კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზოდიაქოს ნიშანია მზად დასახმარებლად და ვისთან არ ღირს პრობლემებზე წუწუნი

თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თავის კონკრეტული ფუნქცია აქვს და გარკვეულ სფეროებს მართავს. აქედან გამომდინარე, თითოეული მათგანი რაღაც საკითხებში დანარჩენებზე უკეთ ერკვევა და დახმარების ხელსაც სიამოვნებით გამოგიწვდით.
ვერძი – თუ დიდი ხანია, ვინმესთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობთ და საუბრით ვერაფერი გააწყვეთ, საქმის გასარჩევად ვერძი წაიყვანეთ. ერთხელ და სამუდამოდ გაგირკვევთ ყველაფერს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. გაჭირვებაში მათი დახმარების და მხარში დგომის იმედი გქონდეთ.
კურო – თუ ჯანსაღი და გემრიელი საჭმელი  გინდათ,  რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ კუროს.  კურო, ასევე, ყველაზე უკეთ აგარჩევინებთ მცენარეებს თქვენი ბაღისთვის, ავეჯს, შპალერს, მოკლედ,  ყოველგვარ კომფორტს და სილამაზეს თქვენი სახლისთვის და თუკი ფულის სესხება გიწევთ, ხელსაც გაგიმართავთ. 
ტყუპები – თუ ხასიათზე მოსვლა, ახალი ადამიანების გაცნობა გსურთ ან, უბრალოდ, ჭორაობა მოგენატრათ, მაშინ დაურეკეთ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს. ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყოს, მოგისმენთ და რჩევა თუ გჭირდებათ, არ დაგზარდებათ.
კირჩხიბი – კირჩხიბს დასახმარებლად უნდა მიმართოთ და არ შეცდებით. ის ყველაფერს მოგიგვარებთ. მის გვერდით მშვიდად და უსაფრთხოდ იქნებით. მთავარია, ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის  ჯუჯღუნს ყურადღება არ მიაქციოთ. თუ ის განწყობაზე არ არის, იმაზეც კი წუწუნებს, რისი კეთებაც უხარია.
ლომი – უეცრად პაემანზე თუ მიგიწვიეს – კლუბში ან რაიმე გლამურულ სიტუაციაში, თქვენ კი შესაფერისი ტანსაცმელი არ გაქვთ, ლომის გარდერობში აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ. თავად ისიც სიამოვნებით გაგიწევთ კომპანიონობას და შეგიძლიათ, დახმარებაც სთხოვოთ. მათ ძალიან კარგად ეხერხებათ პრომოუშენი და  შესანიშნავ პიარს გაგიკეთებთ.
ქალწული – თუკი საყვარელი სამოსიდან ლაქა ვერ გამოგყავთ, ქალწულს ჰკითხეთ რჩევა. სახლში გამართული წვეულების მერეც ქალწულს სთხოვეთ, თქვენთან დარჩეს. როგორც არ უნდა გეზარებოდეთ დალაგება, ისე დაწოლის უფლებას არ მოგცემთ, მთელ ჭურჭელს თუ არ დარეცხავთ და სახლს არ დაგვით. თავადაც მოგეხმარებათ. ამას გარდა, თავის მოწესრიგება თუ გსურთ და არ იცით, სად წახვიდეთ, ქალწული მეგობარი ამ დროს, ნამდვილი მისწრებაა.
სასწორი – სასწორს უნდა მიმართოთ რჩევისთვის, როცა რაიმე საკითხის ობიექტური შეფასება გინდათ და არა მაშინ, როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებთ. იმდენ პოზიციაზე იმსჯელებს, ნერვები მოგეშლებათ და საერთოდ გადაიფიქრებთ, რის გაკეთებასაც აპირებდით. სასწორი გეტყვით, რა არის მოდაში, სად შეგიძლიათ, შეიძინოთ დახვეწილი აქსესუარები და შეგირჩევთ საუკეთესო ვარცხნილობას. სასწორი მეგობარი საშოპინგოდაც შეგიძლიათ გაიყოლოთ.  მას შესანიშნავი გემოვნება აქვს, ზუსტად იცის, რა გიხდებათ და რა მოსწონს ხალხს.
მორიელი – შეყვარებულთან დაშორების შემდეგ პოსტტრავმულ მდგომარეობაში თუ იმყოფებით და რეაბილიტაცია გჭირდებათ,  თქვენ მორიელი მეგობრის სასწრაფო დახმარება გამოგადგებათ. თქვენი ექსის ისეთ საძაგელ მხარეს დაგანახვებთ,  ბედნიერად იგრძნობთ თავს, რომ ასეთი საშინელი ადამიანი მოიშორეთ. საერთოდ, კომპეტენტური ფსიქოლოგის რჩევას თუ საჭიროებთ, ფულს ნუ გადაყრით, ამ როლს მშვენივრად გაართმევს თავს თქვენი მეგობარი მორიელი. მან იცის,  როგორ წამოდგეთ ფეხზე და როცა ღრუბლებში დაფრინავთ, შეუბრალებლად ძირს დაგანარცხებთ.
მშვილდოსანი – სამოგზაუროდ წასვლას რომ გადაწყვეტთ, სანამ ტურისტულ სააგენტოში დარეკავდეთ, მშვილდოსანთან გაიარეთ კონსულტაცია. კარგი იქნება, თუ მასთან ერთად წახვალთ, თუ, რა თქმა უნდა, საწანწალოდ და თავგადასავლების საძებნელად მიდიხართ და  პენსიონერივით დასვენებას არ აპირებთ. მშვილდოსანმა იცის, როგორ მიიღოს ცხოვრებისგან მაქსიმუმი.  მართალია, დეტალებს დიდ ყურადღებას არ აქცევს და შესაძლოა, მისი რჩევით საეჭვო რეპუტაციის სასტუმროში მოხვდეთ, მაგრამ იქიდან, მასთან ერთად, მაინც კმაყოფილი და ბედნიერი წამოხვალთ. თანაც, გეცოდინებათ, როგორ ამარტივებს ყველაფერს იუმორის გრძნობა.
თხის რქა – სამსახურს თუ ვერ შოულობთ, თხის რქას მიმართეთ – სივის შედგენაში დაგეხმარებათ, ვაკანსიების ლინკებს გამოგიგზავნით, გირჩევთ, რა ჩაიცვათ და რა უნდა ილაპარაკოთ გასაუბრებაზე. მაგრამ, ნურასდროს სთხოვთ,  სამსახური დაგაწყებინოთ.  ის მიიჩნევს, რომ თუ სამსახური არ გაქვთ, ესე იგი, კონკურენტუნარიანი არ ხართ ან საკმარისად არ ცდილობთ და ასეთი კადრისთვის რეკომენდაციის გაწევით, რეპუტაციას არ შეილახავს.  ამას ჯობია, მასთან ერთად იაროთ ,,მეგობრულ“ შეკრებებზე და მის მიერ შედგენილი ქცევის კოდექსი გაითვალისწინოთ. შესაძლოა, სასარგებლო ნაცნობობას გამოჰკრათ ხელი და თანაც, მშვენიერი შთაბეჭდილებაც მოახდინოთ ,,საჭირო“ ხალხზე. თხის რქა მხოლოდ პრაქტიკულ რამეებზე უნდა შეაწუხოთ.
მერწყული – მერწყულს მაშინ უნდა მიმართოთ, როცა არ იცით,  რა აკეთოთ და ძალიან მოწყენილი ხართ. მას უამრავი იდეა აქვს. ნებისმიერ საქმეში აგყვებათ, თუკი თავგადასავლის მაძიებელი ხართ. მოკლედ, თუ რაიმე „არაორდინარობის“ ჩადენა გსურთ და თქვენს ვერცერთ მეგობარს ვერ უმხელთ, მერწყულს შეუარეთ.  ის ჯერ სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერს წარმოიდგენს და მერე აუცილებლად დაგთანხმდებათ. ეს ერთადერთი ნიშანია, რომელიც ირაციონალურ საქციელს რაციონალურად სჩადის.
თევზები – თუ ემოციებისგან დაცლა გსურთ, განკითხვის, კრიტიკისა და რჩევა-დარიგებების გარეშე, თევზებს მიმართეთ და გული გადაუშალეთ. არავის არ შეუძლია გაგიგოთ ისე, როგორც მათ.  შეუძლიათ ზუსტად ის განიცადონ, რასაც თქვენ განიცდით. თუმცა, ნუ ელით მათგან პირად პრობლემებზე წუწუნს. ისინი არასდროს ლაპარაკობენ სხვებთან მსგავს თემებზე და ამას გულში იკლავენ.

скачать dle 11.3