კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხუთწლედი – ოთხ წელიწადში

ანუ მოხერხებული „ბაწკა“

 ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ სსრკ ლამის ერთადერთი ქვეყანა იყო დედამიწის ზურგზე, სადაც, მაგალითად, ხორცწარმოების გეგმა გადაჭარბებით სრულდებოდა, მაშინ, როდესაც რეალურად ხორცი შესაძლოა, არც არსებობდა, არათუ იმაზე ცოტა იყო, ვიდრე შესრულებულ გეგმაში.
როგორც ჩანს, ეს გაკვეთილი ბელორუსმა ზედმიწევნით აითვისა. აითვისა, ვინაიდან რფ-ის სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ოდენობა არ ემთხვევა იმ ქვეყნებში იმ პროდუქციის წარმოების მოცულობებს.
მეტიც, იმ ქვეყნებში მოწეული იმ პროდუქტების მოსავალს იმ ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქცია რამდენჯერმეც კი აღემატებოდა. აქედან გამომდინარე, რფ-ის გენპროკურატურამ დაასკვნა, რომ მომწოდებლებმა ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს.
როგორც უნდა იყოს, სახელდობრ, ბელორუსიდან 2015 წლის განმავლობაში დიდ რუსეთში 573 ათასი ტონა ბელორუსული ვაშლი და სოკო შესულა, რაც 5-ჯერ აღემატება ბელორუსიაში იმ წელს მოწეულ ვაშლისა და სოკოს მოსავალს.
უცნობია, რას მოიმოქმედებს რფ-ული გენპროკურატურა ბელორუსის (და არა მხოლოდ ბელორუსის) წინააღმდეგ (თუკი ბ-ნმა ლუკაშენკომ საბჭოთა გაკვეთილი გაიმეორა), თუმცა არის მეორე ვარიანტიც: იქნებ და, სხვა ქვეყნები წაიხმარეს?! ვინაიდან არც ისაა გამორიცხული, თვით „ბაწკასთვისაც“ კი მშობლიური იყოს ქართული შეგონება: „ხერხი სჯობია ღონესაო“. –

скачать dle 11.3