კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

„ფული გაქვს?! მაქვს!“

„ჩემი მამუკა, ჩემი გიორგი“, ანუ ეჰ, „ჩემი ზურა“

 თუკი კვირის დასაწყისში ქართული პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი ბ-ნი ბურჭულაძე გვარწმუნებდა, რომ მისნაირი გუნდი ბოლო 25 წელია, არავის ჰყოლია; პათოსით: ჩემი მამუკა (კაციტაძე), ჩემი გიორგი (ვაშაძე), ჩემი ზურა (ჯაფარიძე), კვირის ბოლოს ისეთი ამბები გაირკვა, რომ მრავლისმნახველ თვით ქართველ ამომრჩეველსაც კი თმა, თუკი და რაც შეარჩინეს, ყალყზე დაუდგა.
სახელდობრ, „გირჩი“ პოლიტიკურ ბლოკს („ჩემი მამუკა, ჩემი გიორგი, ჩემი პაატა“) განუდგა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ ჩვენს საქვეყნოდ ცნობილ ბანს „გირჩელებისთვის“ მილიონები მოუთხოვია, თან, არც მეტი, არც ნაკლები, ერთ საათში.
ხოლო, რაკი, როგორც ბ-ნი ჯაფარიძე (ერთ დროს „ჩემი ზურა“) ბრძანებს, საიდან უნდა მიმეტანა მილიონები ერთ საათშიო, „გირჩმა“ პაატა ბურჭულაძე დატოვა, ოღონდ თავად ბ-ნმა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „გირჩს“ ბლოკის რიგები თავად დაატოვებინა (მათგან ივანიშვილის ფულის სუნი მეცაო).
თუ გავიხსენებთ, ბ-ნი გვარამიასა და არანაკლებ ბ-ნი ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს, იმთავითვე ცხადი იყო, თუ როგორ მოიქცეოდა გაპოლიტიკოსებული ბანი (ბ-ნი გვარამიას დირექტივა მკაფიოდ იკითხებოდა), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, აწ „გირჩელმა“ ბ-ნმა კუბლაშვილმა ყოფილი პოლიტიკური პარტნიორი შემდეგნაირად დაახასიათა: „ასეთი სიხარბის ადამიანი, როგორიც ბურჭულაძეა, ივანიშვილის კი არა, ძალიან ბევრი მოსისხლე მტრის ფულსაც კი აიღებდა, აღა-მაჰმად-ხანისა და შაჰ-აბასის ფული რომ ყოფილიყო, იმასაც ხელს მოჰკიდებდა.“
აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: ბ-ნმა ბურჭულაძემ თავისი სირინოზისებრი ხმით მოაჯადოვა ისინი და იმიტომაც ვერ შენიშნეს დროულად მისი ფულთმოყვარეობა?! –

скачать dle 11.3