კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მე და მამა ვმუშაობთ“

გულახდილი საუბრები ფინჯან ყავასთან

 მაშინ, როდესაც ყოფილი მმართველი ძალა, რათა კვლავ იმმართველოს, საზოგადოებას არწმუნებდა, რომ 2016 წლის პარლამენტში მათი სახით (თუ, რასაკვირველია, ამომრჩეველი თავის ხმას შეაწევდა) ქერუბიმთა დასი დაივანებდა, რაკი გაჭირვებულს ქვა აღმართშიც მიეწევაო, ფარული ჩანაწერიც გავრცელდა (პრინციპით: რასაც დათესავ, იმას მოიმკი, რადგან ჩანაწერების გაკეთებას სხვაც შეძლებს, ექსკლუზივი, ვაი რომ, ვერ შეინარჩუნეს) და საქერუბიმოდ გამზადებულს ცივი წყალი გადაასხა.
იმ ჩანაწერში ოდესის გუბერნატორი ისეთებს უბნობდა (რევოლუციით დაბრუნების სცენარს ამუშავებდა) და მისი თანაგუნდელებიც ისეთებს უპასუხებდნენ (ძველი „ოპერიდან“ – ცოცხები, ურვა, გმინვა და ჭმუნვა), რომ ამომრჩეველს (მას, ვისაც ძველი ჭმუნვა, ურვა და გმინვა არ განელებია) გული საგულედან კინაღამ ამოუვარდა.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამ ამბავს თვით ბ-ნი გვარამიაც გაემიჯნა (ვგმობ ძალადობასო!). ხოლო, რადგან ჩანაწერი ფარული იყო და, რაც მთავარია, გადატრიალება-გადმოტრიალების ამბები გაირჩეოდა, სუსმა გამოიძება დაიწყო და იმ ჩანაწერის გმირები თავისთან დაიბარა (გამოკითხვაზე).
ოღონდ დაბარებულებმა მიპატიჟებას წიხლი უკრეს, არ გვცალიაო. სახელდობრ, ბ-ნმა წიკლაურმა ბრძანა, ხელს მიშლის ეს მიწვევები წინასაარჩევნო კამპანიის სრულყოფილად ჩატარებაშიო, ამიტომაც სუსელები თავისთან მიიპატიჟა, რამეთუ (ციტატას მოვიშველიებ): „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასკარადში არ ვაპირებ,  მივიღო მონაწილეობაო (თუ მასკარადია, მართლაცდა,  შენი უნდა იყოს, აბა, სხვისაში რა გესაქმება?!)“. ამდენად, არც ერთმა (ჩანაწერის გმირმა) არ ჩაიბარა უწყისები (იმიტომ რომ „მე და მამა ვმუშაობთ“).
ჩვენ არ ვიცით, ეახლებიან თუ არა სუსელები გამოძახებულებს, მაგრამ, რაკი ისინი მზად არიან, გასცენ პასუხი ყველა კითხვას, ოღონდ არასუსურ გარემოცვაში, მე რომ დავპატიჟო ფინჯან ყავაზე, ვითომ გადამიშლიან თავიანთ გულებს?!  –

скачать dle 11.3