კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ ვერ ახერხებს აჩიკო სოლოღაშვილი ცოლთან ერთად დროის გატარებას

ზაფხული და შვებულებების სეზონი უკვე დამთავრდა, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, ბევრმა დასვენება ვერც მოახერხა. აღმოჩნდა, რომ მათ რიცხვს მიეკუთვნება მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილიც. მისთვის ეს ზაფხული მხოლოდ ორდღიანი დასვენებებით შემოიფარგლა და მეუღლესთან, ნუცა ქავთარაძესთან ერთად, ნორმალური განტვირთვა ვერ მოახერხა. წყვილი უკვე მეხუთე წელია, ერთად ცხოვრობს და რთული გრაფიკით გამოწვეულ პრობლემებს ერთმანეთის საქმეების შეთავსებით, შეძლებისდაგვარად უმკლავდება.
– როგორ გაატარე ეს ზაფხული?
– გადაწყვეტილი მქონდა, დასასვენებლად ზღვზე წავსულიყავი, გონიოში, სადაც ყოველ წელს ჩავდივარ ხოლმე ნანასთან. ნანა ჩვენი დიასახლისია. ბოლო 12 წელი სულ მასთან დავდივარ და უკვე ოჯახის წევრივითაა. წელსაც ჩავედი, მაგრამ მარტო ორი დღე იყო მზე. მერე სპექტაკლი გვქონდა და დაიწყო წვიმა, რომელიც აღარასდროს გაჩერდა. სამი დღე გავუძელი და მერე, რა თქმა უნდა, უკან წამოვედი. აქ რომ ჩამოვედი, ხუთი დღე კიდევ წვიმდა. ეგ იყო სულ ჩემი ზაფხულის დასვენება. თუმცა, მეგობრების წყალობით, ხან კიკეთში დავდიოდი, ხან წოდორეთში და ხან, სად. თუმცა, წადი-წამოდის, მე პირადად, დასვენებას არ ვეძახი. რამდენიმე დღე გადავაბი წეროვანში და ეგ იყო სულ.
– შენ და ნუცამ ერთად დასვენება ვერ მოახერხეთ?
– არა. გონიოში ვერა, მაგრამ ისე, ორ-ორი დღით გავდიოდით თბილისიდან შაბათ-კვირას ან ღამე მივდიოდით და დილით ჩამოვდიოდით. სხვანაირად არ გამოდიოდა. რომ ვთქვა, რომ ეს ზაფხული ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც გამორჩეული იყო იმით, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი მეგობარი შევიძინე.
–  ნუცამ თუ მოახერხა ცალკე დასვენება?
– ნუცა იმ ორ დღეში ჩამომრჩა. თუმცა, ეს უკეთესიცაა, რადგან გზაში მაინც არ დაიღალა, ჩემგან განსხვავებით.
– ფაქტობრივად, ვერც დაისვენეთ. რთული არ არის ასეთ დროს მთელი წლისთვის საკმარისი ენერგიის მობილიზება?
– არა, ამას მიჩვეულები ვართ. ახალი და უცხო არაფერი ხდება. ჩვეულებრივი პროცესია ჩემს ცხოვრებაში და ისევ ჩვეულებრივად დავიწყე მუშაობა. გამიმართლა, რომ ახლა თეატრში რეპეტიციები არ მაქვს, თუმცა „სხვა შუადღე“ დაიწყო თავისი გადაღებებით – ხან სად ვარ და ხან სად.
– ასეთი გრაფიკი არ აისახება თქვენს ურთიერთობაზე, არ იწვევს სირთულეებს?
– არანაირი სირთულე. პირიქით, ეს გრაფიკი უფრო ამყარებს ურთიერთობას, იმიტომ რომ, სულ გვენატრება ერთმანეთი. სულ გვაკლია ერთად ყოფნა და თავისუფალი დრო გამოჩნდება თუ არა, ერთმანეთის გარდა არავინ გვინდა. ეს დღის ის მონაკვეთია, როცა სხვა მართლა არავინ გინდა, შენი მეორე ნახევრის გარდა. რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძირითადად, მხოლოდ ღამე გვიწევს ერთად ყოფნა, საღამოს ცხრა-ათი საათის შემდეგ.
– რადგან ასე ცოტა დრო გაქვთ ერთად ყოფნისთვის, არ ცდილობთ, რაღაცეებით გაიხალისოთ და გაიფერადოთ ეს საათები?
– რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. ღამის ათ საათზე, აღარაფერი რომ არ მუშობს, ძნელია, რამე გააკეთო. თუმცა, რაღაცეებით მაინც ვახალისებთ ერთმანეთს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, ნუცა საღამოს ისეთი დაღლილი მოდის, ფეხზე ვეღარ დგას, გამომდინარე იქიდან, რომ იცის როგორ მიყვარს მისი მომზადებული სადილი, ყოველთვის ცდილობს, რამე მომიმზადოს, რაც ძალიან მაბედნიერებს. მე ვცდილობ, ჩემი განწყობით გავამხნევო და თუ რამის გაკეთებაა საჭირო, დავეხმარო. მაგალითად, სანამ თქვენ მოხვიდოდით, სახლი დავალაგე და ჭურჭული დავრეცხე. მოკლედ, შეძლებისდაგვარად, ხელს ვუწყობთ ერთმანეთს.
– არ გაქვთ ქართული, ტრადიციული ცოლქმრული ურთიერთობა, ოჯახში როლების გადანაწილებასთან დაკავშირებით?
– ტრადიციული ცოლქმრული ურთიერთობა გვაქვს (იცინის). მაგრამ ის, რომ ქალი „კუხნაში“ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არა. მეც საკმაოდ ხშირად ვარ სამზარეულოში. სამწუხაროდ, მე ვერ ვამზადებ კერძებს, თუმცა არც მიცდია. შეიძლება, რაღაცეებს ვაკეთებ, მაგრამ ის უკვე მობეზრებული მაქვს. სტუდენტობის პერიოდში იმდენი ვაკეთე, მეყო, ყელში მაქვს ამოსული. აი, დანარჩენი, რითაც შემიძლია, ნუცას ვეხმარები. სახლის დალაგება ჩემთვის პრობლემა არაა და წესით, ეს არც ქართველი, არც ფრანგი და არც ინგლისელი მამაკაცისთვის უნდა იყოს პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.
– ამბობენ, რომ ურთიერთობის მეხუთე წელი წყვილის ცხოვრებაში კრიზისული პერიოდია. იგრძენით რამე მსგავსი?
– იცი, რა? ჩვენ კრიზისული დრო უფრო გვაქვს და არა პერიოდი (იცინის). დამიჯერეთ, მეხუთე წელში არაფერია განსაკუთრებული. პირიქით, უკეთ იცნობ შენს მეორე ნახევარს. თუმცა, სხვის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი: მინდა-არ მინდა, ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ ამას. როგორც პირველ წელს ვიყავით, ისე ვართ ახლაც. გრძნობის განელების მომენტი არაა – თუ გიყვარს, გიყვარს. კარგი იქნებოდა, მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ... ამაზე ადრე ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ  დროის დეფიციტი უფრო აღრმავებს ურთიერთობას და ანატრებს ადამიანებს ერთმანეთს. ამ ხუთმა წელმა კი მოგვიტანა ის, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ, ერთი შეხედვითაც გვესმის და რაღაცეებზე ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა არ გვიწევს.
– აქტუალურია ღალატის თემის განხილვა. ქართულ რეალობაში არაერთი ფიქრობს, რომ ეს კაცისთვის დასაშვები, ქალისთვის კი მიუღებელი საქციელია.
– ჩემთვის ღალატი ღალატია და სქესს მნიშვნელობა არ აქვს. დაამთავრე ერთი ურთიერთობა და დაიწყე მეორე, მესამე და თუ გინდა, მეასე. ეს არავის საქმე არა არის, მაგრამ, სანამ შენს ცხოვრებაში მეორე ნახევარი არსებობს, უნდა იყო მისი ერთგული სადამდეც შეგიძლია. როცა ხვდები, მისი ერთგული აღარ ხარ, ალბათ, ორივესთვის ჯობია, თავი დაანებო და სხვასთან იპოვო ბედნიერება.
– ამ სახლის ამბებიც მომიყევი. როდის გადმოხვედით აქ?
– ახალ წელს აქ შევხვდით და მას შემდეგ ვცდილობთ, რაღაცეები შევმატოთ. ნელ-ნელა ავკინძეთ, მაგრამ ახლაც ვფიქრობ, რომ რაღაცეები კიდევ გასაკეთებელია. თუმცა, ამასაც თავის ხიბლი ჰქონია – საკუთარ სახლში მძივივით, ნელ-ნელა რომ ააწყობ ყველაფერს. მე და ნუცამ ყველაფერი ერთად გადავწყვიტეთ: დიზაინი, ფერი. მასალაც ერთად შევარჩიეთ.
– არ არის თქვენ შორის ერთ-ერთი უფრო მეტად გარკვეული სარემონტო სამუშაოებში, ავეჯში და ასე შემდეგ?
– არცერთი. თუმცა მე ის პერიოდი რთული მქონდა, ნუცას – შედარებით, მსუბუქი და ამიტომ, ნუცამ იცოდა ყველაფერი ელიავაზე – სად, რა და როგორ... ჩემგან განსხვავებით, ელიავას ყველა კუთხე-კუნჭული დაიზეპირა. მე უცებ თუ შევვარდებოდი მაღაზიაში და ნიჟარა ან სხვა საჭირო ნივთი რომ მომეწონებოდა, ფოტოს ვუღებდი და ნუცას ვაჩვენებდი. გაიხაროს ინტერნეტმა, ძირითადად, ყველაფერი ასე შევიძინეთ.
– დიზაინერი დაიხმარეთ თუ თვითონ გადაწვიტეთ ყველაფერი?
– არავინ დაგვიხმარებია. ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა და ესაა ის, რაც მინდა. დაწყებული სავარძლებიდან, რომელიც ყველა სხვადასხვაა და ფერი, სტილი აერთიანებს... დამთავრებული ბუხრით.
– კარგი. ბოლოს შემოქმედებითი სიახლეების შესახებაც მითხარი.
– თეატრში ჯერჯერობით ვისვენებ. ვემზადებით თეატრალური ფესტივალისთვის, მაგრამ სეზონი ჯერ არ გაგვიხსნია. ეს დრო საშუალებას მაძლევს, როცა ნუცა სახლში არაა, მისი საქმე მე გავაკეთო. დამღუპველია, როცა არცერთი არ ვართ სახლში. ასეთ შემთხვევაში, აქ ვეღარ მიგიღებდით, იმიტომ რომ, სახლის გარდა, შეიძლება, ყველაფერს დაემსგავსოს აქაურობა.

скачать dle 11.3