კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მრცხვენია, ჩემი ქმარი სხვებს რომ ეარშიყება და მე, უბრალოდ, მისი ცოლი მქვია
სიყვარულით გავთხოვდი-მეთქი, რომ ვთქვა, ნამდვილად მოვიტყუები. ეს უფრო ანგარებით გათხოვება იყო. გარეგნობით ყოველთვის გამოვირჩეოდი თანატოლო გოგონებისგან. ბევრ ბიჭს მოვწონდი და ყველას ეგონა, სიყვარულით გავთხოვდებოდი და ბედნიერი ვიქნებოდი. თუმცა, ხელმოკლე ოჯახში გავიზარდე და როცა ერეკლეს ოჯახმა, ჩემს მშობლებს ჩვენი დაქორწინება შესთავაზეს, უარი არ მითქვამს. ვიფიქრე, არაფერი მომაკლდება და ალბათ, დროთა განმავლობაში, სიყვარულიც მოვა-მეთქი. აგერ, უკვე ექვსი წელია, მე და ერეკლე ცოლ-ქმარი ვართ და ვერა და ვერ შევიყვარე. პირიქით, დღითი დღე ვგრძნობ, რომ მასთან ცხოვრება აუტანელი ხდება. გოგონები ჩემ თვალწინ ეარშიყებიან და მხოლოდ იმის გამო, რომ ფულიანია, თორემ მამაკაცური შარმით ნამდვილად არ გამოირჩევა. გული მტკივა, მის გვერდით რომ ვარ და ზედაც არ მიყურებს, სხვებს აყოლებს თვალს. როცა ტელეფონზე გოგონები ურეკავენ, არც კი მერიდება, ისე ელაპარაკება და შეხვედრაზე უთანხმდება. იცის, ხმა რომ ამოვიღო, მეტყვის, არ მიყვარხარ და მიბრძანდი, სადაც გინდა, ან ასე ცხოვრება შეიშნოვეო. ბევრმა მითხრა კიდეც, რას იტანჯავ თავს, გაშორდიო. მაგრამ, ორი შვილით სად წავიდე, ისევ ჩემს უმუშევარ მშობლებს ხომ არ მივადგები? თან, არაფერი მაკლია და არ მინდა, შვილებიც იმავე სიდუხჭირეში გაიზარდონ, როგორშიც მე გავიზარდე. ზუსტად ვიცი, რომ გავშორდე, შვილებსაც არ მოიკითხავს, თორემ ჩემზე, ლაპარაკიც ზედმეტია. ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩაცმა და ჭამა-სმა არ გვაკლია მე და ჩემს შვილებს. მაგრამ, უსიყვარულოდ ცხოვრება და იმის ყურება, როგორ აბამს შენ თვალწინ შენი ქმარი გოგოს, ნამდვილი სატანჯველია. თავიდან, არ უხეშობდა მაინც და როცა საუბარს ვიწყებდი, მპასუხობდა. ახლა უხეშიც გახდა და ხშირად, რამეს რომ ვკითხავ, ისე გაივლის, თითქოს არც კი გაუგია. უსიყვარულოდ გათხოვების მსხვერპლი ვარ და მატერიალური უზრუნველყოფა მხოლოდ მეორეხარისხოვანია ჩემთვის. არ მერჩივნა, გავყოლოდი იმას, ვისაც ნამდვილად გულით ვუყვარდი და დღეს ბედნიერად მეცხოვრა? ამას ადრე ვერ ვსაზღვრავდი და მეგონა, ჩაცმა-დახურვაში იყო ბედნიერება. ახლა ყველაფერი მაქვს და მთავარი – ქმრის სიყვარული და პატივისცემა მაკლია. ვიცი, სინანული გვიანია და არც უკან დასახევი გზა მაქვს, მაგრამ მინდა, დაფიქრდნენ ის გოგონები, რომლებიც ბიჭებს მანქანის მარკით არჩევენ და მომავალი ფულის გამო  არ დაინგრიონ. დღეს ყველაფერი მაქვს, სიყვარულის გარდა და ეს ყველაზე მეტად მაკლია. თავს დამცირებულად გვრძნობ და ამას ჩემ გარშემო ყველა ამჩნევს. მრცხვენია, ჩემი ქმარი სხვებს რომ ეარშიყება და მე, უბრალოდ, მისი ცოლი მქვია.
ანა, 27 წლის.

скачать dle 11.3