კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხა მიიღო პეტრე ცისკარიშვილმა ბიუჯეტიდან თავისი 17-წლიანი სახელისუფლო კარიერის განმავლობაში

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით პეტრე ცისკარიშვილი 1974 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (სწავლის წლები უცნობია) და კვალიფიკაციით ეკონომისტია, ხოლო მისი სპეციალობა კი კომერციული საქმიანობაა. პეტრე ცისკარიშვილის შრომითი საქმიანობა 1994 წელს დაწყებულა იურიდიულ ოფის KGO-ში, სადაც მან 1996 წლამდე იმუშავა მდივან-რეფერენტად. 1996 წელს საგამომცემლო ფირმა Scholz Publishing Co დააფუძნა, რომლის პრეზიდენტიც იყო 1997-მდე. 1997-1998 წლებში ჩინოვნიკურ გზას დაადგა: გახდა რა საქართველოს მრეწველობის მინისტრის ჯერ თანაშემწე, შემდეგ კი – სამინისტროს სამმართველოს უფროსი. 1998-1999 წლებში „ქართუ კტფის” ლოჯისტიკის მენეჯერად მუშაობდა. 2004 წელს კახეთის რეგიონში დაინიშნა პრეზიდენტის რწმუნებულად, საიდანაც 2006 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად გადაიყვანეს. 2008 წელს საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და ამის შემდეგ მერვე მოწვევის პარლამენტის წევრიცაა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული, რატომღაც, არ არის, თუმცა პეტრე ცისკარიშვილი წინა წლებშიც (1999-2004) გახლდათ ხალხის რჩეული (გემახსოვრებათ მისი და დავით საგანელიძის ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის, პარლამენტის ტუალეტში).
რაკი კარგა ხნის საჯარო პირი და სახელმწიფო მოხელეა, მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა დედ-მამა, და და ბებია. ბ-ნი გიორგის (მამა) საკუთრება იყო საცხოვრებელი სახლი თბილისში, 200 000 ლარად ღირებული, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესამედი ზემო ალვანში და ავტომანქანა „ნივა“; ქ-ნი მედეას (დედა) საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი წავკისში, 80 000 ლარად ღირებული; პეტრე ცისკარიშვილს კი ჰყავდა ავტომანქანა „ვაზ 2107“. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ გიორგი ცისკარიშვილს ჰქონდა – 20 000 აშშ დოლარი. იმ წელს შემოსავალი მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილს ჰქონია – 400 ლარი.
მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან, ასევე, პარლამენტის წევრის რანგში შეავსო. ის მარტო ცხოვრობს და აქვს ერთადერთი საკუთრება – საცხოვრებელი ბინა (140 კვ. მ.) თბილისში, ყაზბეგის გამზირზე. ასევე, „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე ინახავს 32 745 ევროს. 2015 წლის განმავლობაში კი, როგორც პარლამენტის წევრმა, 62 445 ლარი აიღო. იმავე ოდენობის ხელფასი მიიღო მან 2014 წლის განმავლობაშიც და 2013-შიც.
2012 წელს, როგორც, აგრეთვე, პარლამენტის წევრმა, ხელფასის სახით, 67 617 ლარი აიღო; 2011-ში – 69 100 ლარი, 2010 წელს – 63 682 ლარი; 2009 წელს – 56 677 ლარი; 2008 წელს, როგორც პარლამენტის წევრმა – 35 580 ლარი, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა – 12 600 ლარი; 2007 წლის განმავლობაში, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა – 49 245 ლარი; 2006 წლის განმავლობაში, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა – 13 710 ლარი, როგორც კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა – 25 330 ლარი; 2005 წელს, როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში – 24 000 ლარი და 7 200 აშშ დოლარი; 2004-ში, როგორც პარლამენტის წევრმა – 1 608 ლარი, როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა – 2 365 ლარი და 9 000 აშშ დოლარი. 2004 წლის დეკლარაცია მან შეავსო, როგორც შს მინისტრის მოადგილემ, თუმცა ეს ეპიზოდი მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის (სამწუხაროდ, არც მე მახსოვდა) და არც 2003 წელს მიღებული ხელფასია დეკლარაციაში მითითებული. 2002 და 2001 წლების განმავლობაში მან, როგორც პარლამენტის წევრმა, 7 032-7 032 ლარი აიღო; 2000 წელს კი – 5 000 ლარი.

скачать dle 11.3