კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულმა გადაარჩინა გოგა მესხი სიკვდილს და რატომ ჩაიშალა მისი ქორწილი

გოგა მესხი საზოგადოებამ პროექტ „ვარსკვალავების აკადემიიდან“ გაიცნო. როგორც ყველასთვის ცნობილია, ეს პროექტი ვერ დასრულდა, რადგან შენობა ჩამოინგრა და მსხვერპლიც მოჰყვა. ვისაც ბევრი განსაცდელი ხვდება, ხიფათიანს ეძახიან ხოლმე და შეიძლება, მათ რიცხვს მიეკუთვნება გოგაც, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ორჯერ გადაურჩა სიკვდილს... გასულ წელს მან მარიამ ივარდავაზე იქორწინა. წყვილმა, თითქმის ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, გადაწყვიტა, მათი ურთიერთობა საქორწინო მოწმობით დაეკანონებინათ და ცოტა ხნის წინ, ხელიც მოაწერეს.
გოგა მესხი: ამ ეტაპზე ისეთი აქტიური პერიოდი აღარ მაქვს, როგორც ადრე, მაგრამ გაჩერებულიც არ ვარ. ოჯახი მაინც თავისას შვრება (იცინის). ვიცოდი, ოჯახი რა სირთულეებთანაც ასოცირდებოდა და მარტივი რომ არ იქნებოდა, მაგრამ რეალურად, უფრო რთული აღმოჩნდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გვიჭირს ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ, შეყვარებულობის პერიოდი ბევრად განსხვავდება ცოლ-ქმრული ურთიერთობისგან. შეყვარებულობისას უფრო ბევრ რამეს თმობ, ახლაც კი ვთმობთ, მაგრამ ახლა გაბუტულობის პერიოდი უფრო დიდხანს გვიგრძელდება (იცინის). ისე არ გამიგოთ, თითქოს რაიმეს ცუდს ვამბობ, არა – პირიქით, ყველას მოგიწოდებთ, ვინც უცოლო და დაუოჯახებელი ხართ, ოჯახი ყველაზე მაგარი რამაა.
– ხელი ახლახან მოაწერეთ არა?
– კი, დაახლოებით 6-8 თვის მერე გადავწყვიტეთ ხელის მოწერა. უფრო სწორად, ჩემმა „შაქარდედამ“ დამირეკა, მაგას ვენაცვალე! – გულით ვამბობ, ჩემი ძმაკაცია და მითხრა: კარგი პერიოდია ქორწილისთვისო. კარგ პერიოდში იგულისხმება ის, რომ ბევრი ჩვენი ნათესავი უცხოეთში ცხოვრობს, ზაფხულობით კი დასასვენებლად ჩამოდიან საქართველოში. თუმცა, სამწუხაროდ, ქარწილი აღარ გამოგვივიდა, ბიძა გარდამეცვალა, დედაჩემის ძმა და რა ქორწილზე იყო ლაპარაკი. ამიტომ, ხელი მოვაწერეთ და ახლა უკვე ოფიციალურად Game Over მაქვს (იცინის).
–  კამათობთ ხოლმე?
– ანუ, კრიტიკული პერიოდი არ გვქონია, რა სისულელეა... უბრალოდ, ახლა უფრო მარტივად გვწყინს და უფრო მარტივად გვიხარია, ვიდრე შეყვარებულობის დროს.
– როგორც ვიცი, ბრიტანულ  „X ფაქტორში“  იყავით მიწვეულები. რატომ არ წახვედით?
– ბრიტანეთის „X ფაქტორიდან“ ორჯერ მოგვიდიდა მიწვევა, ნახეს წყვილი, რომელიც ნორმალურად მღერის და ვიზუალითაც არა გვიშავდა (იცინის). ამიტომ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩავიდოდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით თვე-ნახევარი, ორ თვემდე უნდა გვეცხოვრა ლონდონში ჩვენი ხარჯით, რასაც მარტო მე ვერ გავწვდებოდი. რამდენიმე სპონსორი გამოჩნდა, მაგრამ ვისი იმედიც მქონდა, არ გაგვიმართლა. დარწუნებული ვარ, იქ წასვლა ჩვენს კარიერაში გარდამტეხ როლს ითამაშებდა, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებდით. მაგრამ არ გამოვიდა და რა ვქნა. რაღაც უსიამოვნო სტატია წავიკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით. ისე ეწერა, თითქოს ჩვენ ნაცვლად ჯაბა ქარსელაძე მიდოდა თუ მიდის. ჯაბას გაუმარჯოს ღმერთმა, უბრალოდ, მე რატომ მიკბინეს, ვერ გავიგე. გასაგებია, რომ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა განსხვავდება ჯაბასგან, უბრალოდ, გული დამწყდა ასეთი რაღაც რომ თქვეს.
– იღბილიანი ხარ?
– მე რომ იღბლიანი ვარ, ისეთი უნდა იყოს ყველა (იცინის). ფაქტობრივად, სამჯერ დავიბადე – ერთხელ ბუნებრივად და ორჯერ სიკვდილს გადავურჩი. ისეთი რამ შემემთხვა პროცენტებზეც კი ვერავინ ლაპარაკობდა, 100-პროცენტიან სიკვდილს გადავურჩი ორჯერ. პირველად მაშინ, როცა „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობა დაინგრა. მართალია, მომღერლები არ დავშავებულვართ და ერთი ნაკაწრიც არ გვქონია, მაგრამ ფსიქოლოგიური სტრესი იყო, რამაც  ძალიან იმოქმედა. შენობაში ვიყავით 8 მომღერალი და სტაფის 6 წევრი. სამწუხაროდ, ორი მათგანი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, უფრო ცუდი რამ მოხდა. სახლს ვარემონტებდი, ჩემი დიზაინით ვაკეთებდი თანამედროვე სტილში და შუა კედელი ჩამოინგრა, რომელმაც მომიყოლა. ეს კედელი დაახლოებით 4 ტონას და რამდენიმე კილოგრამს იწონიდა. ფეხები და ნეკნები დამტვრეული მქონდა. შემთხვევით გადავრჩი. ვერ აგიხსნით, ეს რა იყო.
– ეს როდის მოხდა? რამდენი ხანი იყავი ნანგრევებში?
–  ეს იყო დაახლოებით 3 წლის წინ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიყავი ნანგრევების ქვეშ. ჩემით გამოვძვერი იქიდანაც. რომ ვერ ავწიე ეს სიმძიმე, რაც თავზე მეყარა, გავმწარდი და ვიყვირე. ამ ყვირილზე შემოვარდა ჩემი  მეზობელი, დათო, გადასარევი ბიჭი. არ ვიცი, რით, მაგრამ  ოდნავ ასწია კედელი, მე კი მოვახერხე გამოძრომა და თვითონვე გამოვიტანე ორივე მოტეხილი ფეხი. ასეთი ტანკი, მუტრუკი ბიჭი ვარ (იცინის). დედაჩემი და ბებიაჩემი შოკში იყვნენ და ადგილიდან ვერ იძროდნენ. ჩემი საწყალი ბებო გარდაიცვალა. მათ რომ შევხედე, რა მდგომარეობაშიც იყვნენ, აქეთ ვაწყნარებდი. ვეუბნებოდი, სასწრაფოში დაერეკათ, მაგრამ შოკისგან გაუნძრევლად იდგნენ. მერე, ყვირილი რომ დავიწყე, დარეკეს ბიძაჩემთან, ბიძაჩემმა კიდევ – სასწრაფოში. ეს იყო ჩვეულებრივი შოკური მდგომარეობა. ასეთი რაღაც არარეალურია, მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორი იყო, გადამარჩინა კომპიუტერის მაგიდამ, რომელიც იქვე, ახლოს იდგა. პირველად მაგიდას დაეცა ეს სიმძიმე და მერე მე, რამაც შედარებით შემიმსუბუქა ტრავმა. საყურადღებოა ისიც, რომ ამ კომპიუტერის მაგიდის უჯრაში მედო ისრაელში ქრისტეს საფლავზე ნაკურთხი ჯვარი, რომელიც ნოდიკო ტატიშვილმა ჩამოგვიტანა მეგობრებს. ბევრი ვეძებეთ ის ჯვარი, მაგრამ  ვეღარ ვიპოვეთ. მოკლედ, სასწაულმა გადამარჩინა.
–  ამ თემაზე მამაოსთან არ გისაუბრია?
–  არა, არ ჩავძიებივარ. ცხადია, სასწაულმა გადამარჩინა. არარეალურია, ოთხი ტონა კედელი ადამიანს დაეცეს და გადარჩეს.  ეს ორი შემთხვევა მქონდა, რასაც გადავურჩი და არ გავასამებ, გამორიცხულია (იცინის). ერთი კურიოზი მახსენდება ამ ამბავთან დაკავშირებით. მოკლედ, მოვარდნენ ჩემი მეგობრები, ნათესავები, სასწრაფო. ერთ თავში ერთ კაცს ვუკავივარ, მეორეში – სამს, გადამიყვანეს ასეთ მდგომარეობაში ღუდუშაურში და ვიღაც ახალგაზრდა ექიმი თუ ექთანი მეკითხება: გოგა, თქვენ საერთოდ ასეთი ფერი გაქვთ თუ ახლა შეგეცვალათ? ჯერ მე რა ვიცოდი, რა ფერი მქონდა, ჩემი გამჭირვებოდა, მერე, რა დროს ფერზე იყო საუბარი. მეთქი, გოგონა, რაღაც ადეკვატური მკითხეთ (იცინის).
– რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა?
–  ერთ თვეში ფეხზე ვიდექი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხი მოტეხილი მქონდა. საბედნიეროდ, ძლიერი ორგანიზმით გამოვირჩევი და ღმერთს ვუყვარვარ. მეც მიყვარს ღმერთი. იქ ითქვა და ყურიც მოვკარი, რომ სუსტი ორგანიზმის მქონე ადამიანი ამ ყოველივეს ვერ გაუძლებდა, ადგილზევე დაიღუპებოდაო. ეს კედელი მერე ჩემმა მეგობრებმა დაშალეს და 150 ტომარა ნანგრევები გაიტანეს სახლიდან. ფეხზე ოპერაცია დამჭირდა. დღეს 80 %-ით მწყობრში მაქვს უკვე. თემო ხვედელიძეს, კალათბურთის ნაკრების ექიმს მინდა, ძალაინ დიდი მადლობა გადავუხადო. მისი ძალისხმევით დავდექი ფეხზე. ოპერაციის შემდეგ მასთან მივედი ორი ყავარჯნით და ასე მითხრა: ეგ ყავარჯნები გადაყარე და შენი ფეხით მოდი ხვალო. ასეც მოვიქეცი.
– ზოგადად, როცა ადამიანი საფრთხის წინაშეა, რაღაც წინათგრძნობა აქვს ხოლმე, შენს შემთხვევაში იყო რაიმე მსგავსი?
–  ჰო, რაღაც ატეხილი ხარო, ბიძაჩემი მეუბნებოდა, – რა რემონტი, ორ კვირაში გასტროლი გაქვს. რომ ჩამოხვალ, მერე გავაკეთოთო. არ ვიცი, რა შეიძლება დავარქვა ამ ყოველივეს, უბრალოდ, მინდოდა, მომესწო, მაგრამ ვერ მოვასწარი. მერაბ სეფაშვილს მივყავდი ისრაელში მე და რამდენიმე მომღერალი, გასტროლი გვქონდა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დანაკლისი და დასანანი რამ.
–  ამდენი რამის შემდეგ, შიში არ გაქვს, კიდევ რაიმე არ მომივიდესო, ან რაიმე მსგავსი?
–  შიში არა, მაგრამ, თუ გავიგებ, რომ ვიღაცამ ტრავმა მიიღო, ფეხი ან ხელი მოიტეხა, მაშინ განვიცდი. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს და იმიტომ.
– როგორი კულინარია მარიამი?
–   მექსიკურ კარტოფილს აკეთებს ძალიან მაგარს. ერთხელ ჩემი მეგობრები ამოვიდნენ და მითხრა, მე გავაკეთებ პიცასაც და მექსიკურსაცო. ვეხვეწე, ვიყიდოთ-მეთქი, მაგრამ, არაო. მითხრა, რაც უნდა მეყიდა და წავედი. წავედი და კარტოფილი ვიყიდე 3 ლარად. აი, სუნელებში კი 25 ლარი გადავიხადე (იცინის). ქალო, ნორმალური ხარ, არ მინდა ეს სუნელები უბრალოდ შეწვი-მეთქი. მოკლედ, უგემრიელესი მექსიკური გაგვიკეთა. ზოგადად, კარგი ხელი აქვს. დედაც ასწავლის რაღაცეებს, რაც თვითონ აინტერესებს.

скачать dle 11.3