კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დარჩა 70 ქართველი მებრძოლი მტრის მიერ აღებულ გაგრაში, რატომ არ მიეშველა დამხმარე ძალა და რატომ არჩიეს თავის აფეთქებას დანებება

1992 წლის 2 ოქტომბერს დღის პირველ საათზე პოლკოვნიკი მარინაშვილი, გაგრის დაცვის უფროსი, გაგრის განაპირას, პარაპეტზე, იჯდა. თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. მან უკვე იცოდა, რომ ომი წაგებული იყო. იცოდა, ვინაიდან კარგად იყო ჩახედული იმ ომის სამზარეულოში, რომელსაც მოგვიანებით ცინიკურად უწოდეს: „ციტრუსების ომი ქართული საზარბაზნე ხორცით“.
გაგრის გამგებელ ჯონი ლატარიას, ჯერ ისევ ეიფორიაში მყოფს, დაცვის უფროსისთვის უკითხავს: მიშა, რა გვეშველება? მარინაშვილს თავი ჩაუქინდრავს და რუსულად უპასუხია: „âîéíჭ óæå ïðîèჯðჭíჭ.”
გაგრის ყველა სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული. გაგრის იმჟამინდელი გამგებელი იმასაც ყვებოდა, ქალები სოჭიდან ჩამოჰყავდათ, ტანკებითაც ასეირნებდნენ და შამპანურშიც აბანავებდნენო. ასე იყო თუ ისე, გაგრის გამგებელს 1 500 კაცის დღეში სამჯერ გამოკვება ევალებოდა, რაც თეორიულად იმასაც ნიშნავდა, რომ გაგრას 1 500 მებრძოლი იცავდა. თუმცა შედეგმა აჩვენა, რომ გაგრას ამდენი დამცველი არ ჰყოლია.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანელები კავკასიონს მოადგნენ, ალპინისტი მზვერვები გადმოსხეს. თითოეულმა იცოდა, რომ თოკის ჩამოწყვეტის შემთხვევაში, კრინტი არ უნდა დაეძრათ, თორემ ამით თავის ცოცხალ თანამებრძოლებსაც დაღუპავდნენ. ყველა გერმანელი ისე მოკვდა, კვნესაც არ დასცდენია.
ჩვენ დღეს გიამბობთ 70 ქართველი სამხედრო მოსამსახურის ისტორიას, რომლებიც მოწინააღმდეგის მიერ აღებულ გაგრაში ჩარჩნენ. არა მხოლოდ ზღაპარში, ცხოვრებაშიც მუდამ ვდგებით ერთი და იმავე დილემის წინაშე:
მარჯვნივ წახვალ – დაბრუნდები; მარცხნივ წახვალ – ან დაბრუნდები, ან ვერა; პირდაპირ წახვალ – ვერ დაბრუნდები. თამაზ მეფარიშვილის ბატალიონმა 24 წლის წინათ პირდაპირ წასვლა არჩია.
***
1992 წლის პირველ ოქტომბერს თამაზ მეფარიშვილის განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი დილის ექვს საათზე წინა ხაზზე გავიდა. ისინი გააფრთხილეს, რომ გაგრაში შემოსასვლელი გზები დანაღმული იყო. მეტიც, რაკი ქართულ ავიაციას მოწინააღმდეგის პოზიციები უნდა დაებომბა, ნიშნულების გაკეთებაც დაავალეს, რომ შემთხვევით ქართულ ავიაციას ქართულივე სამხედრო ნაწილები არ დაებომბა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც გზა ყოფილა დანაღმული და არც გაგრის დაცვა უზრუნველყოფილი. თვითმხილველები ყვებიან, რომ, როდესაც მოწინააღმდეგის იერიში დაიწყო, ქართული მძიმე ჯავშანტექნიკა შემოტრიალდა და უკან წამოვიდა. თან მოსახლეობა გამოჰყვა.
თამაზ მეფარიშვილის ნაამბობიდან: „ჩავედით მილიციის სამმართველოში, სადაც შტაბი იყო გადატანილი. იქ უკვე აფხაზები დაგვხვდნენ, მათთან ერთად: ჩეჩნები, კაზაკები, რუსები...
კადრებივით ვხედავდი: მირბის დედ-მამა, მიჰყავთ ბავშვი, თან ხელში ჩემოდანი უჭირავთ, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს. ჯერ ბავშვი გადაჰყავთ, შემდეგ ჩანთა გადააქვთ. თან უკან იყურებიან, თვალებით ეთხოვებიან თავიანთ სახლს. ჩვენ ვისვრით, რომ გასვლის საშუალება მივცეთ. ზოგიერთს ჩვენც მტერი ვგონივართ და შეშინებული, განწირული თვალებით გვიყურებენ.
გასაგები იყო, რომ ჩვენ აღარავინ მოგვეხმარებოდა. მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ, თუ გამოვიქცეოდი, ვერ მივიდოდი სახლში... ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და მივხვდით, რომ წამოსვლის უფლება არ გვქონდა. 70-ნი ვიყავით. გზადაგზა ავკრიფეთ მიტოვებული იარაღი, ტყვია-წამალი და შევედით „კაბერცეს“ შენობაში.“
70 მებრძოლი შენობის პირველ სართულზე გამაგრდა. მეთაურმა, პოლკოვნიკმა მეფარიშვილმა რაციით გადასცა, რომ დახმარება სჭირდებოდათ. რაციის მეორე მხარეს ხმამ უპასუხა, გაუძელითო. გაგრა უკვე გაივსო მოწინააღმდეგეებით. გამარჯვებას ზეიმობენ.
მეთაური ისევ ითხოვს დახმარებას. იმასაც ამატებს, რომ ტყვია-წამალი უთავდებათ. მოწინააღმდეგემ უკვე დაიკავა შენობის პირველი სართული. ქართველები ბრძოლით სართულ-სართულ ადიან მაღლა. მეთაურს რაციის მეორე მხრიდან აიმედებენ, რომ ვერტმფრენს გამოუგზავნიან და სახურავიდან გაიყვანენ. დირექტივასაც აძლევენ: სახურავზე ცეცხლი დაანთეთ, მონახაზები გააკეთეთო. დირექტივა შესრულდა და ვერტმფრენიც მოფრინდა, ჩამოყარა ყუმბარები, შენობა ძველი ნაშენია და გაუძლო, თუმცა აზანზარდა, მაგრამ ვერტმფრენი უკან გაფრინდა.
შენობის გარშემო ფანჯრებში მოწინააღმდეგის სნაიპერები გამოჩნდნენ. შენობაში გამაგრებული ქართველების რიგებიც შეთხელდა: ზოგი დაიღუპა, ზოგი დაიჭრა. ირგვლივ სისხლის სუნი დადგა. ზოგი მუცელშია დაჭრილი, ზოგს ხელი აქვს მოგლეჯილი, ზოგს – ფეხი. კვნესა თანდათან ძლიერდება, მაშველი ძალა კი არა და არ ჩანს.
მეთაური დაჟინებით ითხოვს დახმარებას. უკვე სახურავზე არიან. წასავლელი აღარსადაა. ქვედა სართულებზე მტერია. მეთაურს რაციის მეორე მხრიდან განაჩენივით აცნობებენ: იმოქმედეთ საკუთარი შეხედულებისამებრ.
თამაზ მეფარიშვილის ნაამბობიდან: „ტყვია-წამალი აღარ იყო, თორემ ფანატიკოს მუსიკოსს ემსგავსები ომში, მუზა თუ მოუვიდა, გაუჩერებლად რომ უკრავს. ავტომატიდანაც ასე გაუჩერებლად ისვრი. მაგრამ მებრძოლს რომ მჭიდი უთავდება და ახალს გთხოვს, რა უნდა მისცე, რაც არ გაქვს?!
გარედან რუპორით გველაპარაკებიან... უპატივცემულოდ... აგდებით.. მიგატოვეს, არა, თქვენებმა, თქვენი დედა... გვაგინებენ... ჩვენც ვაგინებთ... და ხვდები, რომ უკვე არავინ ხარ...“
მოწინააღმდეგემ ქართველებს ცეცხლის შეწყვეტა და დანებება შესთავაზა. მეთაურმა დრო ითხოვა მოსაფიქრებლად. ნახევარი საათი მისცეს.
თამაზ მეფარიშვილის ნაამბობიდან: „რაც გაგრაში ხდებოდა, იმის ყურებას სიკვდილი ჯობდა. ზეიმობენ გამარჯვებას... ბიჭები მიყურებენ და ელიან, რას ვიტყვი, რა განაჩენს გამოვუტან. არ უნდათ სიკვდილი. ახალგაზრდები არიან: 18-19 წლისანი.
ასაკით უფროსები გამოვარჩიე და აზრი ვკითხე. თითო-თითო ტყვია ყველას გვაქვს, „ლიმონკებიც“. ერთად გადავწყვიტოთ, რა ავირჩიოთ. თუ მე დამაკისრებთ ამ როლს, დავდგეთ ჯგუფად და ჩემი ხელით აგაფეთქებთ.
აზრი თითოეულს ვკითხე... რა აზრი აქვს სიკვდილსო... ჩვენებმა მოგვატოვესო... ბიჭები მიყურებენ და თითქოს თვალებით მთხოვენ, არ აირჩიო სიკვდილი... არ მიბრძანო, რომ ჩემი ხელით მოვიკლა თავი...“
პოლკოვნიკმა მეფარიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოწინააღმდეგის წინადადება მიეღოთ, ოღონდ ერთი პირობით: მათ წასაყვანად რუსები მოსულიყვნენ და კიდევ ერით საათიც ითხოვა... დასამშვიდებლად, აზრების მოსაკრებად, უკანასკნელი ძალისაც, რომ იმისთვის გაეძლოთ, რაც დანებებას მოჰყვებოდა.
დანებებას მეორე მიზეზიც ჰქონდა, იქნებ პირველიც. შენობაში მოწინააღმდეგემ ასაფეთქებელი შემოზიდა და თუ არ ჩაბარდებოდნენ, მაინც ააფეთქებდნენ.
ამასობაში ის ერთი საათიც გავიდა...
თამაზ მეფარიშვილის ნაამბობიდან: „როგორც შევთანხმდით, ჩვენს წასაყვანად რუსები მოვიდნენ. ჩემი ბიჭები გავაფრთხილე, რომ კიბის კუთხეებში დამდგარიყვნენ 4-5-კაციან ჯგუფებად და თუ მოლაპარაკებისას საქმე სხვაგვარად წავიდოდა, კედელთან მიყენებასა და დახვრეტას ჯობდა, თავად აგვეფეთქებინა თავი.
მაგრამ რუსებს თვითონაც ეშინოდათ, რომ ჩვენ არ ჩაგვედინა რამე გაუთვალისწინებელი, მით უმეტეს, რომ ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა. ამიტომ, შემოვიდნენ თუ არა, გაგავაფრთხილეს, არაფერი მიჰქაროთო. მოითხოვეს, ჩვენი წარმომადგენლები ჩასულიყვნენ ქვემოთ. ორი მებრძოლი გავგზავნე.
მათ ეგონათ, რომ ჩვენ ოქრო და ფული გვქონდა, ამიტომაც არ გავყევით დანარჩენებს და დავრჩით გაგრაში. ამოვიდნენ თუ არა, მაშინვე იკითხეს, სად არის ოქრო? ვუპასუხე, რომ არანაირი ოქრო არ გვქონდა. არ დამიჯერეს. ჩემი ხელით ამოვუტრიალე ჯიბეები ჩემს ბიჭებს და სულ 4 500 მანეთი მოგროვდა. რუსები სახტად დარჩნენ.
შემდეგ იმის გარკვევა დაიწყეს, ვის რა ჩინი ჰქონდა.“
დაჭრილებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და დაღუპულების დასაფლავებას დაჰპირდნენ მეთაურს. თამაზ მეფარიშვილი არ გაუჩხრიკავთ. შენობის წინ დეერფანი გაუკეთეს, რომელშიც ქართველ ტყვეებს უნდა გაევლოთ. დერეფნის იქით იდგნენ აფხაზები: ქალები, ბავშვები, მოხუცები, დიდები, პატარები. ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ, აფურთხებდნენ: დედა მომიკალი... ძმა მომიკალი... შვილი მომიკალი... მამა მომიკალი...
თამაზ მეფარიშვილმა გუდაუთაში გადაყვანა მოითხოვა.. გუდაუთის ციხეში მეთაური ცალკე გაიყვანეს, მისი მებრძოლები – ცალკე. გუდაუთის ციხის კომენდანტი ჩეჩენი იყო და განაჩენიც შესაბამისი გამოუტანა: ქართველს რომ წავართვით, იმ იარაღით დავხვრიტოთ, უფრო ესიამოვნებაო.
თამაზ მეფარიშვილი დასახვრეტად გაიყვანეს. სიბნელე იყო, არაფერი ჩანდა. წინ მიდიოდა, უკან ჯალათი მიჰყვებოდა. ყოველ წამს ელოდა გასროლას. არა და არ სრულდებოდა ეს სიბნელე და არც ჯალათი ისროდა. თამაზ მეფარიშვილი უცებ შეტრიალდა, ლულას წაავლო ხელი, ჯალათმა კონდახი ჩაარტყა სახეში და წინა კბილები ჩაუმსხვრია. ამ დროს სიბნელეში ვიღაცის ხმა გაისმა: საკმარისია!
ისევ კომენდანტთან დააბრუნეს.
თამაზ მეფარიშვილის ნაამბობიდან: „კაცი ხარ, – მითხრა კომენდანტმა. საერთო ნაცნობიც აღმოგვაჩნდა, გროზნოელი ჩეჩენი, ერთად ვმსახურობდით ჯარში. კომენდანტი გამიშინაურდა და მორალის წაკითხვა დაიწყო: თბილისიდან ხარ, ადრე სპორტსმენი იყავი, რა გინდოდა გაგრაში, ვერ დაეტიე შენს თბილისში?!“
ტყვეთა ბანაკში ქართველ ტყვეებს ამუშავებდნენ და კიდეც ამცირებდნენ. არც ის იყო იშვიათობა, როდესაც ტყვეთა ბანაკის ტერიტორიაზე მთვრალი აფხაზები შემოდიოდნენ და უმისამართოდ ისროდნენ. ბრმა ტყვია ხან ტყვეების თავზე ზუზუნებდა, ხან – გვერდით ჩაუქროლებდა. იმხანად გუდაუთის ციხეში 150 ტყვე ქართველი იყო.
თამაზ მეფარიშვილის ნაამბობიდან: „ერთხელაც შემოვიდნენ ბარაკში, დაიყვირეს: ñòðîèòüñÿ, ეს ñòðîèòüñÿ და ëîæèòüñÿ იყო ყველაზე აუტანელი. მიგვაყენეს კედელთან. შემოვიდნენ ბოხოხიანები, ერთი ქალიც ახლდათ. სახეებზე გვაკვირდებოდა ის ქალი. ჩვენ ისე გამოვიყურებოდით, მშობელი დედაც ვერ გვიცნობდა. უცებ ის ქალი ჩემკენ წამოვიდა, გავიფიქრე, აი, შარი-მეთქი და ქალმა წამოიყვირა: ñûíîê და გადამეხვია. როგორც იქნა, ვიცანი: შვილიშვილთან ერთად გაგრაში იყო. გავიგე, რომ მის ოჯახს დარბევას უპირებდნენ და ყველა კატეგორიულად გავაფრთხილე, ეს არ გაებედათ. საჭმელსაც ვაძლევდი ხოლმე... სხვათა შორის, ერთი პატარა აფხაზი ბიჭუნა ყოველდღე მოდიოდა ხოლმე ციხის კედლის იქითა მხრიდან და კარალიოკებს გვიყრიდა...“
თამაზ მეფარიშვილი ტყვეობიდან დაბრუნდა... გაცვალეს... შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენითაც დააჯილდოეს, მაგრამ თავად ის ყოველთვის სირცხვილის ორდენად მიაჩნდა.

скачать dle 11.3