კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეცვალა იესო ქრისტემ თავისი მოსვლით პოლიტიკური წყობა და როდის მიიჩნევა ეკლესიაში სიარული მხოლოდ ფიზიკურ გადაადგილებად

სახარებაში არაერთ ადგილას წერია იმის შესახებ, რომ ბოლო ჟამს ძალიან ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი გაჩნდება, რომ ადამიანები სიყვარულს დაკარგავენ და დღეს ამის არაერთი მაგალითია. დღეს ბევრ ქრისტიანსაც არ შეუძლია იმის დასაბუთება, თუ როდის და სად ამბობს ქრისტე თავის შესახებ, რომ ის ღმერთია. არადა, ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი სწორედ ამ კითხვით მიმართავს ხშირად მართლმადიდებელ ქრისტიანებს.

 მამა გიორგი (თევდორაშვილი – ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ პერიოდში, რომელსაც აპოსტასია, აპოკალიფსის წინა პერიოდი ჰქვია. ყველა სფეროში გარკვეული ხარვეზებია. კაცობრიობამ, დედამიწამ თითქმის ამოწურა თავისი რესურსი. ყველა სფეროში პრობლემებმა იჩინა თავი, ისეთი მოვლენები ვითარდება, რომლის შესახებაც აპოსტასია – ღვთისგან განდგომა ქადაგებს და რომლის შესახებაც პირველივე საუკუნეში გაგვაფრთხილეს წმიდა მამებმა. წმიდა მამები ამბობენ, რომ განხმება სიყვარული მრავალთა, ანუ სიყვარული დაიკარგება. გამოჩნდებიან ცრუ მქადაგებლები, ცრუ წინასწარმეტყველები და ჭეშმარიტი ქრისტიანების რიცხვი შემცირდება, რაც სახეზეა. ინტერნეტში მომრავლდნენ ცრუ მქადაგებლები და ესენი, ძირითადად, ისლამის მქადაგებლები არიან. მათი ხელშემწყობნი გახდნენ რუსი და სხვა ეროვნების მართლმადიდებლები. ერთ-ერთია ახმედ დიდატი, რომელიც საჯაროდ აცხადებს: მე იესო ქრისტე ძალიან მიყვარს, ჩემს ცოლზე მეტად. დამიმტკიცეთ, რომ ქრისტე ამბობს: მე ვარ ღმერთი – ვიხდი 5 ათას დოლარსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ცინიზმია.
– ბევრს აინტერესებს, სად წერია ეს. ანუ, სად ამბობს ქრისტე, რომ ის ღმერთია?
– ყველა მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს, სად წერია და სად ამბობს იესო ქრისტე, რომ ის ღმერთია. რადგან შეიძლება, მუსლიმანმა, ვინმე ცრუ მქადაგებლმა ამის შესახებ დაუსვას კითხვა და პასუხი არ გააჩნდეს. სამყაროს შესაქმეშივე წერია, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ქმნიან სამყაროს. ახალ აღთქმაში ყველა მოციქული ამაზე ქადაგებს. იოანე ღვთისმეტყველმა პირველი საუკუნის ბოლოს სულიწმიდის მადლით დაწერა იოანეს სახარება, რომელიც ასე იწყება: პირველითგან ანუ დასაბამიდან იყო სიტყვა, ანუ იესო ქრისტე, სიტყვა იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ამ სწავლებას ვერცერთი ცრუ სწავლება ვერ უძლებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, თავად იესო ქრისტე არ ამბობს, რომ ის არის ღმერთი. იოანეს სახარებაში მეხუთე თავის მეთვრამეტე მუხლში წერია: იმის გამო უფრო ეძებდნენ მას იუდეველები მოსაკლავად, რომ არა მხოლოდ შაბათს არღვევდა, ღმერთს თავის მამად აღიარებდა და თავს ღმერთის სწორად აცხადებდა. იოანეს სახარების მერვე თავი, 58-ე მუხლი: უთხრა მათ იესომ, ანუ იუდეველებს, ამინ გეტყვით თქვენ, ვიდრე აბრაამი იქნებოდა, მე ვარ. იუდეველები გაგიჟდებიან: 50 წლისაც არ ხარ და როგორ ამბობ, რომ სანამ აბრაამი იქნებოდა შენ ხარო. ამ  სიტყვების შემდეგ იუდევლებმა ქვებს წამოავლეს ხელი და მოინდომეს მისი ჩაქოლვა, რადგან პირდაპირ თქვა: მე ღმერთი ვარო. იოანეს სახარების მეათე თავის 30-ე მუხლში პირდაპირ წერია: „მე და მამა ჩემი ერთ ვართ“. რომელი მოძღვარი ან რომელი ადამიანი იტყვის ამას? ამის თქმის უფლება არავის აქვს, გარდა ღმერთისა. 32-ე მუხლში კი წერია: მიუგო იესომ მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ ჩემი მამის მიერ და მათგან რომელი საქმის გამო მქოლავთ?“. მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმეების გამო კი არ გქოლავთ შენ, არამედ გმობის გამო, რადგან კაცი ხარ შენ და თავს ღმერთად აცხადებ“. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს. იოანეს სახარების მეთერთმეტე თავი, 25-ე მუხლი: „უთხრა მათ იესომ: მე ვარ აღდგომა და ცხოვრება. ვინც ირწმუნებს ჩემსას, რომც მოკვდეს, იცოცხლებს“. ვის შეუძლია ამის თქმა, თუ არა ღმერთს. იოანეს სახარების მეთოთხმეტე თავი, მეექვსე მუხლი: „უთხრა მათ იესუმ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემ მიერ“. გზა არის ღმერთი, ჭეშმარიტება არის ღმერთი და სიცოცხლე არის ღმერთი. როცა ქრისტე აღდგა მკვდრეთით, მოციქული თომა არ იყო მათ გვერდით და როცა მოციქულებმა ახარეს მას მაცხოვრის აღდგომის შესახებ, მან თქვა, არ ვირწმუნებ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ და ჩემი ხელით არ შევეხებიო. ერთი კვირის თავზე მაცხოვარი ეუბნება თომას: შემეხე თომა, შენი ხელით მიხილე მე. თომაც შეეხება და აღიარებს: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ქრისტე კი მას ეუბნება: შენ მიხილე და  ისე გწამს, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავ და ისე მიწამებენო. აქ საუბარია იმ ქრისტიანებზე, ვისაც არ უხილავს იესო ქრისტე ცოცხლად, მაგრამ ის ჩვენი ღმერთია. მარკოზის სახარებაში წერია: ჰკითხა მღვდელმთავარმა მას: შენ ხარ მართლა ძე ღვთისა, რადგან მთელი ებრაელობა ელოდება მესიის მოსვლას. ხოლო იესომ უთხრა: მე ვარ და იხილავ ძე კაცისას მჯდომარეს მამის მარჯვნივ და მომავალს ცის ღრუბლებზე. აქ საუბარია ქრისტეს მეორედ მოსლვაზე და რომ ის არის მარჯვენით მამისა. ვის შეუძლია, მისცეს ადამიანს საუკუნო სიცოცხლე და დაიცვას ისინი, თუ არა ღმერთს და ეს ღმერთი არის იესო ქრისტე.
პავლე მოციქული ამბობს: ვისაც არ სწამს და არ უყვარს იესო ქრისტე, შეჩვენებული იქნეს მარათანაო. კი არ სწყევლის მოციქული ამ ადამიანებს, არამედ ამბობს: რომ ასეთი ადამიანი უკვე შეჩვენებული, საცოდავი და ავადმყოფიაო.
– მამაო, როგორ ხდებოდა ძველად სამღვდელო ხარისხში კანდიდატების გამორჩევა?
– ადრე სამღვდელო ხარისხში სხვაგვარად ხდებოდა კანდიდატების გამორჩევა. მოვიდოდა ეპისკოპოსი თავისი ეპარქიის რომელმე ტაძარში, დადგებოდა ამბიონზე, ათ სტიქაროსანს დააყენებდა და იტყოდა: რომელი მათგანი გახდეს მღვდელი. ვისკენაც მეტი ადამიანი გაიშვერდა ხელს, ის იქნებოდა გამორჩეული პიროვნება. მას ირჩევდა ხალხი, რადგან იცნობდნენ, იცოდნენ როგორი იყო. ახლა თუ ვინმეს ირჩევთ, მისი ცხოვრება შეამოწმეთ, როგორ ცხოვრობს, რა აქვს გაკეთებული, ცხოვრების წესით თუ არის ქრისტიანი. იუდა ხომ არ არის ცხოვრების წესით, რადგან იუდა ბოლომდე ქრისტესთან იყო, მაგრამ აღმოჩნდა ჯოჯოხეთში. ავაზაკი არ ყოფილა მაცხოვართან, მაგრამ  სამოთხეში აღმოჩნდა. ეკლესიაში სიარული არ ნიშნავს ფიზიკურ გადაადგილებას. აქ მნიშვნელოვანია ცხოვრების წესით თუ არის თავმდაბალი, მოსიყვარულე, უბრალო. უყვარს საქართველო, ეკლესია, შვილები, დედა, მამა და ასეთი თუ არის ვინმე, შეგიძლიათ, აირჩიოთ. ქრისტე, ჩვენი განკაცებული ღმერთი რომ მოდის, ამბობს: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. ქრისტემ პოლიტიკური წყობა შეცვალა – სასუფეველი ცათა ნიშნავს ღმერთის სუფევას, რომელიც მარადიულია. თუ საქართველოში მცხოვრებთა უმრავლესობაში, ჩვენს გულებში ქრისტეს სუფევა დამკვიდრდება, შურიანები, ბოროტები, გამყიდველები აღარ ვიქნებით, ხელისუფლებაც ნორმალური გვეყოლება და ჩვენც კარგად ვიქნებით. ასე რომ არ არის, ამიტომაც იცვლება ჩვენი ცხოვრება უარესობისკენ.

скачать dle 11.3