კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული საგანმანათლებლო ვნებანი

რატომ ზრდის საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?!

 რაკი ჩვენი ქვეყანა, უფრო ზუსტად, მისი ის ნაწილი, რაც შეგვრჩა, უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებებით უხვადაა დახუნძლული და ქართველი მშობლებიც ფრიად კმაყოფილები არიან, რომ მათი ბადიშები გერმანულ, ფრანგულ, ამერიკულსა თუ იტალიურ სკოლებში ეუფლებიან განათლებას (და მერე რა, რომ ფასსაც კარგს იხდიან: რაც მეტი, მით უკეთესი!), მეორე მხრივ კი, ქვემო ქართლში ლამისაა აზერბაიჯანული სახელმძღვანელოებით ასწავლონ, ჯავახეთში კი – სომხურით, რაღა გასაკვირია, რომ ბათუმში, თვით ახალი ბულვარის მიმდებარედ, თურქული სკოლა გაიხსნა?!
არც მეტი, არც ნაკლები, სკოლა თურქეთის მთავრობამ დააფინანსა და მის გახსნას თურქეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ (საქართველოს განათლების უწყებიდან წამლადაც კი არავინ დაუპატიჟებიათ).
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში ბათუმში მცხოვრებ თურქ ბავშვებს თურქმა პედაგოგებმა უნდა ასწავლონ, რასაკვირველია, თურქულად და, რაც მთავარია, თურქეთის განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამით.
ხოლო, რაკი ამ დედამიწის ზურგზე არსად მოიძებნება სახელმწიფო, რომელიც თავის ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო სისტემის წიაღში აღზრდიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (თურქული, ფრანგული, ამერიკული, იტალიური, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული სასწავლო პროგრამები კი სწორედ ამას ნიშნავს), იბადება კითხვა: ნუთუ, საქართველოს განათლების სისტემა მიიცვალა და გვიმალავენ?! –

скачать dle 11.3