯერეთ და ჟოზეფინა ცოლად შეირთეთ. ასეა?
– დიახ, მაგრამ ვერ ვხვდები, თქვენ რატომ გაწუხებთ ეს ამბავი.
– იმიტომ, რომ მებრალებით. თქვენც ისევე მოკვდებით, როგორც მისი წინა ქმრები დაიხოცნენ.
– ქმარი უნდა გეთქვათ, ალბათ... – ჯეიკობსი მოიღუშა. მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილი ლამაზი იყო, ძალიან არ მოეწონა, რასაც ეუბნებოდა.
– მომისმინეთ... მოდი, ეზოში გავიდეთ და ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ. ვიცი, გიჭირთ, დამიჯეროთ, მაგრამ რალფს რომ ჩემთვის მოესმინა, ახლა ცოცხალი იქნებოდა.
– რალფს? როგორ, მასაც გაუგზავნეთ დეპეშა?
– არა. დავურეკე და ვცდილობდი, დამერწმუნებინა, ჟოზეფინასგან თავი შორს დაეჭირა. არ გამომივიდა.
– თქვენ ვინ ხართ და საიდან იცნობთ ჟოზეფინას?
– ის ჩემი რძალი იყო. ელიოტ რემინგტონის და ვარ, იმ კაცისა, რომელიც თქვენმა ცოლმა სიცოცხლეს გამოასალმა. ჟოზეფინამ არ გითხრათ, რომ რალფამდე მას სხვა ქმარი ჰყავდა და ისიც გულის შეტევით გარდაიცვალა? როგორ გგონიათ, ფული საიდან აქვს? ქმრები მას დიდ ქონებას უტოვებდნენ.
– იმის თქმა გინდათ, რომ ჟოზეფინას კიდევ ჰყავდა ქმრები?
– შესაძლოა. მე დეტექტივი დავიქირავე. ყველაფერს გამოვიკვლევ...
– რატომ უნდა დაგიჯეროთ?
– იმიტომ, რომ თქვენი სიცოცხლეა საფრთხეში. როგორ გგონიათ, რატომ არ გითხრათ, რალფამდე ქმარი რომ ჰყავდა? რატომ მოითხოვა ორივე ქმრის გვამის კრემაცია? იმიტომ რომ, მათი ექსჰუმაცია და გამოძიება შეუძლებელი ყოფილიყო. დაფიქრდით, მისტერ ჯეიკობს... სად არის ახლა ჟოზეფინა?
– ნომერშია, სძინავს. დილაობით გვიან დგება... ახლაც არ გავაღვიძე.
– მესმის თქვენი, მისტერ ჯეიკობს. ჟოზეფინა ძალიან ლამაზია. ჩემი ძმაც ჭკუას კარგავდა მისთვის.
– შეუძლებელია. ის მხოლოდ ოცდასამი წლისაა... სამი ქმარი?.. და შესაძლებელია, ოთხიც? როდის უნდა მოესწრო?
ქალიშვილმა თავი გააქნია.
– გატყუებთ, გაცილებით მეტისაა. ჩემმა დეტექტივმა მასზე ცნობები შეაგროვა. მისი ნამდვილი გვარია უილკი და ოჰაიოს შტატშია დაბადებული. ჩემმა ძმამ ჰერმონის გვარით გაიცნო. ვვარაუდობთ, რომ ეს მისი პირველი ქმრის გვარია.
– ღმერთო... არც კი ვიცი, რა ვთქვა.
 – ჰო, ძნელია... წარმომიდგენია, რას გრძნობთ. დაქორწინდით ქალზე, რომელმაც სამი ქმარი მოკლა.
– რატომ გინდათ ჩემი დაცვა?
ქალიშვილმა ამოიოხრა და ჯეიკობს სინანულით შეხედა.
– იმიტომ რომ, მკვლელი არ ვარ.
ჯერალდი საგონებელში ჩააგდო ქალიშვილთან შეხვედრამ. ლიზის ეტყობოდა, სასტუმროდან წასვლას არ აპირებდა. ნომერი იქირავა და ერთი სართულით ქვევით დაბინავდა. ჯერალდმა გადაწყვიტა, არაფერი ეთქვა ცოლისთვის. შემთხვევით შეეხვედრებინა ლიზისთან და რეაქციას დაკვირვებოდა. ჟოზეფინა კი მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ისეთი ლამაზი, რომ შეუძლებელი იყო, მისთვის მკვლელობა დაგებრალებინა.
მეორე დილით, როცა ცოლ-ქმარი რესტორანში სასაუზმოდ ჩავიდა, ლიზი კოლინზი უკვე იქ იყო. ვიღაც მამაკაცთან, სავარაუდოდ, თავის დეტექტივთან ერთად უჯდა მაგიდას. ჯერალდინი ყურადღებით აკვირდებოდა ცოლს. როგორც კი ჟოზეფინამ თვალი მოჰკრა ლიზის, წაიბორძიკა და ლამის კიბეზე დაგორდა. შეეცადა, ქალიშვილისთვის თვალი აერიდებინა, მაგრამ ლიზიმ შორიდან დაუქნია ხელი და ხმამაღლა მიესალმა.
– ჟოზეფინა, როგორ ხარ? ვხედავ, ისევ გათხოვილხარ...
– ჰო. ეს ჩემი ქმარია, ჯერალდი, – უხალისოდ მიუგო ჟოზეფინამ.
– სიმპათიურია... მის მოკვლას როდის აპირებ?
ჟოზეფინამ ისევ წაიბორძიკა. ჯერალდს გული შეეკუმშა. მიხვდა, რომ ლიზის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად იყო. სადილის შემდეგ, როცა ბაღში სეირნობდნენ, ჟოზეფინამ ჯერალდს მკლავზე მოჰკიდა ხელი.
 – მას უკვე ელაპარაკე?
– ჰო... მითხარი, ეს ყველაფერი სიმართლეა? ჩემამდე ორი ქმარი გყავდა და ორივე გულის შეტევით გარდაიცვალა?
– ასეა, მაგრამ მე ბრალი არ მიმიძღვის. ლიზის ვძულვარ. მას უნდა, ელექტროსკამზე აღმოვჩნდე. ძმის სიკვდილს მე მაბრალებს, რალფის სიკვდილსაც. გეფიცები, მკვლელი არ ვარ... კერძო დეტექტივი დაიქირავა და სიცოცხლეს მიმწარებს.
– მოიცა, ფული საიდან აქვს, თუ შენი ქმრის მემკვიდრეობა შენ დაგრჩა?
– არ ვიცი. მის ძმას ფული მამულიდან ჰქონდა, სადაც მოულოდნელად ნავთობი აღმოაჩინეს. საქმე ისაა, რომ ეს მამული ბიძამ დაუტოვათ მემკვიდრეობით – ორივეს გაუყო და ისე. ნავთობი კი მხოლოდ ელიოტის კუთვნილებაში აღმოჩნდა.
ჯერალდი დაფიქრდა.
– მისმინე, რალფი შეხვდა ლიზის სიკვდილამდე?
– კი... კაფეში დაიბარა და იქ ყავა დალიეს.
– ღმერთო, ჟოზეფინა, მგონი, ვხვდები, რაშიცაა საქმე. მე მას არ შევხვდები და კერძო დეტექტივს დავიქირავებ. ვნახოთ, რა გამოვა.
– რის გაკეთებას აპირებ?
– მინდა, დავამტკიცო, რომ მკვლელი თავად არის. შენ მას ხელი შეუშალე, როცა ქმრების გვამების კრემაცია მოითხოვე. თუ მკვლელობებისთვის გაგასამართლებენ, ძმის ქონების ერთადერთი მემკვიდრე გახდება. მითხარი, ელიოტმა ცოლად რომ შეგირთო, დას წინასწარ უთხრა?
– არა. ჩვენი ქორწინება ლიზისთვის მოულოდნელი იყო. ვიფიქრე, ამიტომაც ვერ მიტანს-მეთქი...
ჯერალდმა გაიღიმა.
საღამოს მან ლიზისთან საიდუმლო საუბარი ითხოვა... ტერასაზე განმარტოვდნენ და ლიზიმ ყავა შეაკვეთინა. კაცმა თითქოს უნებლიეთ, თავისი ფინჯანი გადააბრუნა. ქალიშვილმა შეშფოთებით შეჰყვირა...
ანალიზის პასუხი დადებით აღმოჩნდა. ყავაში ალკოლოიდური შხამი აღმოჩნდა. ლიზი კოლინზი დააპატიმრეს. ძიებამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა. ის სულაც არ აღმოჩნდა ელიოტ რემინგტონის და – მისი ყოფილი ცოლი იყო, რომელთან ქორწინებაც რემინგტონმა არ გააუქმა და ისე დაქორწინდა ჟოზეფინაზე სხვა შტატში. ახალ ცოლს კი – ძველი დად გააცნო. ქალს ბრალი ორი ადამიანის მოწამვლის გამო წაუყენეს.

скачать dle 11.3