კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ზაალ წულუკიძის ანეკდოტები


სვანი და მეგრელი მოიპარავენ ძროხას. უნდა დაკლან და ხორცი შუაზე გაიყონ. სვანი დაიჭერს ძროხას რქებით და მეგრელმა ურო უნდა დრუზოს თავში. მეგრელი დაფიქრდება და მოიფიქრებს. მოდი, სვანს ჩავარტყამ უროს თავში და მთლიანი ძროხა მე დამრჩებაო. გააქანებს და რეკავს სვანს უროს თავში. სვანი დარეტიანებული ამოხედავს და ეტყვის: 
– იცოდე, მეორედ აღარ ააცილო, თორემ ხელი გამეშვება!
***
კახეთში ირჩევენ კრების თავმჯდომარეს:
– ვინაა მომხრე, ასწიოს ხელი!
მომხრეებმა აწიეს ხელი.
– ვინაა, ჯოუ, წინააღმდეგი?
წინააღმდეგებმა აწიეს ხელი.
– და, ვისა კიდია ფეხებზე?
***
სვანი ავტობუსში ავიდა და ჯიბეში რომ ჩაიყო ხელი, მიხვდა, საფულე სახლში დარჩა. მივიდა მძღოლთან და სთხოვა:
– გენაცვალე, პანღური ამომარტყი, ფული სახლში დამრჩა და ასე გავსწორდებით.
მძღოლმა ამოარტყა პანღური.
– თუ ძმა, ხარ, კიდევ  ამომარტყი.
მძღოლი დაიბნა:
– რა? არ გეყო? შენი გადახდილია!
– ჩემი კი გადახდილია, მაგრამ, ეგე, უკან ანზორი ზის და მინდა, იმასაც გადავუხადო.
***
მატარებლის გამცილებელი ქალი, ორი დღე-ღამიანი რეისიდან დაბრუნდა სახლში. ქმარმა პალტო გახადა და ჩუმად ჰკითხა:
– ხომ არ დავწოლილიყავით?
– მოიცა, ჯერ დაიძრას და...
***
ცოლი ჩხუბის დროს ეუბნება ქმარს:
– უნამუსო ხარ! შენ არ იყავი, სანამ ცოლად გამოგყვებოდი, რომ მეუბნებოდი, შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარო?
– მაშინ გეოგრაფიაში მოვიკოჭლებდი.
***
– დედიკო, გახსოვს, ის ძველებური ჩინური ფაიფურის ვაზა, ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობებს რომ გადაეცემოდა?
– რატომ მეკითხები?
– ისე, უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ჩემმა თაობამ ეს ტრადიცია შეწყვიტა.
***
– ექიმო, დარწმუნებული ხართ, რომ სამი თვის ორსული ვარ და არა – ორის?
– დიახ, დარწმუნებული ვარ.
– ესე იგი, გამოდის, სხვას გავყევი ცოლად?
***
სახლში დაბრუნებული ქმარი ცოლს ეუბნება:
– დღეს დირექტორს ულტიმატუმი წავუყენე. ვუთხარი, ან მე წავალ სამსახურიდან, ან ხელფასი გამიზარდე-მეთქი.
– მერე, რაზე შეთანხმდით?
– კომპრომისზე! არც იმან გამიზარდა ხელფასი და არც მე წამოვედი სამსახურიდან.
***
– თუ კარგად მკითხავ, არც ფულშია ბედნიერება და არც სიმდიდრეში. ხომ გინახავს სერიალი „მდიდრებიც ტირიან“?
– მინახავს, მაგრამ ჩემი აზრით, ჯობია, „ჯიპში“ ვიტირო, ვიდრე ავტობუსში.
***
სუპერმარკეტის სალაროს რიგში ერთმანეთს შეხვდნენ მეზობლის კაცები. ერთი ეკითხება მეორეს:
– ვხედავ, ბევრ ბოსტნეულს ყიდულობ. შენც გიყვარს სტაფილო, ბოლოკი და კიტრი?
– ხო, ჩემმა ცოლმა მითხრა, ყველაფერი უმად უნდა ჭამო, რომ ჯანმრთელი იყო, ასე უფრო სასარგებლოაო.
– უი, არც შენს ცოლს უყვარს საჭმელების კეთება?
***
რაჭველ რაჟიკოს უთხრეს, ყველაზე კარგი, ვნებიანი, აქტიური და „გემრიელი“ საწოლში ქვრივი ქალიაო. რაჟიკომ ინატრა:
– ეჰ, ნეტავ, ჩემი ცოლიც მალე დაქვრივდებოდეს.
***
– რა გქვიათ?
– იმედა.
– კარგია.
– რატომაა კარგი?
– ბოლოს მოკვდებით.
***
 სიძე ელაქუცება სიდედრს:
– თქვენი დანახვა, კონსტანტინოვნა, ერთი სიამოვნებაა, არდანახვა – მეორე.

скачать dle 11.3