კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭორი

– რა დაემართა ორი შვილის დედას, მშვენიერი ქმარი ჰყავდა, სხვას რომ აეკიდაო?!
– შენ რა იციო!
– როგორ, არ გაგიგია, მთელი უბანი მაგაზე ლაპარაკობსო!
***
ყოველდღიურად, ადამიანები, ურთიერთობისას, ცვლიან რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც დროთა განმავლობაში, მახინჯდება და იქცევა ჭორად. ინფორმაციის ჭორად გადაქცევას რამდენიმე მიზეზი აქვს.
***
პირველად ბირჟასთან რომ ჩაიარა და მერე პურით ხელში ამოიარა, ბიჭებმა, იაპონური ფაიფურის თოჯინასავით, ხელის გაკვრით თავს რომ აკანტურებს, პირდაღებულებმა ჩავაყოლეთ და ავაყოლეთ თვალი.
– ეს ნაშა ვინ არისო? – ვეკითხებოდით ერთმანეთს.
– ეგ ეკაა, მაგის ქმარს კახა ჰქვია, ახალი გადმოსულები არიანო! – მეორე დღეს ამბავი მოიტანა აჩიკომ. ეკა კი, ჯინაზე, ყოველდღე აივლიდა და ჩამოივლიდა ჩვენს ქუჩაზე. ჩვენც, იაპონური ფაიფურის თოჯინასავით, ავაყოლებდით და ჩამოვაყოლებდით თვალს.
– მაგას გავაფორმებო! – ნერწყვი გადაყლაპა ბესომ.
ბესო ცნობილი მექალთანე იყო. ლამაზ გოგოს ხელიდან არ უშვებდა. თვალს გააყოლებდა და...
– ეს უნდა გავაფორმოო! – ბირჟაზე დაიქადნიდა. ერთი კვირის შემდეგ
– ჰა, რა ჰქენიო? – რომ ვკითხავდით,
– გაფორმებულიაო! – სხვათა შორის, გვპასუხობდა.
– ბევრი დევნა დაგჭირდაო?
– ისე, რაო!
– როგორია, ვარგაო? – დავაყრიდით კითხვებს.
– კარგიაო, ან არა უშავსო! – მოკლედ გვპასუხობდა და სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი. რამდენჯერმე ეჭვი შევიტანეთ და ტრაბახი გვეგონა, მაგრამ, ერთხელ, ერთად გადაღებული სურათი რომ გვაჩვენა, რაღას ვიტყოდით, დავიჯერეთ.
***
დამახინჯება – ინფორმაცია მახინჯდება ჩვენი შეხედულებისა და გამოცდილების გავლენით. ჭორი თითქოს ჰგავს პირველად ინფორმაციას, მაგრამ ძირითადად, განსხვავდება მისგან.
***
– ბესო მოსკოვში წავიდა სასწავლებლადო! – გვითხრა აჩიკომ.        
– ეკასთან როგორა აქვს საქმეო?
– გაფორმებულიაო!
– შენ რა იციო? – ვკითხეთ ჩვენ.
– ხომ იცით, ბესო რასაც იტყვის, ასრულებს, თვითონ მითხრაო!
– ბევრი დევნა დასჭირდაო?
– კიო!
– სადა ჰყავდაო?
– როგორიაო?
– ვარგაო? – დავაყარეთ კითხვები აჩიკოს.
– კარგიაო! – მოკლედ გვიპასუხა აჩიკომ.   
***
დამატება – როცა არ გვახსოვს გადმოცემული ინფორმაციის დეტალები, ჩვენ ვავსებთ და ვამდიდრებთ მას, რომ შევქმნათ მთლიანი სურათი.
***
მალე, მთელი უბანი ეკაზე ალაპარაკდა
– გაიგე, ბესოსთან რომ დადიოდაო?
– ვინ ბესოსთანო?
– უბნელი ბიჭიაო!
– ეგ ხომ გათხოვილიაო?!
– ჰოდა, ქმარს გაუგია და იმ ბიჭისთვის ქალაქიდან წასვლა მოუთხოვიაო!
– თავის ცოლისთვის მიეხედა, ის ერჩივნაო!
– აბა, საწყალი ბიჭი, ქალაქში ვეღარ ჩამოდისო!
***
დავიწყება – მიღებული ინფორმაციიდან გვავიწყდება დეტალები, რომლებიც ჩვენთვის უმნიშვნელოა და ამ დროს, შეიძლება ამოვარდეს ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორიცაა პირველწყარო.
***
ცოტა ხანში, ბესოს სახელი ხსენებიდან გაქრა.
– გაიგე, ტელეწამყვანი რომ არის, დათო გიგაური, თურმე, იმასთან დადისო!
– ვიღაც პოლიტიკოსი სახლში აკითხავსო!
– „დეცკი მირის” დირექტორი, მაგის საყვარელიაო!
– ქმარი რას აკეთებსო?
– ერთი დებილი ვინმე ყოფილაო!
***
ბოლოს, ჭორი ტრანსფორმირებული სახით, ინფორმაციის წყაროსთან მიდის და ისიც იჯერებს.
***
– ვა, მოსკოვიდან ჩამოხვედიო? – შემოვეხვიეთ ბესოს.
– ჰო, არდადეგები მაქვსო!
– აქეთურიო, იქითურიო!
– აქ, ლამაზი გოგო რომ დადიოდა, ეკა, რაღაც თვალი ვერ მოვკარი. მოსკოვში ისე წავედი, გაცნობა ვერ მოვახერხე, სად არისო? – იკითხა ბესომ.
– ქმარს ვიღაცამ უთხრა, მის ცოლს საყვარელი რომ ჰყავდა და ქმარმა გააგდოო! – ვუთხარით ჩვენ.
– ღირსი ყოფილაო! – ჩაილაპარაკა ბესომ.

скачать dle 11.3