კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა ლავრენტი ბერიამ ცნობილი ფიზიკოსის, ოპენჰეიმერის გამოჭერა

ლავრენტი ბერია რომ საბჭოთა „ატომური პროექტის“ სულისჩამდგმელი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და არავისთვისაა საიდუმლო. თუმცა, ამ ბოლო დრომდე მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცოდა „ატომური პროექტის“ ძირითადი საიდუმლო, რომელიც საბჭოთა უშიშროების არქივებში ინახებოდა და მისი დეტალები ამ ორიოდე წლის წინ გასაჯაროვდა. პროფესორი ვენედიქტ ხორკოვსკი წერს: „საბჭოთა უშიშროების არქივები 65 წლის განმავლობაში ინახავდა იმ მრავალწლიანი, მრავალსვლიანი, ღრმად გასაიდუმლოებული და ბრწყინვალედ შესრულებული ოპერაციის ყველა დეტალს, რომლის სულისჩამდგმელი და უმთავრესი გმირიც, საბჭოთა კავშირის მარშალი, ლავრენტი ბერიაა. მე ვეცდები, მკითხველს, მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ყველა კანონის დაცვით, გავუცოცხლო ეს, მსოფლიო დაზვერვის ისტორიაში მართლაც უნიკალური, ოპერაცია, რომლის მსგავსიც არც მანამდე და არც მას მერე არ განხორციელებულა (დიალოგების ტექსტები საიდუმლო დოკუმენტებიდანაა ამოკრებილი).
1938 წლის მიწურულს, როგორც კი ბერია საბჭოთა უშიშროების შეფად დაინიშნა, სტალინისგან საიდუმლო დავალება მიიღო, რომ მსოფლიოში უმძლავრესი სტრატეგიული დაზვერვა ჩამოეყალიბებინა ყველა იმ დეტალის გათვალისწინებით (იგულისხმებოდა იმჟამინდელი მსოფლიო-პოლიტიკური ვითარება), რაც საბჭოთა კავშირს შეეხებოდა. ბერიამ თავისი გათვლებით მინიმუმ 20 წლით გაუსწრო მოვლენებს და ისეთი რამეები ივარაუდა, რაზეც ალბათ, მსოფლიოში მხოლოდ ორ-სამ ადამიანს თუ ექნებოდა წარმოდგენა.
1939 წლის მარტში ლავრენტი ბერიას ყურადღება 35 წლის, ებრაული წარმოშობის ამერიკელმა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა, ჯულიუს-რობერტ ოპენგეიმერმა მიიპყრო. ეს გენიალური ახალგაზრდა ბერიას აგენტებმა პარიზში, ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას „მონიშნეს“. საბჭოთა მზვერავების ყურადღება კი იმით მიიქცია, რომ ატომური მრეწველობის დიდ მომავალს წინასწარმეტყველებდა და ამტკიცებდა, რომ ისეთი მძლავრი იარაღის შექმნა იყო შესაძლებელი, რომლის მფლობელიც მსოფლიოზე იბატონებდა. ახალგაზრდა ამერიკელს კოლეგები შეშლილს უწოდებდნენ და მის სიტყვებსა და წინადადებებზე მაინცდამაინც არ რეაგირებდნენ. ბერიამ კი მაშინვე „ჩაავლო“ ოპენგეიმერს. სტალინთან შეთანხმებით, 1939 წლის მაისში, მოსკოვში ფიზიკოსთა სიმპოზიუმი ჩატარდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ იქ ოპენგეიმერი ჩამოსულიყო და ბერიას პირადად შეხვედროდა.
19 მაისს ფიზიკოსის სტატუსით შენიღბულმა „ენკავედეს“ ოფიცერმა ივანე ლოსევმა (იგივე, პოლკოვნიკი პავლე პონომარენკო) ოპენგეიმერი „მალი არბატზე“ მდებარე უშიშროების კონსპირაციულ ბინაში მიიყვანა, სადაც მას ბერია ელოდა. საუბარი პირისპირ გაიმართა, თუმცა ბერიას ბრძანებით, ფირზე იწერებოდა. მინისტრი ფიზიკოსს სამხედრო ინჟინრად გაეცნო და სთხოვა, მოეყოლა მისთვის, თუ რა მომავლის იარაღზე ლაპარკობდა ამერიკელი ფიზიკოსი. მხოლოდ მას მერე, რაც ოპენგეიმერმა დაწვრილებით „გადმოულაგა“ ბერიას თავისი იდეები, ასე დააბოლოვა სიტყვა:
– ეს იარაღი მილიონჯერ მეტი ძალის იქნება, ვიდრე ამჟამად მსოფლიოში არსებული ყველაზე მძლავრი ასაფეთქებელი.
ბერია ჩაფიქრდა და ჰკითხა:
– რა დრო დასჭირდება ბომბის შექმნას, ბატონო ოპენგეიმერ?
– ხუთიდან ათ წლამდე.
– რა თანხა დაჯდება ის?
– ერთი მილიარდიდან მილიარდ-ნახევარ დოლარამდე, – თქვა ამერიკელმა.
ოპენგეიმერის მიერ დასახელებული თანხა იმ პერიოდისთვის ასტრონომიული იყო და მისი გამოყოფა არამც თუ საბჭოთა კავშირის ბიუჯეტს დაძირავდა, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი გაუჭირდებოდა. საბოლოო ჯამში, „მანჰეტენის პროექტი“ ამერიკის შეერთებულ შტატებს ორი მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატებოდა წინასწარ გათვლებს...
– მილიარდ-ნახევარი დოლარი ძალიან ბევრია, – თქვა ბერიამ. ოპენგეიმერმა კი დააყოლა:
– სამაგიეროდ, მისი მფლობელი ყოვლისშემძლე გახდება.
– თქვენ რას ელოდებით ამ იარაღის შექმნისგან? – მოულოდნელად ჰკითხა ბერიამ ოპენგეიმერს, რომელსაც წარბიც კი არ შეტოკებია, ისე მიუგო:
– მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეცნიერული ამბიციის დაკმაყოფილებას. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, თუ რა წარმტაცია ასეთ გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობა?
ბერიასა და ოპენგეიმერის პირველი შეხვედრა თბილი გამომშვიდობებით დასრულდა და მექალთანე ფიზიკოსისთვის მიჩენილმა აგენტებმა მასზე უამრავი კომპრომატი გადაიღეს, რომელიც ბერიას პირად არქივში ინახებოდა 1953 წლის 26 ივნისამდე, ხოლო მისი (ბერიას) ლიკვიდაციის შემდეგ – სპეცარქივებში გადაინაცვლა.
შემდგომი მოვლენები ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებული გენიალური გეგმით განვითარდა და ოპენგეიმერს მუდმივი მეთვალყურე მიუჩინეს, რომელიც მუდამ ამერიკელი ფიზიკოსის შორიახლო იყო. ბერიამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან შტატები ატომური ბომბის კეთებას დაიწყებდა, ოპენგეიმერს კი ატომურ პროექტში აუცილებლად ჩართავდნენ. ეს ყოველივე მართლაც ასე მოხდა და როდესაც ოპენგეიმერი „მანჰეტენის პროექტის“ უმთავრესი ფიგურა გახდა, ბერიას აგენტებმა ამ სამუშაოების წიაღში შეაღწიეს და მთელი 5 წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ მათ. როგორც ცნობილია, საბჭოეთიც მალევე დაეუფლა ბომბს. ეს კი იმის წყალობით მოხდა, რომ საბჭოთა ფიზიკოსებს, ფაქტობრივად, გამზადებული დოკუმენტაცია ჰქონდათ ბომბზე, რომელსაც ოპენგეიმერისგან იღებდნენ... ატომური ბომბის გაკეთება იმიტომ დაჯდა ასე ძვირი, რომ თითქმის მთელი ფული ექსპერიმენტებმა წაიღო. საბჭოელები კი მხოლოდ ბომბს აწყობდნენ.
ლავრენტი ბერიას ჩანაფიქრის მთელი გენიალურობა ის იყო, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს ფული დაახარჯვინა ბომბის შუქმნაში, შემდეგ კი თითქმის „უფასოდ“ დაამზადებინა საბჭოთა ფიზიკოსებს. ამით, ერთი მხრივ, არც საბჭოური ბიუჯეტი დააზარალა, მეორე მხრივ კი, მსოფლიოს ატომური პარიტეტი დაამყარა და ამით მესამე მსოფლიო ომს საყრდენი გამოაცალა.“

скачать dle 11.3