კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ტანშიშველი კამპანია

ანუ ვინ და სად უნდა აიფაროს ფოთოლი

 ბევრი ვიჭიდავეთ თუ ცოტა და, თუმცა ნაურუელთა გული მოვიგეთ, აი, ვანუატუ მაინც რუსეთის ფედერაციას დარჩა. დარჩა რა, ვანუატუც შეუერთდა (ნიკარაგუასა და ვენესუელასთან ერთად) ამ ჩვენი სეპარატისტების ამღიარებელთა კოჰორტას.
ჰოდა, რაკი შეუერთდა, ესე იგი, რფ-სა და ვანუატუს გული აწ უკვე ჯაჭვითაა გადაბმული და რაკი გადაბმულია, გასულ კვირას რფ-ელმა ნომერ პირველმა დიპლომატმა ლავროვმა ვანუატუელ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რის მიხედვითაც, აწი რუსები – ვანუატუში, ხოლო ვანუატელები – რუსეთში, თქვენ წარმოიდგინეთ, უვიზოდ იფრენენ (იმას ვშიშობ, მთლად არ გააფრინონ ამ ფრენა-ფრენაში?!).
მხოლოდ ამას არ დასჯერებულან და 2017-2018 წლებში საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმაც შეადგინეს. მეტსაც მოგახსენებთ: რუსეთმა და ნაურუმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს თევზჭერის საქმეში. ამ დიად შეხვედრაში კი მონაწილეობას იღებდნენ: ტონგის, პაპუა – ახალი გვინეის, ტუვალუს, ფიჯის, კუკის კუნძულების, სამოის, მარშალის კუნძულების, პალაუსა და მიკრონეზიის წარმომადგენლები.
მე არ ვიცი, რატომ გაუსკდათ ზემონახსენებებს სიყვარულის ბუშტი, მაინცდამაინც, რუსულად, მაგრამ ეს ჩვენი ოკუპანტი რფ ისეთ კამპანიაშია ჩავარდნილი, არც იმას გამოვრიცხავ, ერთ მშვენიერ დღეს სერგეი ლავროვი ფოთოლაფარებულიც ვიხილოთ. –

скачать dle 11.3