კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსლან გაჯიევი: მინდა შევიტანო წვლილი მარნეულის აღორძინებაში

რუსლან გაჯიევი მარნეულის რაიონის 35-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია. მას რაიონში პატივს სცემენ და აფასებენ. დღეს ის რუბრიკა  „რეიტინგული კანდიდატის” სტუმარია. 
მინი-დოსიე: დაიბადა  1978 წლის 1 იანვარს  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდში; დაამთავრა ალგეთის ღვინის მეურნეობის საშუალო სკოლის რუსული სექტორი; სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესიით იურისტია. 2001-2002 წლებში მუშაობდა მარნეულის გამგეობის სოციალური განყოფილების სპეციალისტად; 2002-2006 წლებში – მარნეულის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად;  2006-2009  წლებში იყო შპს HA-ს მარნეულის  ფილიალის დირექტორი; 2010-2011 წლებში კი – შპს VG   მარნეულის  ფილიალის დირექტორი; 2011 წელს მუშაობდა ქ. მარნეულის ¹ 2 საჯარო სკოლის დირექტორად; 2011-2014 წლებში კი ქ. მარნეულის ¹ 3 საჯარო სკოლის დირექტორად; 2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად. ფლობს ქართულ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
– ბატონო რუსლან, რატომ გადაწყვიტეთ კენჭისყრა მაჟორიტარ კანდიდატად მარნეულის რაიონში?
– ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება. უპირველესად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემი ამომრჩეველი გახლდათ. ისინი უკვე რამდენიმე წელია, კარგად მიცნობენ. იცნობენ ჩემს მუშაობას განათლების რესურსცენტრში და იციან, რომ მათ გვერდით ვიქნები. ეს ჩემთვის სტიმულია. მათ ჩემი სწამთ და მინდა გავამართლო მათი იმედები. 
– ბატონო რუსლან,  რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ამომრჩეველმა? როგორია თქვენი  სამოქმედო პროგრამა?
– ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოსახლეობის გვერდით. ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. განხორციელდა სოფლების გაზიფიცირება, დაიგო გზები. სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ისეთი დასახლებები, სადაც სასმელი წყალი არასდროს ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ზე მატი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. აშენდა და კვლავ მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა. მოგვარებულია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, განხორციელდა გზებისა და უბნების გარე განათებით უზრუნველყოფა. ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა.
ამჯერადაც ჩვენს ამომრჩეველსა და სრულიად მარნეულის რაიონს ვთავაზობთ კიდევ უფრო მზარდ მხარდაჭერას,  სოფლის მეურნეობის პროგრამებით უზრუნველყოფას. მარნეული ნამდვილი ბეღელია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ის. ასევე, კიდევ უფრო გავაძლიერებთ განათლების სექტორს და ასე შემდეგ. 
– რას ეტყოდით ამომრჩეველს?
– მე მჯერა საქართველოს ბედნიერი მომავლის. საქართველო, ეს მრავალი კულტურის თანაცხოვრების უნიკალური ნიმუშია და ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ წვლილი მის აღორძინებაში. 
გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი რუსლანი კენჭს იყრის ისეთი რაიონიდან, სადაც ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ინტერესი დიდია, მარნეულის რაიონის მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს რუსულ ენაზე.

скачать dle 11.3