კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხვის ხარჯზე

ანუ „ნატოს“ იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა?!

 მართალია, თავად დატოვა (ნუ – ტოვებს) ევროკავშირის რიგები (რათა თავისი თავი თავადვე ეყუდნოს), მაგრამ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის წინააღმდეგია.
ეს ამბავი ევროპელებს ბრიტანელმა თავდაცვის მინისტრმა აუწყა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე (ბრატისლავაში). ბრიტანული მოტივი ასეთია: ევროკავშირის ერთიანი არმია „ნატოს“ როლს შეასუსტებს.
მომყავს ციტატა: „ნატო“ უნდა დარჩეს ჩვენი და ევროპის თავდაცვის ქვაკუთხედად“, მაგრამ, რაკი იქით – საფრანგეთი და გერმანია აპირებენ სამხედრო თანამშრომლობის გარღმავებას, აქით კი – დიდ ბრიტანეთს ვეტოს უფლება არ აქვს, რომ ეს საკითხი დაბლოკოს; ცხადია, თუ ევროკავშირელები მოინდომებენ, თავდაცვის ერთიან ევროპულ სტრუქტურასაც შექმნიან.
მართალია, უცნობია ბრიტანეთის მოტივები, მაგრამ, თუ მისი თავდაცვის მინისტრის პათოსს გავიხსენებთ („ნატო“ უნდა დარჩეს ევროპის დაცვის ქვაკუთხედად), მაინც სასიხარულოა, „ნატოს“ იმედად მხოლოდ ჩვენნაირი ბედოვლათები რომ არ არიან… –

скачать dle 11.3