კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავამარცხოთ გულძმარვა


გულძმარვა არის ძმარვის შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენდება. პირში ჩნდება მჟავე გემო, რაც ბუნებრივია, რადგან გულძმარვას კუჭის წვენის (რომელიც მჟავეა) საყლაპავ მილში მოხვედრა იწვევს.
კუჭსა და საყლაპავს ერთმანეთთან სფინქტერი აკავშირებს, რომელიც კუჭის შიგთავსის (საკვებისა და კუჭის წვენის) საყლაპავ მილში უკუსვლას აფერხებს. მაგრამ, თუ ეს უკუდინება მაინც ხდება, მაშინ ექიმები კუჭ-საყლაპავის რეფლუქსზე საუბრობენ. გულძმარვა კი მრავალი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი.
საკვებისა და სასმლის მიღების 12 წესი ღამის გულძმარვის შესამცირებლად:
1. მაქსიმალურად ერიდეთ შოკოლადს, მენთოლს, ციტრუსებს, პომიდორს, პილპილს, ძმარს, კეტჩუპს, მდოგვს.
2. არ დაივიწყოთ, რომ რეფლუქსს აძლიერებს ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელები (მათ შორის – კოლა, ჩაი, ყავა).
3. გაითვალისწინეთ, რომ საკვების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიირთვით მცირე ულუფებით.
4. ერიდეთ მჟავა რეაქციის საკვებს – ციტრუსებს, პომიდორს, ძმარს.
5. თუ ამჩნევთ, რომ სანელებლები გულძმარვას აძლიერებს, ნუღარ გამოიყენებთ.
6. ნუ დაწვებით ჭამიდან 3 საათის განმავლობაში. როცა ზიხართ, სიმძიმის ძალა ხელს უშლის რეფლუქსის აღმოცენებას.
7. მიირთვით უპირატესად ვეგეტარიანული და უცხიმო საკვები. ცხიმიანი კერძები გულძმარვას აძლიერებს.
8. გახსოვდეთ: ალკოჰოლი ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.
19. ნურაფერს შეჭამთ ძილის წინ, უბრალო სასუსნავსაც კი.
10. ეცადეთ, ბოლოს საკვები დაწოლამდე, სულ ცოტა, 3 საათით ადრე მიიღოთ.
11. ყოველგვარი გაზიანი სასმელი, სამკურნალო მინერალური წყალიც კი, რეფლუქსის ეპიზოდებს ახშირებს
12. მიირთვით ნელა, ნუ აჩქარდებით ჭამის დროს.
წესები ღამის გულძმარვის შესამცირებლად
1. ღამით, დაწოლამდე, შეგიძლიათ საღეჭი რეზინი დაღეჭოთ. ეს ხელს უწყობს ნერწყვის პროდუქციას. ნერწყვი კი კუჭის სიმჟავეს ანეიტრალებს და რეფლუქსს ამცირებს.
2. გაითვალისწინეთ, რომ გულძმარვის გამომწვევი საკვები ყველაზე როდი მოქმედებს უარყოფითად. დააკვირდით, თქვენს შემთხვევაში, რა აძლიერებს სიმპტომებს და თავად შეიტანეთ კორექცია კვების რეჟიმში.
3. თუ ორსულად ბრძანდებით, რეფლუქსის აღმოცენების დიდი ალბათობა გაქვთ. შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
4. თუ გულძმარვა ძლიერდება ვარჯიშის შემდეგ, სვით სათანადო რაოდენობის წყალი.
5. ნუ იხმართ მოჭერილ სამოსსა და აქსესუარებს – ქამრებს, ბანდაჟებს, საცვლებს. მუცელზე მათი ზეწოლა გულძმარვას აძლიერებს.
6. ერიდეთ სტრესს. სტრესი ზრდის რეფლუქსს კუჭის წვენის სეკრეციის მატების გამო.
7. თუ მსუქანი ბრძანდებით, აუცილებლად დაიკელით წონაში. ჭარბი წონა საგრძნობლად ზრდის რეფლუქსის რისკს.
8. თუ გულძმარვის გამო სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატს კვირაში ორჯერ და მეტად იღებთ, ესე იგი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება გაქვთ და არა უბრალო გულძმარვა. უნდა მიმართოთ ექიმს.
9. გაითვალისწინეთ, რომ თუ გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას ნებაზე მიუშვებთ, გაიზრდება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი. ამიტომ, შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
10. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი (ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები) გულძმარვას იწვევს.
11. თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ.
12. გაითვალისწინეთ, რომ წინ დახრისას რეფლუქსის სიმპტომები ძლიერდება.
13. აწარმოეთ სპეციალური ჩანაწერები, რათა უკეთ გაიგოთ, რა ახდენს გულძმარვის პროვოცირებას.
14. სავსე კუჭით დაწოლა გულძმარვის წინაპირობაა. მსუბუქად ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე.
15. გულძმარვამ რომ არ შეგაწუხოთ, კვებიდან ვარჯიშამდე 2 საათი მაინც უნდა გავიდეს.
16. უარი თქვით თამბაქოზე.
თუ გულძმარვამ შემოგიტიათ და ხელთ წამალი არ გაქვთ, კუჭი საჭმლით დაიცავით. ყველაზე კარგად ეხმარება ფაფა, ხაჭო, რძე და სხვა. მთავარია, საკვები არ იყოს მჟავე, ცხარე. მიმართეთ ხალხურ მეთოდებს:
1. დილით უზმოზე დალიეთ 150-200 გრამი კარტოფილის წვენი. შემდეგ კი, ჭამამდე 20 წუთით ადრე, დალიეთ ჭიქის ერთი მეოთხედი დღეში 3-ჯერ.
2. ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში მოათავსეთ ორი სუფრის კოვზი სელი და გააჩერეთ 3 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ. სწრაფად მოჰყავს ნორმაში და საყლაპავ მილში წვას აქრობს.
მოვიწესრიგოთ ჰემოგლობინი
სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას ანემიას უწოდებენ. ის ვითარდება უხვი ან ხანგრძლივი სისხლდენისას, სისხლის დაავადებისას, რომელსაც ერითროციტების დაშლა სდევს თან და რკინის ან B12 ვიტამინის (ფოლიუმის მჟავა) უკმარისობისას (ეს ორი ჰემოგლობინის სინთეზისთვის აუცილებელი კომპონენტია). ორსულობისას ჰემოგლობინის ინდექსი, ჩვეულებრივ, ეცემა. ეს უპირატესად, რკინის უკმარისობას უკავშირდება – ორსულობისას ხომ რკინაზე დღეღამური მოთხოვნილება საგრძნობლად იზრდება. თუ არაორსულს დღეში 5-15 მილიგრამი რკინა ჰყოფნის, ორსულს 15-20 მილიგრამი სჭირდება.
გამოიყენეთ ჰემოგლობინის ამაღლების ხალხური მეთოდები. განსხვავებული პროპორციით შეურიეთ ნიგოზი, ქიშმიში, შავი ქლიავი, თაფლი და გარგარი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ. მიღებულ ნარევს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. მიირთვით ერთი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ეს ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ზრდას სისხლში. რეგულარულად გაანიავეთ შენობა, რომელშიც იმყოფებით. სუფთა ჰაერის ნაკადი გააუმჯობესებს თქვენს გუნებ-განწყობილებას.
კვების კორექტირებისა და საკუთარი რაციონის რკინის შემცველი პროდუქტებით გამდიდრების შედეგადაც შესაძლებელია, ვერ მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ზოგიერთი პროდუქტის შეუსაბამობაა. მაგალითად, ფაფები აფერხებს რკინის ათვისებას. ამიტომ, პური, ფაფები და მაკარონის ნაწარმი მიირთვით ხორცისგან განცალკევებით. გააკონტროლეთ ჩაისა და ყავის მიღების სიხშირე. მათი ხშირად დალევის გამო ფერხდება რკინის ათვისება.
ჰემოგლობინის მკვეთრი დაწევის შემთხვევაში, რკინის შემცველი პრეპარატების მიღების თაობაზე კონსულტაცია გაიარეთ თერაპევტთან ან ჰემატოლოგთან. მიიღეთ ის კურსის შესაბამისად, არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც გაიკეთეთ საკონტროლო ანალიზი. ზოგჯერ აუცილებელი ხდება ვიტამინებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების დამატებით მიღება. ზუსტად შეასრულეთ ექიმის რეკომენდაცია.
კორექტირება გაუკეთეთ კვებას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რკინის შემცველი პროდუქტებით. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ღვიძლი, ენა, საქონლის ხორცი, წიწიბურას ფაფა, ლობიო. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ზოგიერთი მათგანი უხვად შეიცავს რკინას, ზოგი კი – C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტების ათვისებას.
მძიმე შემთხვევებში არ თქვათ უარი ჰოსპიტალიზაციაზე. ზოგჯერ საჭირო ხდება შემდგომი გამოკვლევა და იმ ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელმაც ჰემოგლობინის ვარდნა გამოიწვია.

მკურნალობა ხახვის კანით
ხახვის კანი შეიცავს სხვადასხვა, ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს, რომელთა საშუალებითაც მას ასზე მეტი დაავადების განკურნება შეუძლია. ხახვის კანი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას, წარმოადგენს პრევენციულ საშუალებას კიბოს, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის. გარდა ამისა, ის აძლიერებს A ვიტამინის მოქმედებას.
C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) გვჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ  გაციება და ვირუსული დაავადებები, გამოვიმუშაოთ იმუნიტეტი. ასევე, ჯანმრთელი ღრძილებისა და კბილების შესანარჩუნებლად.
PP ვიტამინი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ნახშირწყლების ცვლას, თავიდან აგვარიდებს სისხლძარღვთა დაავადებებს.
B ვიტამინი გვეხმარება  ნერვული სტრესისგან გათავისუფლებაში, ხელს უწყობს ოპერაციის შემდეგ სხეულის სწრაფ აღდგენას, აფერხებს ნაადრევ დაბერებას, აქვს დადებითი ეფექტი კანის დაავადებების მკურნალობაში, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, ასევე, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.
კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. შესაბამისად, ხახვის კანსაც სამკურნალო თვისებების ძალიან ფართო სპექტრი აქვს. ის უზრუნველყოფს იმუნომასტიმულირებელ ეფექტს გაციებისა თუ სხვა დაავადებების დროს. აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ანტიბაქტერიული თვისებებით ხახვის კანი აღმოფხვრის სტომატიტს, აფერხებს რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, კოლიტის ჩამოყალიბებას. ხელს უშლის შეშუპებას, ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას. ხახვის კანი აძლიერებს სისხლის მიმოქცევის პროცესებს და აქედან გამომდინარე, აუმჯობესებს ყველა ორგანოსა და სისტემის მოქმედებას. არის შარდმდენი საშუალება, ხსნის ტოქსინებს. ხელს უშლის  ქოლესტერინის დაგროვებას. ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას. აჩქარებს შეხორცების პროცესს – იქნება ეს ჭრილობა, წყლული, დამწვრობა თუ მოყინვა. ხელს უშლის ავთვისებიანი კიბოს  უჯრედების ზრდას. აქვს კოსმეტიკური ეფექტი. ხახვის კანი აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, ამცირებს ნაოჭებს, ხსნის ასაკობრივი კანის ხარვეზებს.
როგორ მოვამზადოთ ხახვის ნაყენი
ხახვის კანს დაასხით 400 მილილიტრი ცხელი, ადუღებული წყალი. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას 5-8 საათი. გამოიყენეთ ლოსიონებისა და კომპრესების სახით.
დაამზადეთ ბულიონი ხახვის კანისგან. ხახვის კანს დაასხით ცივი წყალი, ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 15-20 წუთი. შემდეგ გააცივეთ და გააზავეთ ანადუღარ წყალში. ესეც გამოიყენეთ ლოსიონების სახით.
ხახვის კანს დაასხით აბუსალათინის ზეთი და ნარევი შეინახეთ ბნელ, მშრალ ადგილას 2-3 კვირის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ,  გადაასხით მუქ შუშის კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. მიღებული მასა გამოიყენება სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად. 
როგორ გამოვიყენოთ ხახვის კანი გაციებისას? – ორი სუფრის კოვზ ხახვის კანს დაასხით 40 წვეთი ალკოჰოლი და  მიიღეთ დღეში ორჯერ, დილასა და საღამოს 20-20 წვეთი, შვიდი დღის განმავლობაში. კარგი იქნება, თუ მკურნალობის ამ მეთოდს თან დაურთავთ ხახვის კვამლის შესუნთქვას. ხახვის კანი 2-3 წუთის განმავლობაში იწვის და შეისუნთქეთ მისი კვამლი ნელ-ნელა. მაღალი ტემპერატურის დროს ორი სუფრის კოვზ ხახვის კანს დაუმატეთ ამავე რაოდენობის ცაცხვის ყვავილი და დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ოცი წუთი. შემდეგ დაელოდეთ და როცა ნარევი ოთახის ტემპერატურაზე დადგება, გაფილტრეთ და მიიღეთ ერთი ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამის დროს. გაციებისას, ასევე, კარგია შემდეგი ნარევი: სამი სუფრის კოვზი ხახვის კანი, ორი სუფრის კოვზი ჟოლოს ნაყოფი და ერთი სუფრის კოვზი ჟოლოს ფოთოლი. შეურიეთ ერთმანეთს და დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახლოებით ნახევარ საათში ნაყენი ოთახის ტემპერატურაზე დადგება და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი ჭიქა ძილის წინ, მწვავე გაციებისას.
იმუნიტეტის ასამაღლებლად, ხახვის კანის, ფიჭვის წიწვებისა და ძირტკბილას ნარევს დაასხით 2 ლიტრი წყალი და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 15-20 წუთის განმავლობაში. შეურიეთ მას ბულიონი, რომლის მომზადებაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დატოვეთ 10-12 საათის განმავლობაში. შემდეგ მოხარშეთ და გააცივეთ. დალიეთ ჩაის ნაცვლად. სასურველი ოდენობაა – ორი დღის განმავლობაში დაახლოებით ორი ლიტრი.

скачать dle 11.3