კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაახვრეტინა ბერიამ სკოლის დირექტორი

ლავრენტი ბერიას ბიოგრაფიის არაერთ მკვლევარს ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ ეს არაორდინარული პიროვნება თვით სტალინის მიერ დაწესებული დებულებების გვერდის ავლასაც კი ახერხებდა და საკმაოდ სარისკო, ზოგ შემთხვევაში, საბედისწერო გადაწყვეტილებებსაც იღებდა, რაც მას შეიძლებოდა, სიცოცხლის ფასადაც კი დაჯდომოდა... პუბლიცისტი მაკარ ონობკო წერს: „ბერია რომ უაღრესად ეშმაკი და მოხერხებული იყო, დადასტურებული ფაქტია და არც თუ ისე მცირეა იმ საკმაოდ სერიოზულ მკვლევართა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ბერიას „დღეგრძელობა“ სტალინის სასტიკი მმართველობის პერიოდში ლავრენი პავლოვიჩის მლიქვნელობით აიხსნება... კატეგორიულად ვერ უარვყოფ, რომ ბერია არ მლიქვნელობდა სტალინის წინაშე, თუმცა საბჭოთა ბელადის სხვა ხელქვეითები ბევრად უფრო წარმატებულად აკეთებდნენ ამას და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მლიქვნელთა სიაში ბერია ბოლო ადგილს იკავებდა... ბერიას სიძლიერე არა მლიქვნელობაში, არამედ მის ინტელექტში, საზრიანობასა და სწორი ალღოს აღება-განჭვრეტაში მდგომარეობდა. მაგალითისთვის, თუკი ნიკიტა ხრუშჩოვი ტაკიმასხრობითა და მხოლოდ ბელადზე (სტალინზე) მიბმულობით „ხიბლავდა“ სტალინს, ბერია ბელადისთვის სახელმწიფო აღმშენებლობის შეუცვლელი ინსტრუმენტი იყო. სწორედ ამით აიხსნება ბერიას როგორც ფიზიკური, ასევე პოლიტიკური დღეგრძელობა... ლავრენტი პავლოვიჩი კი რის ლავრენტი პავლოვიჩი იქნებოდა, ეს მომენტი არ დაეჭირა და წარმატებითაც იყენებდა მას თავისი ხაზის გასატარებლად.
1953 წლის 19 დეკემბერს ბრალდებულმა სერგო გოგლიძემ ასეთი ჩვენება მისცა მოსამართლეს „ბერიას დახურულ“ (სინამდვილეში ფალსიფიცირებულ) პროცესზე: „ვერ დავადასტურებ, რომ ნიკიტა კოზლოვის საქმის გამოძიება ბერიამ 1933 წელს მომხდარი შელაპარაკების გამო დაგვავალა („ენკავედეს“) 1936 წელს. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხედებ, რომ კოზლოვს ყველა ბრალდება დაუმტკიცდა და მისი დახვრეტა 1937 წელს კანონის სრული დაცვით მოხდა...“
მკითხველისთვის რომ ნათელი იყოს, თუ რაზეა ლაპარაკი, განვმარტავ – ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ნიკიტა კოზლოვი 1933 წელს „ცეკას” აპარატში განათლების სისტემას, კერძოდ კი, ისტორიის სექტორს კურირებდა. 1939 წლის ზაფხულში საქართველოს „ცეკას” იმჟამინდელმა პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ სამეცნიერო-პედაგოგიური სფეროს მუშაკები თავის კაბინეტში შეკრიბა და საქართველოს ისტორიის ცალკე სახელმძღვანელოს გამოცემა დაავალა. ბერიას აზრით (აბსოლუტურად მართებულადაც), სკოლებში არასაკმარისად ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას და ეს საგანი საბჭოთა კავშირის ისტორიის სტანდარტულ სახელმძღვანელოში სულ რაღაც 11 გვერდით იყო წარმოდგენილი. ბერიას ეს აბსურდად მიაჩნდა და სწორედ ამიტომაც გამოვიდა ახალი ინიციატივით. „პირველის“ იდეას ყველა სიხარულით შეხვდა, გარდა ნიკიტა კოზლოვისა. მან სიტყვა ითხოვა და ბერიას უთხრა, რომ ეს ინიციატივა საკავშირო განათლების პროგრამის ცენტრალურ ხაზს ეწინააღმდეგებოდა, თვითნებობა იყო და თავად ის (კოზლოვი) კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მას... კოზლოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, იქვე ჩატარდა ღია კენჭისყრა და 24 ხმით, ბერიას წინადადებამ გაიმარჯვა. შეიქმნა მუშა ჯგუფი და დაჩქარებული ტემპებით გაჩაღდა სახელმძღვანელოზე მუშაობა. წიგნი 1933 წლის 1 სექტემბრისთვის უკვე მზად იყო. თუმცა, ბერიასვე ბრძანებით, ის დროებით თაროზე შემოდეს და მხოლოდ 1936 წელს შეიტანეს სკოლებში. კოზლოვი კი, ბერიას ძალისხმევით, თბილისის რუსული სკოლის დირექტორი გახდა. მას დიდი ხელფასი და მსუყე ბიუჯეტი მისცეს, ხოლო 1936 წლის 1 სექტემბერს, ანუ ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს და „ენკავედეს“ იზოლატორში მოათავსეს... 39 წლის ნიკიტა კოზლოვს 67 ათასი საბიუჯეტო მანეთის გაფლანგვასა და 16 წლის სკოლის მოსწავლე, ალინა მალშევასთან გარყვნილ ქმედებებში დასდეს ბრალი... სკოლის დირექტორმა გარყვნილება აღიარა, რაც მალიშევამ და მოსწავლე-მასწავლებლებმაც დაადასტურეს. გაფლანგული ფული კი გამოცდილმა გამომძიებლებმა სულ კაპიკ-კაპიკ დაუვთალეს ნიკიტა კოზლოვს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის მითვისებისთვის კოზლოვი 1937 წელს დახვრიტეს...
მოგვიანებით, ხრუშჩოვმა კოზლოვის საქმის სათავისოდ (ბერიას საწინააღმდეგოდ) გამოყენება სცადა და საქმე არქივიდან ამოაღებინა. თუმცა, როდესაც გენპროკურორი რომან რუდენკო პირადად გაეცნო საქმეს, დარწმუნდა, რომ სკოლის დირექტორი კანონის დაცვით იყო დაჭერილი და მისი რეაბილიტაცია და წამებულად გამოცხადება ვერ მოხერხდა... რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ბერიას კოზლოვისადმი ინტერესი არ ჰქონდა და საქართველოს ისტორიის მოძულე დირექტორის საქმეში პირველი მდივნის ხელი არ ერია. მაგრამ, კოზლოვი უპირობოდ დამნაშავე იყო და შესაბამისადაც დაისაჯა... ბერიას ძალისხმევით კი, საქართველოს სკოლებში ისტორიის სწავლების დონემ საგრძნობლად აიწია. სტალინთან ბერიას თავის მართლება არ დასჭირვებია და იმით მოიგო ბელადის გული, რომ სწორედ ბერიას დავალებით, პირველად საქართველოში შეიქმნა სტალინის ჰეროიკული რევოლუციური მოღვაწეობის დაწვრილებითი ისტორია. ეს ეპიზოდები კი საქართველოს ისტორიის ცალკე გამოცემულ, სასწავლო სახელმძღვანელოშიც ჩართეს. სწორედ ამგვარად მოახერხა ლავრენტი ბერიამ ერთი გასროლით სამი კურდღლის მოკვლა: მოიშორა კოზლოვი, შეაქმნევინა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო და სტალინის კიდევ უფრო მეტი ნდობა მოიპოვა...“

скачать dle 11.3