კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახარჯა 45 000 აშშ დოლარი და 33 790 ლარი ერთ წელიწადში განათლების მინისტრის პირველი მოადგილის მეუღლემ

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი 1978 წელსაა დაბადებული. თავდაპირველი უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე (ინგლისურ ენას სწავლობდა) 1994-1999 წლებში; 2000 წლის თებერვალ-ნოემბერში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტშიც ისწავლა და 9 თვეში მაგისტრის ხარისხიც მიიღო, 2001 წლის იანვარ-დეკემბერში კი პენსილვანიის კაცტაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაეუფლა მაგისტრის ხარისხს ბიზნესადმინისტრირებაში. მისი სამუშაო გამოცდილება 2000 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სამინისტროს რესტრუქტურიზაციის პროექტით; 2002-2003 წლებში ტურიზმის განვითარების კომპანიაში (ორლანდო, აშშ) მუშაობდა ბიზნესადმინისტრატორად და პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწედ. 2003 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოში“ გადაინაცვლა, სადაც 2004 წლამდე სახელმწიფო შესყიდვების პროგრამას ხელმძღვანელობდა, შემდეგ, 2005 წლამდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი, ხოლო 2005-დან 2006-წლამდე –  საქართველოს აგრარული განვითარების პროგრამის ფინანსური მენეჯერი; 2006-2012 წლებში კი – საქართველოს აგრარული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი. 2012 წელს  USAID-ის კონსულტანტად მუშაობდა, 2012-2013 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გახლდათ, აწ კი განათლების მინისტრის პირველი მოადგილეა.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო და ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე, 1975 წელს დაბადებული ნიკოლოზ ედილაშვილი. იმხანად ქეთევან ნატრიაშვილის საკუთრება იყო ბინა თბილისში, საირმის ქუჩაზე (75 კვ. მ.), მისი მეუღლის კი – მიწის ნაკვეთი (600 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი (190 კვ. მ.) თეთრი წყაროს რაიონში, მასვე ჰყავდა 2005 წლის ავტომანქანა „ნისან პატროლი“. დეკლარაციის შევსების მომენტში ქ-ნ ნატრიაშვილს  ნაღდ ფულად ჰქონდა 7 000 ლარი, მის მეუღლეს კი – 10 555 ლარი და 5 500 აშშ დოლარი. სამეწარმეო საქმიანობასაც ორივე ეწეოდა: ქეთევან ნატრიაშვილი იყო შპს „მენქ დიაგნოსტიკის“ პარტნიორი (ამ საქმიანობას მისთვის 2011 წელს არანაირი შემოსავალი არ მოუტანია), მისი მეუღლე კი – შპს-ების „აი ბი ჯორჯიასა“ და „ჯიმპსტარტ ჯორჯიას“ დირექტორი, რაშიც 2011-ში, შესაბამისად, 2 187 და 34 998 ლარი მიიღო, ხოლო ატომანქანის იჯარაში – 9 628 ლარი. ქეთევან ნატრიაშვილმა კი, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელმა, 69 577 ლარი. ნიკოლოზ ედილაშვილმა 2007 წელს 27 700 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო, რომლის მომსახურებაც 2011-ში 4 947 ლარი დაუჯდა, „ამექსის“ მომსახურება – 13 461 ლარი.
ქ-ნი ნატრიაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან უკვე მინისტრის პირველი მოადგილის რანგში შეავსო. ის და მისი მეუღლე კვლავ მარტო ცხოვრობენ, თუმცა საგრძნობლადაა გაზრდილი ბ-ნი ედილაშვილის კერძო საკუთრება: ბინა თბილისში, ქუჩიშვილზე (210 კვ. მ.), გარდა ძველი მიწის ნაკვეთისა და სახლისა, მას გარდაბნის რაიონში აქვს 600 კვ. მ. ფართობის მიწის შვიდი ნაკვეთი და 600-6000 კვ. მ. ფართობის მიწის ორი ნაკვეთი ლისის ტბაზე. ასევე, ჰყავს იგივე ავტომანქანა. ნაღდ ფულად  კი დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა: 3 000 ლარი და 9 500 ევრო, მის მეუღლეს კი – 4 500 ლარი. სამეწარმეო საქმიანობას 2015-ში მხოლოდ მინისტრის პირველი მოადგილე ეწეოდა. 2014 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ედილაშვილმა, როგორც შპს „სექურითი სოლუშენს ჯორჯიას“ მენეჯერმა, 111 122 ლარი აიღო, ხოლო მინისტრის პირველმა მოადგილემ – 57 496. იმავე წელს ბ-ნ ედილაშვილს მიწის ორი ნაკვეთის შეძენა 46 000 აშშ დოლარი დაჯდომია; ამას გარდა, 85 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხიც აუღია, აგარაკის მშენებლობაში კი 33 700 ლარი დაუხარჯავს.

скачать dle 11.3