კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაიმარჯვე საკუთარ თავთან


 არსებობს ასეთი ჭეშმარიტება  —  უმჯობესია, გაიმარჯვოთ საკუთარ თავთან, ვიდრე ათასი ბრძოლა მოიგოთ სხვასთან. საკუთარ თავზე გამარჯვებას ვერავინ და ვერაფერი წაგართმევთ  და ამის მისაღწევად, უპირველესად, საჭიროა, ფიქრების კონტროლი.  მით უმეტეს, ფიქრები ნეგატიური და  შემაშფოთებელი არ უნდა იყოს.  შეიძლება იფიქროთ, რომ ვიღაცების ცხოვრებაში ყველაფერი კარგი თავისთავად ხდება,  მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ასე არ არის.  ძალიან ხშირად სწორედ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული.  თუ   თანმიმდევრული და მომთმენი ხართ, წარმატებას მიაღწევთ.   გახსოვდეთ,  არავის შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს ერთ დღეში და ერთ საათში…   წარმატებაც  იმასთან მიდის, ვინც მზადაა, ყველაფერი მცირედიდან დაიწყოს და გულმოდგინედ იშრომოს, ვიდრე არ  მივა  მაქსიმუმადე.
* იცხოვრე ჰარმონიაში – ჰარმონია შინაგანად მოდის. ტყუილად დაიწყებთ მის ძებნას  გარეთ... ჰარმონია არც ახალი სამსახურია, არც ახალი მანქანა ან ახალი ქორწინება. შინაგანი ჰარმონია არის სულის სიმშვიდე, რომელიც თქვენ უნდა  შთააგონოთ საკუთარ თავს.
* ეცადეთ, გაიგოთ – ჯერ სცადეთ, გაუგოთ სხვებს და მერე მოინდომეთ, რომ გაგიგონ მათ. მეორე ადამიანის თვალსაზრისის გასაგებად სრული ძალისხმევა უნდა გამოიყენოთ. მოუსმინეთ სხვებს, გაუგეთ მათ და ასე დაიმკვიდრებთ სიმშვიდეს.
* იყავით მადლიერი – თუ ბევრი არ ვიცით, ესე იგი, არ დაგვიხარჯავს ბევრი დრო  სწავლისთვის, მაგრამ ჯერ ისევ ვცოცხლობთ. ამიტომ, ნუ იქნებით იმდენად პესიმისტი, ვერ გააცნობიეროთ, რის  გამო უნდა იყოთ მადლობელი. ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რის გამოც ღირს მადლიერება.
და ბოლოს...
დაიმახსოვრეთ! ადამიანის უდიდესი მტერი საკუთარი თავია.

იდეალურობასთან
 ახლოს...

იუმორის გრძნობა ქალის ძლიერი მხარე და ეფექტური იარაღია. მამაკაცები ქალებში ხედავენ და აფასებენ ოპტიმიზმს, მაგრამ სულ ცოტა ინფანტილურობაც არ გაწყენთ – ეს ისეთი მომხიბვლელია…
გაეცით კარგი განწყობა მაშინაც კი, როცა თავად უგუნებოდ იქნებით. მამაკაცმა უნდა იგრძნოს თქვენგან, რომ თბილი, ნაზი ურთიერთობა გჭირდებათ. მამაკაცებს, ასევე, ძალიან მოსწონთ ქალში დაუცველობის განცდა... დიახ, კაცი სწორედ ქალის დასაცავად გააჩინა განგებამ. ნუ შეგეშინდებათ პირადი თავისუფლების შეზღუდვის. კაცს მხოლოდ უნდა მოაჩვენოთ, რომ მზად ხართ, თქვენი თავისუფლება მისას ანაცვალოთ. რეალურად კი, აკეთეთ ის, რაც მართლა გინდათ. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული. ბოლომდე ჩამოყალიბდით საკუთარ გადაწყვეტილებებში და არჩევანში. თუ უკვე ყველაფერი გაქვთ: გყავთ ქმარი, შვილები, გაქვთ საყვარელი საქმე და მეგობრებიც გვერდში გიდგანან, იზრუნეთ იმაზე, რომ თითოეული დღისგან მეტი პოზიტივი მიიღოთ... დიდი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან, იმათ გვერდით, რომლებიც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ის ქალია იდეალურობასთან ახლოს, რომელმაც იცის საკუთარი თავისა და სიცოცხლის ფასი... კაცმა უნდა დაინახოს, რომ საკუთარი თავითაც და მასთან ურთიერთობითაც კმაყოფილი ხართ…

შეიქმენი განწყობა

თუ იცით, როგორ შეიქმნათ შესაფერისი განწყობა, ადვილად იქნებით ბედნიერი. ბევრი პოზიტიური დღეც გექნებათ. ეს რას ნიშნავს? – მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ. მერე რა, თუ ზოგჯერ საქმეები არც ისე კარგად მიგდით... დიდებული კოკო შანელი ამბობდა: რაც უფრო ცუდად მისდის ქალს საქმე, ის მით უკეთ უნდა გამოიყურებოდესო. ქალისთვის მთავარი საკუთარი ესთეტურობის გაცნობიერება და შეგრძნებაა. თუ ამას გაუმკლავდებით, სიძნელეებსაც ადვილად დასძლევთ. არ არსებობს ადამიანი, რომლის ცხოვრების გზაც ვარდის ფურცლებითაა მოფენილი. ვის არ აქვს სიძნელეები. მთავარია, მათ მოგვარებას ხელი მოვკიდოთ იმის რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ ეს არის განწყობა, რომელიც გჭირდებათ. გააკეთეთ ყველაფერი, რომ საკუთარი თავი მოგწონდეთ. გამოიყურებოდეთ ისე, რომ თავდაჯერებულობა შეგემატოთ. გაიღიმეთ, მხრებში გაიმართეთ და თავი მაღლა ასწიეთ. პრობლემები რა სალაპარაკოა. როცა ასეთი განწყობა გაქვთ, შეუძლებელს შეძლებთ. კრიზისი აუცილებლად გაივლის, მაგრამ, თუ მაინც ძალიან გაგიჭირდებათ, უთხარით საკუთარ თავს: დღეს ასეა, მაგრამ ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება! მერე რა, რომ წავიდა ის, მოვა სხვა და ეს სხვა აუცილებლად ბედნიერს გამხდის!

სიყვარული ყველგან
 და ყოველთვის...

ნებისმიერ წინააღმდეგობას და ბურუსს დასძლევ, თუკი მართლა გიყვარს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული ნამდვილად ყოვლისშემძლეა. ადვილია, ილაპარაკო სირთულეებზე, მაგრამ როგორ უნდა მოაგვარო ისინი?! თუ ერთი მიზნისკენ ივლით და მიღწეულით ერთნაირად გაიხარებთ, ყველაფერი კარგად იქნება. მოუსმინეთ საკუთარ გულს – რას გეუბნებათ ის?
სიყვარულის პირველი გაკვეთილი: ჯანსაღი იუმორი და ირონია გვეხმარება, გავუძლოთ კრიზისს და მოვერიოთ ცხოვრებისეულ რუტინას. აქრობს ნებისმიერ კამათს, ჩხუბს, წყვეტს კონფლიქტებს...
სიყვარულის მეორე გაკვეთილი: ჭეშმარიტი სიყვარულისთვის არაფერს ნიშნავს არც წლები და არც კილომეტრები. მას ასეთი წვრილმანები არ აშინებს.
სიყვარულის მესამე გაკვეთილი: ერთგულება სიყვარულში აუცილებელია. სწორედ ის ათბობს გაყინულ გულს და ახდენს საოცრებებს.
სიყვარულის მეოთხე გაკვეთილი: თუ ვინმე გეუბნებათ, რომ უყვარხართ, მაგრამ ერთად ვერ იქნებით, იმიტომ, რომ სხვადასხვა განზომილებაში ცხოვრობთ, არ დაუჯეროთ! სიყვარულის სამყაროში პარალელური წრფეებიც კი გადაიკვეთებიან... არსებობს ერთი ნახვით შეყვარებაც...
სიყვარულის მეხუთე გაკვეთილი: ზოგჯერ სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება გიწევთ?! არაფერია... მთავარია, გჯეროდეთ, რომ თქვენი ბედისწერა ერთად ყოფნაა!
სიყვარულის მეექვსე გაკვეთილი: მიგატოვათ იმან, ვინც თქვენი მეორე ნახევარი, თქვენი სიყვარული გეგონათ? ეს ნიშნავს, რომ სადღაც ახლოს არის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად გაგაბედნიერებთ.

скачать dle 11.3