კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთი კვირა – ორი პროტესტი

„პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარი“?!

 თუმცა გასული კვირა ერთი იყო, მაგრამ ჩვენ ორი საპროტესტო აქცია შევაგებეთ, თან, ისე მოვინდომეთ, რომ ორივე ჩვენდა საზარალო.
თავდაპირველად, ახალგაზრდების ჯგუფმა აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ თურქულ ობიექტებს გამოუცხადეს პროტესტი, რაც, ცხადია, უმალ აიტაცა ჩვენმა არაკეთილისმოსურნემ და ისეთ ალიაქოთად გააშუქეს, თითქოსდა მთელი თბილისი მოეცვა პროტესტ-არეულობას.
მართალია, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, მაგრამ გავრცელებულ დეზინფორმაციას, ჩიტის არ იყოს, სადღა დაიჭერ?!
მოგვიანებით, საპროტესტო აქციით დახვდნენ  საქართველოში რომის პაპს, შემდეგი მოტივით: „პაპი ჩამოდის სულიერი, სამოციქულო მისიით იმისთვის, რომ იქადაგოს, რაც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის მიუღებელია. ეწევა პროზელიტურ საქმიანობას, ატარებს მესას სტადიონზე, უნდა შესვლა სვეტიცხოველში (თითქოს ჩვენს ტაძრებში სხვადასხვა აღმსარებლობისა თუ, საერთოდაც, ათეისტი ტურისტები დღენიადაგ არ დაიარებოდნენ?!).“
მართალია, რომის პაპს, სტუმრად მოწვეულს, აეროპორტში კათოლიკოს-პატრიარქიც დახვდა და საქართველოს პრეზიდენტიც, მაგრამ ცხადზე ცხადია, როგორ გამოიყენებენ ამ პროტესტს ისევ და ისევ არაკეთილისმოსურნეები.
ერთი სიტყვით, პირველი აქციის მონაწილეები გვარწმუნებენ, რომ საქართველოს გადარჩენის მოტივით მოქმედებენ (თავი დაიცვან თურქული ექსპანსიისგან) და არც მეორის მონაწილეები ჩამორჩებიან პათოსში, რომ მათი მიზანი ქართული სულის გადარჩენაა. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ერთიცა და მეორეც ქართული სულის ხელოვნური სიბნელის დემონსტრირებაა (მით უფრო, როდესაც არც ფიზიკური ძალა გყოფნის მიზნის მისაღწევად და არც სულიერი, რომ მოხერხებულად მოაგვარო პრობლემები; მეტიც, დამატებით პრობლემებს ქმნი), სავარაუდოდ, ერთნიც და მეორენიც სასწრაფოდ „კარცერ ლუქსში“ არიან მოსათავსებლები, ქართული ლიტერატურის იძულების წესით დასაზუთხად!

скачать dle 11.3