კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შანსი მისცა ანი გიუნტერმა ყოფილ ქმარს და რას შეეწირა მისი ოჯახი

ანი გიუნტერმა ახალი სატელევიზიო სეზონი ახალი შემართებით დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში მარტოხელა ქალის ცხოვრება აქვს,  რასაც დატვირული რეჟიმიც ემატება, მაინც ყველაფერს ასწრებს – სხვადასხვა პროექტზე მუშაობას, ორი  მცირეწლოვანი შვილის მოვლას და მეგობრებთან ერთად უიქენდების მოწყობასაც კი. როგორია მისი ცხოვრება კადრს მიღმა და   როგორ  შეუყვრდა ის სამყაროს, ამის შესახებ თავად ანისგან შეიტყობთ. ის თავისი ცხოვრების რთული პერიოდის პერიპეტიებსაც გაგვიმხელს და იმ ემოციებსაც, რაც ოჯახის დანგრევის შემდეგ დარჩა. 
ანი გიუნტერი: მერვე თუ მეცხრე სეზონი დაიწყო, რაც   სატელევიზიო სივრცეში ვმუშაობ.  დროსა და სივრცეში ცოტა არეული ვარ, ასეთ თარიღებს ზუსტად ვერ ვიმახსოვრებ, ალბათ, იმიტომ რომ, მგონია, მთელი ცხოვრება „რუსთავი 2-ში” ვარ.  ის  ნამდვილად ვიცი, რომ  მეორე სეზონი დავიწყე, როგორც    დილის ეთერის სტუდიის წამყვანმა.   მაყურებლის შესაფასებელია,  თუმცა მგონია, რომ  ეს  როლი კარგად მოვირგე.   ის, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველდღე დილის ხუთ საათზე გაიღვიძო და სამსახურში წახვიდე, ჩვენთვის ასე არაა და უფრო მეტიც, ეს  უკვე ცხოვრების წესია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო მთელი დღე განსხვავებულ  რეჟიმში მიწევს ყოფნა – არა! ყველაფერს ვასწრებ, ბავშვებთან ურთიერთობას,  მეგობრებთან ერთად გართობას, ქალაქგარეთ გასვლას. ამ ზაფხულს იმდენ ლაშქრობაში ვიყავი, სათვალავიც კი ამერია. ძალიან სპორტული და აქტიური ზაფხული მქონდა. ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ   ხშირად,  ერთდროულად 2-3 სამსახურშიც კი ვმუშაობდი. ახლა ის იშვიათი გამონაკლისია, როცა მარტო „რუსთავი 2-ში” ვარ დაკავებული. თუმცა,  დროდადრო ვმუშაობ სხვადსახვა პროექტზე. ძალიან მომწონს გადაღებები. პატარა როლიც მქონდა „ჩემი ცოლის დაქალებში.” ეს სერიალი ძალიან მიყვარს. რამდენიმე გადაღებაში ვაპირებ მონაწილეობას, ასევე, არის დოკუმენტური ფილმის პროექტიც, სადაც ერთ-ერთი, ძალოვანი  მინისტრი ქალის როლი შემომთვაზეს. დროებით გადაიდო ეს პროექტი, მაგრამ  მჯერა, რომ განხორციელდება.  გასულ ორ წელიწადში,  ოლიმპიადების  ჩატარების ორგანიზებაშიც ვიყავი აქტიურად  ჩართული. სწორედ ეს სამსახური იყო, რამაც ოჯახი დამაკარგვინა.  
– კარიერას და საქმეს შეეწირა თქვენი ურთიერთობა და  ოჯახი? არჩევნის წინაშე აღმოჩნდი?
–  მე არავის დავუყენებივარ არჩევნის წინაშე. ჩვენ არც გვისაუბრია, ისე დავასრულეთ ურთიერთობა.  კახა ყოველთვის გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მე მეტის გაკეთება შემეძლო. მე უნდა შემევსო სივი და მუშაობა დამეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ალბათ, უფრო ადვილია ქალის მიტოვება, როცა ის წარმატებულია. უფრო მშვიდი ნამუსით რჩები (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ  მხოლოდ   სამსახური იყო ჩვენი დაშორების მიზეზი. ეს უფრო საბაბი იყო,  თან, აბსოლუტურად უსაფუძვლო და ამის იქით კიდევ რაღაც სხვა...  მე არ მივეკუთვნები იმ ქალების რიცხვს, ვინც სამსახურს, კარიერას ოჯახზე წინ დააყენებს. პირიქით, ოჯახის, პირადი ცხოვრების გამო,  ყველაფერზე უარის თქმა შემიძლია. ჩვენს შემთხვევაში იყო კიდევ ბევრი ნიუანსი. მე  არ ვიცი, ბევრი  ისეთი ადამიანი, რომელიც მოხუცებულობაში ან სიკვდილის წინ ნანობს, უფრო მეტი რატომ არ ვიმუშავეო. სამაგიეროდ, ბევრი მინახავს ისეთი, ვინც ნანობს, შვილებს, ოჯახს უფრო მეტი დრო რომ არ დაუთმო. გადაღებებს  შორისაც კი ვცდილობ, მივირბინო სკოლაში, საბავშვო ბაღში და  ბავშვები მოვინახულო.  იყო პერიოდი,  როცა  დილის ხუთ  საათზე  გაღვიძების გამო, ბავშვები მამასთან რჩებოდნენ. მე საღამოს მივდიოდი, რომ დამეძინებინა ისინი. თუმცა, მათი დაძინება ოჯახის სხვა წევრებსაც  შეეძლოთ. 
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ მეუღლესთან?
–   ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. იმ ქალების არ მესმის, როცა ამბობენ: მაინც ჩემი შვილების მამააო. ის უპირველესად, არის თავისი შვილების მამა და აქვს პასუხისმგებლობა. ჩვენ თავიდანვე დავხურეთ თემა ბავშვების დღეების მიხედვით განაწილებაზე. კვირის ყველა დღე ეკუთვნის კახას, ისევე, როგორც მე. მაქვს ჩემი ცხოვრებისეული კრედო: რაც კარგად მთვარდება, იმაზე წარსულში ლაპარაკი აღარ ღირს. მე დღეს უბედნიერესი ვარ იმით, რაც ამ სიტუაციაში მოვახერხეთ. მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვებს ჩვენი ცალკ-ცალკე ცხოვრება არ შეეხოთ. მე ვიბრძოდი, ჩემი შვილების მშობლების ერთად ყოფნისთვის,  მაგრამ ეს  არ გამოვიდა. საბედნიეროდ, იმ  გამონაკლისებს შორის მოვხვდი, როცა ბავშვები მამის ნაკლებობას არ განიცდიან, ყოველდღიურად ხვდებიან დედასაც, მამასაც. მათ გაზრდაში არიან ჩართული კახას მშობლებიც – მათთან ბევრ დროს ატარებენ. ვფიქრობ, ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლება. 
– ასეთი კეთილგანწყობა ყოფილი მეუღლისა და მისი ოჯახის მიმართ, არ გაძლევთ შანსს, თქვენი ურთიერთობა ისევ აღდგეს?
– არ მივცემ თავს უფლებას, მის მომავალზე ვისაუბრო ჩემი მხრიდან. მე მას მომავალს ვერ დავუგეგმავ.  ჩემი პირადი და მისი პირადი  ერთი აღარაა. აწმყო ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, ვერც მომავალზე ვისაუბრებ. მე ადამიანს ყოველთვის ვუტოვებ მისი გადაწყვეტილების  გზას: თუ  უნდა, იყოს მარტო –  იყოს მარტო; თუ უნდა, წავიდეს სათევზაოდ – უნდა წავიდეს; მით უმეტეს, როცა საქმე პირად ურთიერთოებებს ეხება. ვერავინ დამაბრალებს, რომ  ობიექტური აღქმა არ მაქვს იმ ადამიანის მიმართ, ვისთან ერთადაც ხუთი წელი ვიცხოვრე. ის უფრო ცუდი მგონია, თუ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი სხვა რამის მიმართ – არ აქვს მნიშვნელობა რა არის – ეს არ აღიარა და სულ სხვა რაიმეს გადააბრალა ყველაფერი. მაშინ, როდესაც ჩვენი ურთიერთობა  მთავრდებოდა, ბოლომდე  ვერ წარმომედგინა, ვერ ვუშვებდი ამას. ალბათ,  ამიტომაც,  ის პერიოდი გადამატანინა ამის იმედმა, თუმცა მოსახდენი მაინც მოხდა.  ეს ბევრ ქალს გაუვლია.    ზოგადად, მე არ მჯერა სტერეოტიპების, როცა ამბობენ: კაცი იმ ქალს უფრო აფასებს, ვინც ისტერიკებს ან ეჭვიანობის სცენებს უწყობსო. მე ვერაფერი შემცვლიდა – რაც ვიყავი, ის დავრჩებოდი ბოლომდე. იმის გამო, რომ  ვინმე არ დავკარგო, უარს ვერ ვიტყვი, ვიყო ნაზი, მოსიყვარულე, თბილი, არაეჭვიანი. ვერ წარმომიდგენია, კაცს ქალის რომ ეშინია. მე ამაზე ჩემი აზრი მაქვს. შეიძლება, არასწორი, მაგრამ ეს არის ჩემი აზრი, რომელსაც არ შევიცვლი. ზუსტად იგივე თავისუფლებას მივცემდი ჩემს ქმარს ახლაც, როგორსაც ვაძლევდი. ის ჩემ გარეშე არსად ყოფილა – არც სამოგზაუროდ, არც უცხოეთში.  სულ ამბობდა, კაცი  ცოლთან ერთად უნდა გრძნობდეს თავს კარგადო. მე არ მქონდა ეჭვიანობის საფუძველი, ისევე, როგორც ჩემგან არ უნდა ჰქონოდა მას ამის საფუძველი. ეჭვიანი კაცი ვერ იცხოვრებს ისეთ ქალთან, რომელიც სახლიდან დილის ხუთ საათზე გადის. მეც ზედმეტად არაეჭვიანი ვარ და არც ახლა ვაპირებ იმის ქექვას, რაც იყო უჩემოდ,  მით უფრო, ახლა.   
– მარტოხელა ქალის ცხოვრება ძნელი არ არის?
 –  არა. რატომ უნდა მიჭირდეს?!  კახამ ამ საქციელით დიდი საჩუქარიც გამიკეთა – მენახა, რას ნიშნავს დიდი ბედნიერება. ეს ვიღაცისთვის თავისუფლებაა, ვიღაცისთვის – სიყვარული, ვიღაცისთვის – ცხოვრების ხალისის გაღვიძება. დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს. რამ განაპირობა? – თავისუფლებამ, სხვა ფასეულობების დანახვამ, თუ როგორც ქალი, კიდევ უფრო ძლიერი გავხდი, ამის აღქმას დრო სჭირდება. ვგრძნობ, რომ ისიც ძალიან  ბედნიერია. როცა მეკითხებიან, დეპრესიაში ხომ არ ჩავარდიო, მიკვირს. დეპრესია მაშინ გენახათ, კახა თავისი ფეხით რომ არ წასულიყო – ან არის შენი ნახევარი, ან არა. კახა, ჩემი ნახევარი რომ ყოფილიყო, ალბათ, დღესაც ერთად ვიქნებოდით. ის ჩემზე ადრე მიხვდა, რომ ჩვენ სხვა ადამიანებისთვის ვართ შექმნილი. მე კი ვებღაუჭებოდი ოჯახს. მარტოობას ტრაგედიად არ აღვიქვამ, პირიქით. ბავშვობაში დედა ხშირად მეუბნებოდა, თუ ადამიანს მარტო დარჩენა და  საკუთარ თავში ჩაღრმავება არ შეუძლია, ძალიან ძნელიაო.  5-6 საათზე  გაღვიძებულიც კი, სანამ ცხოვრების ჩქარ ტემპს შევუყვები, ვიწყებ  ფიქრს, მომდის იდეა, მერე უკვე ავტომატურ რეჟიმში გადადის ცხოვრება.
– გისმენ და მგონია, რაღაც „ბედნიერების რეცეპტი“ გამოიგონე, რაც ქალისთვის ყველაზე  მნიშვნელოვანია ცხოვრების რთულ პერიოდებში.   
–   მთავარია, გინდოდეს, გამოიგონო ბედნიერების რეცეპტი. ადამიანი  ხომ სულ ძიებაშია – გააჩნია რა მხრიდან შეხედავ მოცემულობას, რისი დანახვა გინდა. იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, არაა აუცილებელი, ყველაფერი გქონდეს, რაც დაკავშირებულია მატერიალურ კეთილდღეობასთან – აგარაკი, მანქანა და ასე შემდეგ.  არც მანქანა მყავს, არც ქმარი, მაგრამ მაინც  ბედნიერი ვარ.  ყოველდღიურად იმდენ  პოზიტივს ვიღებ, ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ ამ სამყაროს. მე ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს. თუ რაღაც მაწუხებს, სანამ არ მოვიცილებ, ამას ვერ შევეგუები. მოცემულ სიტუაციაში ცუდად რომ ვიყო, მის შეცვლას შევეცდებოდი.  თუ ჩემთვის რამე მისაღები არაა, დისკომფორტით ვერ დავიტანჯები. მე შეყვარებული ვარ სიცოცხლეზე,  შვილებზე, საკუთარ თავზე, ჩემს მეგობრებზე, თავისუფლებაზე, ყველაფერზე, რაც არის დღეს  ჩემი ცხოვრება.

скачать dle 11.3