კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

„ჩვენი ზურა“

ოსტაპ ბენდერის მოტივებზე

 თუკი დანარჩენი პოლიტიკური პარტია-კოალიციები ერთმანეთს უკვე თავ-პირსაც ალეწავენ (წინასაარჩევნო მარათონის კონტექსტში), „გირჩმა“ ოპონენტთან კომუნიკაციის ახლებური ფორმა შემოგვთავაზა.
სახელდობრ, ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს ღია წერილი მისწერა, რაც საკუთარ (ანუ „გირჩის“) „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. წერილში „გირჩელები“ ზემოხსენებულ ორს ურჩევენ, რომ „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის (ბიძინა გეგიძის) კანდიდატურა მოხსნან „ჩვენი ზურას“ სასარგებლოდ.
„ჩვენი ზურა“, არც მეტი, არც ნაკლები, ერთ-ერთი მთავარი „გირჩი,“ ზურაბ ჯაფარიძეა. ხოლო იმის მოტივად კი, რომ „კარგი ადამიანი ბიძინა გეგიძე“, რომელიც, თუმცა „არ იქნება ყველაზე ცუდი პარლამენტარი“, „ჩვენი ზურათი“ უნდა ჩანაცვლდეს, ასახელებენ შემდეგს (ციტატას მოვიშველიებ): „ზურა ჯაფარიძე ის პოლიტიკოსია, რომელმაც ოთხ წელიწადში დაამტკიცა, რომ არასწორი ნაბიჯების გამოცნობა, შედეგების წინასწარმეტყველება და ამის შესახებ დროულად გაფრთხილება შეუძლია (ფაქტობრივად, ნოსტრადამუსიაო რაღა?!).“
და იქვე დასძენენ: „მშვენივრად იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ყველა აქტუალური თემა ზურას შექმნილია (ვითომ მარიხუანის ლეგალიზაციას გულისხმობენ?!)“.
ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებენ თუ არა ადრესატები რჩევას (ან კი რატომ უნდა გაითვალისწინონ?!), მაგრამ წერილის პათოსი (მოხსენით თქვენი პარტიის კანდიდატიო), ვფიქრობ, მოითხოვს ჩამატებას (ოსტაპ ბენდერის სტილში): და კიდევ, იმ ბინის გასაღებიც ჩაგვაბარეთ, სადაც ფული დევსო. –

скачать dle 11.3