კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩაეწერა სალხინოში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და რატომაა მისთვის მაჟორიტარობა დიდი გამოწვევა

მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის მაჟორიტარობაა, თანაც  მშობლიურ სამეგრელოში.  „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარტვილისა და აბაშის ოლქში, ოთარ დანელია აღმასრულებელ ხელისუფლებაში,  სხვადასხვა დროს, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სოფლის მეურნეობის მინისტრიც იყო, თუმცა მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
– ბატონო ოთარ, თქვენ ბრძანდებოდით მინისტრი და  ახლა  კენჭს იყრით  მაჟორიტარად. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკის სხვა სიბრტყეში გადანაცვლება?
– როდესაც საჯარო სამსახურში დავიწყე მუშაობა, თავიდანვე მქონდა განცდა და განვაცხადე კიდეც, რომ სახელმწიფოსთვის რა ფორმატში და რა მიმართულებითაც ვიქნებოდი საჭირო, იქ უნდა მემუშავა. ზოგადად, ვფიქრობ, უნდა დაინგრეს სკამს მიჯაჭვული თანამდებობის პირების სტერეოტიპი. სახელმწიფოს ვჭირდები იქ, უნდა ვიმუშაო იქ!   ასეთივე შემართებით ვხედავ თავს ამჯერად უკვე სამეგრელოს რეგიონში. პრემიერ-მინისტრთან ერთად დაისახა პრიორიტეტები და  მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ რაიონში კენჭისყრა. მიუხედავად მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებისა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხალხის ნდობა და მაჟორიტარის მანდატი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ვალდებულებებია.
აბაშისა და მარტვილის რაიონის  რესურსები ბოლო წლების განმავლობაში, მინდა გითხრათ, რომ არასრულფასოვნად იყო ათვისებული და რეალიზებული. ახლა ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევა, სწორედ, ამ  ოლქის პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზება და ხელშეწყობაა. ზოგადად, სამეგრელოს რეგიონის სტატუსის აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხია და ჩვენ, განსაკუთრებით, ამ რეგიონის მაჟორიტარებმა, მანდატის მონიჭების შემთხვევაში, უნდა ვიზრუნოთ  მის განვითარებაზე. სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი გასაღები აფხაზებთან კონტაქტისა და ურთიერთობისა. ამიტომ, განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მის განვითარებას.
– ბატონო ოთარ, მეგრული თუ იცით?
– აბა, რა (იღიმის). მინდა, გითხრათ, რომ ვმეგრელობ! ძირით მარტვილელი ვარ. ჩემი დიდი ბაბუა მარტვილიდან ჩამოვიდა. საშუალო სკოლა სენაკში დავამთავრე. ის ჟიული შარტავას სახელობისაა და თავად  ბატონმა ჟიულიმაც აღნიშნული სკოლა  დაამთავრა. შემდეგ გაცვლითი პროგრამით წავედი აშშ-ში. მე ვამაყობ ჩემი მეგრელობით. სალხინოში ჩავეწერე კიდეც, იქ უნდა დავფუძნდე. სოფელი სალხინო უნიკალური ადგილია, სადაც ოჯალეშის ჯიშის ყურძენი მოდის. ბარაქიანი და დალოცვილი მიწაა და მშრომელი ხალხი.
– ბატონო ოთარ, ამ მშრომელ  ადამიანებს სჭირდებათ თანადგომა და ინტენსიური მხარდაჭერა. თქვენი სამოქმედო გეგმა-მინიმუმი როგორია?
– პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სოფლის მეურნეობის მინისტრობისგან, ამჯერად, მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, მე არ მექნება ლიმიტი, ვემსახურო მათ  მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების კუთხით. ვიმოქმედებ სხვადასხვა მიმართულებითაც: იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს კი მაძლევს შანსს, ფიზიკურად ჩართული ვიყო ყველაფერში – მაქსიმალურად ვეცადო მათი ინტერესების დაცვასა და გატარებას.
– გამომდინარე მუდმივად დაკავებული  სამუშაო რეჟიმიდან, ალბათ, ოჯახისთვის  ხშირად არ გცალიათ..
– კი, ასეა. თუმცა, ვცდილობ, ბავშვებთან საკონტაქტო დრო გამოვნახო. დაჩი 4 წლისაა. წელს პირველად შევიდა ბაღში და მთელი ცერემონიალი გვქონდა. ჩემი ქალიშვილი – ნიტა 8 წლისაა. მეგონა, აპოლიტიკური ბავშვი იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, მთელი ნახევარი საათი გვქონდა დისკუსია – განმარტების გაკეთება მომიწია, თუ რატომ აღარ ვარ  მინისტრი და რას ნიშნავს მაჟორიტარობა... ბავშვები კიდევ უფრო ნათლად ხედავენ ყველაფერს. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სპეციალისტია და სანამ მინისტრი ვიყავი, არ მიგვაჩნდა მიზანშეწონილად მისი სპეციალობით მუშაობა. მას ძალიან უყვარს აქაურობა, განსაკუთრებულად კი, სალხინო.
– რას ეტყოდით მარტვილელებს და აბაშელებს?
– მე მაქვს ერთი, ძალიან პრინციპული გზავნილი – ზოგადად, პრობლემა ბევრია, თუმცა მთავარია, რომ  ისინი იგრძნობენ  ჩვენს თანადგომას.  ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების” სახელისუფლებო მმართველობის პირობებში, ამ გუნდის მაჟორიტარები იქნებიან ყველაზე წარმატებულები, ყველაზე მეტ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და მათ პრობლემატიკასთან. შესაბამისად, ამომრჩეველი თავად მიხვდება, რომელია სწორი არჩევანი. მუდმივი განახლების, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის  მხოლოდ ერთადერთი არჩევანია სწორი და ეს არის „ქართული ოცნება”!

скачать dle 11.3