კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ტატიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტატა, ტატია.
„გოგია ტატიშვილი, იგივე ფეიქრიშვილი, ოჯახის წევრებთან ერთად მოიხსენიება ვარდისუბანში, 1823 წლის აღწერაში”.
„მანგლისის მთავარეპისკოპოსი ათანასე ტატიშვილი მოიხსენიება 1619 წელს სვიმონ მეორის მიერ გაცემულ წყალობის წიგნში”.
ამავე ძირისაა გვარები – ტატაშვილი, ტატალაშვილი, ტატანაშვილი, ტატიკაშვილი, ტატიური, ტატუაშვილი, ტეტელოშვილი, ტეტუნაშვილი.
ქართველების გრიგორიანული წესით მონათვლის გამო, ზოგ ადგილას, ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია, რომ ტატიშვილები ტატინიანად ჩაუწერიათ.
ტატიშვილი აზნაურული გვარია.
საქართველოში 1 612 ტატიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 980, გორში – 169, მცხეთაში –  99. არიან სხვაგანაც.
შიხიაშვილი-შიხაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შიხა.
ამავე ძირისაა გვარი შიხაშვილი.
ამ გვარის წარმომადგენლებით დასახლებულ უბანს შიხიანთხევი ეწოდება, ხოლო, ყვარლის რაიონში კი არის სოფელი შიხიანი.
ვარაუდით, ამავე ძირის უნდა იყოს გვარები: შიხაიდარიშვილი და შიხანბეგისშვილი.
„შიხიანთ დემეტრეს შვილი ავთანდილი, თავად, დავით ბარათოვის (ბარათაშვილის) გლეხად, 1823 წლის აღწერაში დიდ ენაგეთში მოიხსენიება”.
საქართველოში 256 შიხიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 140, თეთრი წყაროში – 88, რუსთავში – 28.
383 – შიხაშვილი: სიღნაღში – 122, თბილისში – 117, ლაგოდეხში – 97. არიან სხვაგანაც.
ასაბიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასაბი.
1873 წელს ასაბიშვილი მოიხსენიება დიდ ენაგეთში.
ზოგი ასაბიშვილი რუსული დაბოლოებით – ასაბოვებად ჩაუწერიათ. ისინი ქართველები არიან.
გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 844 ასაბიშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 484, თბილისში – 102, მარტვილში – 72. არიან სხვაგანაც.
ხუციშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუცია.
1863 წელს ბატონყმობის წიგნში, რომელიც გიორგი აღაიანელს შერმაზან სუმბელიძისთვის მიუცია, მოიხსენიება ხუცია აღაიანელი.
ბერიკა და სეხნია ხუციაშვილები 1688 წელს მოიხსენიებიან.
ამავე ძირისაა შემდეგი გვარები: ხუცაიძე, ხუციანიძე, ხუცინაშვილი, ხუციშვილი, ხუციძე, ხუცერაული, ხუციბიძე, ხუცუნაშვილი.
საქართველოში 39 ხუციშვილი ცხოვრობს: თბილისში – 17, მცხეთაში – 8, კასპში – 4. არიან სხვაგანაც.
უნაფქოშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი უნაფქო, რაც ფქვილის უქონელს ნიშნავს.
1873 წლის აღწერით, სოფელ მარაბდაში მოიხსენიება გიორგი უნაფქოშვილი. ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ მარტყოფში.
საქართველოში 220 უნაფქოშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 90, თბილისში – 61, გარდაბანში – 23. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3