კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და როგორ „გააჩერა დრო“, როდესაც სტალინი საახალწლო მიმართვას კითხულობდა რადიოს პირდაპირ ეთერში

სტალინს რომ ვერავინ ვერაფერს გამოაპარებდა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. საბჭოთა ბელადს წვრილმანი დეტალებიც კი არ რჩებოდა ყურადღების გარეშე და მართალია, ის რეაგირების მიღმა არასდროს არცერთ ფაქტს არ ტოვებდა, მაგრამ ყოველთვის არ სჯიდა „ცუღლუტს“... გენერალი ნიკოლაი ვლასიკი იხსენებდა: „საბჭოთა ტრადიციებს შორის, რომლებიც უშუალოდ სტალინის მიერ იყო დანერგილი, ერთ-ერთი უმთავრესი საბჭოთა ხალხისთვის საახალწლო მილოცვა იყო. ეს ტრადიცია ბელადმა 1930 წელს დაამკვიდრა. ტექსტს თავად ბელადი კითხულობდა, რაც 15 წუთს გრძელდებოდა რადიოს პირდაპირ ეთერში და როგორც კი ის იტყოდა: გილოცავთ ახალ წელსო, კრემლის კურანტებიც იწყებდა ცემას და მოსკოვის დროით ახალი წელი დგებოდა ქვეყანაში. მიმართვის ტექსტს სტალინის რეფერენტები ადგენდნენ. შემდეგ მას პოსკრებიშევს, სტალინის პირად მდივანს, აწვდიდნენ და სწორედ მას შეჰქონდა ბელადთან კორექტირებისთვის. შენიშვნებიან ტექსტს სტალინი უკან აბრუნებდა, რომელსაც ხელახლა ბეჭდავდნენ და კვლავ პოსკრებიშევის მეშვეობით, უკვე საბოლოო სახით, უბრუნებდნენ ბელადს. 1935 წლის 27 დეკემბერს რეფერენტების მიერ მომზადებული ტექსტი უკვე პოსკრებიშევს ჰქონდა, მაგრამ ბელადს იმდენი საქმე გამოუჩნდა და იმდენჯერ გადადო ტექსტის გაცნობის პროცესი, რომ მას მხოლოდ 31 დეკემბერს, თანაც ახალ წლამდე 1 საათით ადრე, მიეცა ამის საშუალება. სტალინმა ტექსტს ყურადღებით გადაავლო თვალი, შენიშვნები გააკეთა და პოსკრებიშევს გადასაბეჭდად გაატანა. 23 საათსა და 35 წუთზე ტექსტის საბოლოო ვარიანტი უკვე სტალინს ჰქონდა, მაგრამ სარეპეტიციოდ დრო აღარ ჰყოფნიდა. ანუ, წესისამებრ, სტალინი ორ-სამჯერ რეპეტიციას გადიოდა, რომ განსაზღვრულ 15 წუთში ჩატეულიყო. იმ დღეს კი, მას ამის საშუალება არ მიეცა და რადიოკომიტეტის თანამშრომლებმა რომ მიკროფონები მიუშვირეს და ყველაფერი მზად იყო, 23 საათი და 44 წუთიც შესრულდა... ზუსტად დანიშნულ დროზე ბელადმა კითხვა დაიწყო პირდაპირ ეთერში. იქვე იმყოფებოდა პოსკრებიშევიც, რომელიც წამდაუწუმ მაჯის საათს დაჰყურებდა, თან ძალიან აღელვებული ჩანდა. 23 საათსა და 50 წუთზე პოსკრებიშევი კაბინეტიდან ჩუმად გავიდა, ზუსტად რვა წუთში, უკან დაბრუნდა და შევატყვე, რომ ძველებურად აღარ ღელავდა. როდესაც სტალინმა მიმართვის საბოლო ფრაზა წარმოთქვა და კითხვა დაასრულა, კურანტებმაც დასცხეს... ჩემს მაჯის საათს დავხედე და გავოცდი – ზუსტად 00 საათი და 05 წუთი იყო, წესით კი, 00:00 საათი უნდა ყოფილიყო. ასეთივე დრო იყო დაფიქსირებული ჩემი თანამშრომლის საათზეც, ანუ ჩვენი საათებით, ახალი წელი უკვე 5 წუთის დამდგარი გახლდათ... შეცდომა გამორიცხული იყო, რადგან ჩვენ უზუსტესი საათები გვქონდა, რომლებიც კრემლის კურანტების დროს უჩვენებდა. გამორიცხული იყო კურანტების გაუმართაობაც, რადგან დროის ეტალონად მიიჩნეოდა, თან მისი მომვლელი, მექანიკოსი, ბორის ავდეევი თვალის ჩინივით უვლიდა მას (კურანტებს). უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა, პოსკრებიშევს გავხედე, რომელიც სტალინს მიჰყვებოდა და გავიფიქრე, რომ სწორედ პოსკრებიშევი იყო გამოცანა... მე გარეთ გავედი, კურანტებს შევხედე და პირი დავაღე... საქმე ის იყო, რომ ჩემი თანამშრომლისა და კურანტების დრო აბსოლუტურად იდენტური იყო. ანუ, ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, არადა,  ხუთიოდე წუთის წინ განსხვავება 5 წუთს შეადგენდა... კარგად რომ დავფიქრდი, გარკვეულ დასკვნამდე მივედი და იმავე აზრზე იყო ჩემი თანამშრომელიც, თუმცა შევთანხმდით, ხმა არ ამოგვეღო.
კაბინეტიდან გასული სტალინი მცირე სასადილოსკენ გაემართა, სადაც მას პოლიტბიუროს წევრები და ლავრენტი ბერია ელოდნენ, რომელიც ბელადის პირადი მიწვევით იმყოფებოდა საახალწლო სუფრაზე. პოსკრებიშევი სტალინს აღარ შეჰყოლია სასადილოში და თავის ოთახში დარჩა. მე კი სასადილოში შევედი, რადგან ინსტრუქციით ასე მევალებოდა. სტალინმა ფეხზე წამომდგარ სტუმრებს ახალი წელი მიულოცა. შემდეგ ბერიას უთხრა, გვითამადეო და დაჯდა. ბერიამ ხოტბა შეასხა სტალინს და ასეთი ფრაზა თქვა: ჩვენი ბელადი რომ ლაპარაკობდა, დრო გაჩერდა და მთელი სამყარო მას უსმენდაო... „დრო გაჩერდაზე“ სტალინს ჩაეცინა და ყველამ რომ შესვა ბელადის სადღეგრძელო, მან მომიხმო და ხმამაღლა დამავალა:
– წადი ერთი, პოსკრებიშევი მომიყვანე და თან, კურანტების მექანიკოსი, ბორის ავდეევიც გამოაყოლეო...
ავდეევთან სხვა გავგზავნე. მე კი პოსკრებიშევთან მივედი და სტალინის სიტყვა გადავეცი. მან (პოსკრებიშევმა) გაფითრებული, ოფლიანი სახე მოიწმინდა და ამოილუღლუღა:
– დავიღუპე. სტალინმა გამშიფრა და თავს წამაცლისო.
მე, ვითომ ვერაფერს ვხვდებოდი, საბრალო პოსკრებიშევს ვკითხე:
– რატომ, რაშია საქმე-მეთქი?
– რაშია და სტალინმა ტექსტის რეპეტიცია ვერ გაიარა. კითხვა რომ დაიწყო, მივხვდი, თხუთმეტ წუთში ვერ ჩაეტეოდა. ამიტომ, ავდეევს დავავალე, კურანტები გაეჩერებინა და მხოლოდ მას მერე ჩაერთო, სტალინი კითხვას როცა დაასრულებდა. ბორისმა ზუსტად შეასრულა ჩემი ბრძანება და საათი ხუთი წუთით გააჩერა. შემდეგ კი ჩვეულ რიტმში დააბრუნა. სტალინს ხომ ვერაფერს გამოაპარებ. ის ყველაფერს მიხვდა და ორივეს თავს წაგვაცლის. მე, კარგი, დამნაშავე ვარ, მაგრამ ავდეევს ხომ მე ჩავადენინე ეს მავნებლობა და შარში გავხვიეო...
– დამშვიდდი. იქნებ გადარჩე, – მივუგე აკანკალებულ პოსკრებიშევს და მასთან ერთად გავემართე სასადილოსკენ.
ოთახში რომ შევედით, ბორის ავდეევიც შემოგვყვა, რომელიც არანაკლებად შეშინებული ჩანდა. სტალინმა რომ დაბარებულები დაინახა, გაეღიმა, შემდეგ ბერიას (თამადას) სიტყვა სთხოვა, შამპანურით სავსე ბოკალი ასწია და ღიმილით წარმოთქვა:
– ამხანაგებო, წეღან ითქვა, რომ, როდესაც მე საახალწლო მილოცვას ვკითხულობდი, დრო გაჩერდაო და ეს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი, მართალი იყო. დრო მართლაც გაჩერდა და მე მინდა, იმ ორი ადამიანის სადღეგრძელო შევსვა, ვინც ეს სასწაული მოახდინა. ავდეევს და პოსკრებიშევს გაუმარჯოსო...
სტალინის სიტყვების აზრს იმ მომენტში ბერიაც კი ვერ მიხვდა, თუმცა დანარჩენებთან ერთად, მანაც შესვა სადღეგრძელო. ბელადმა კი პოსკრებიშევი და ავდეევი სუფრასთან დასვა და ისეთი საუბარი გაუბა, ორივეს ფსიქოლოგიური სტრესი მოუხსნა. როგორც ყოველთვის, სტალინს არც პოსკრებიშევის ეს ხუთწუთიანი აფერა გამორჩა და ყველაფერს მიხვდა. თუმცა, არცერთი არ დაუსჯია, რადგან, მიაჩნდა, რომ ასეთი რამ მის (სტალინის) გამო მოხდა და კრემლის კურსანტების ხუთი წუთით გაჩერება, მათ აპატია.“

скачать dle 11.3