კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან ბექა ოდიშარიას რეკომენდატორები და რატომ გადაწყვიტა კენჭისყრა მან კრწანისის რაიონში

 ბექა ოდიშარია  „ქართული ოცნების”  მაჟორიტარი კანდიდატია  კრწანისის რაიონიდან. ტრადიციული თბილისური ოჯახის წარმომადგენელი, მუსიკათმცოდნე  მერაბ ოდიშარიას ვაჟი   უკვე  დიდი ხანია, ბიზნესშია. ის  ინდური გიგანტის „ჯინდალ პეტროლეუმის”  გენერალური დირექტორია. თუმცა, ბექა ოდიშარია  ლატვიის  საპატიო კონსულიცაა. თბილისში ყველა იცნობს, როგორც  ძალიან გულწრფელ, ნიჭიერ და ამავე დროს, განსაკუთრებული ორგანიზატორული თვისებებით გამორჩეულ  ახალგაზრდა კაცს, რომელიც სისხლხორცეულად  ასოცირდება ძველ თბილისთან და მრავალი თაობის თბილისურ საზოგადოებასთან.
– ბატონო ბექა, კრწანისის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად  წარდგენისას, თქვენი რეკომენდატორები იყვნენ ქართული  ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები... ეს იშვიათობაა და რატომ დაგიჭირეს მხარი?
– ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ფაქტი შეგინიშნავთ, თუმცა დამეთანხმებით, ჩემი მხრიდან უხერხული იქნება ამაზე საუბარი. ვფიქრობ, დრო მოვა და ეს მართლაც კეთილშობილი ადამიანები თავად ახსნიან, თუ რატომ დამიჭირეს მხარი, რატომ  გახდნენ ჩემი რეკომენდატორები. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ. მე ეს ბევრს მავალდებულებს  და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი ნდობა და მხარდაჭერა გავამართლო.
– მართალია, რომ თავად ბიძინა ივანიშვილთან გაგიწიეს რეკომენდაცია?
– ამას მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი „ქართული ოცნების” ჯაჭვში და  რა თქმა უნდა, ეს არის გუნდური გადაწყვეტილება და მასში ყოფილი თუ მოქმედი პრემიერებიც მიიღებდნენ მონაწილეობას.
– თქვენ  ძველი თბილისის რაიონში იყრით კენჭს და ეს ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა. მზად ხართ ამ რაიონის მაჟორიტარობისთვის?
– დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი იყო და იქნება თბილისი. ეს არის უბანი – სეიდაბადი, სადაც თბილისი დაიბადა:  აბანოთუბანი, კალა, ნარიყალა, მეტეხი... აქედან  იწყება თბილისის ისტორია. ყველა ჩემი აქტივობა ცხოვრების ყველა ეტაპზე უკავშირდებოდა ამ ქალაქს – დაწყებული  საზოგადოება „თბილისელიდან”, რომლის აქტიური წევრიც ვარ. თბილისის განვითარების, ახალი სისხლის შემოდინების ყველა პროცესი დედაქალაქში ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო. თბილისელობა მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ შუაგულ რუსთაველზე დაიბადო. თბილისში რომ ადგილი დაიმკვიდრო, ბევრი რამ უნდა შეუთავსო ერთმანეთს – სილაღე და თავმდაბლობა, საკუთარი წარმატება და სხვისი გულშემატკივრობა, ქალაქის სიყვარული და საქართველოს მხარეებთან  მუდმივი ურთიერთობა. უნდა გვახსოვდეს, რომ იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა და სხვები, მუდმივად აწვდიდნენ  ჩვენს ქალაქს განახლებულ სისხლს, ნიჭსა და ენერგიას. ეს არ უნდა დაიკარგოს მომავალშიც.  
 ძველი თბილისის მაჟორიტარობისთვის მხოლოდ იმიტომ კი არ ვარ მზად, რომ ძირძველი თბილისელი ვარ, რუსთაველზე დავიბადე, პირველ საშუალო სკოლაში დავდიოდი და ჩემი მშობლები თბილისელები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მე მაქვს ხედვა, როგორ შეიძლება, განვითარდეს ძველი თბილისი. როგორ გამოვიყენოთ ეს მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობა ამ რაიონის მცხოვრებთათვის და მთლიანად თბილისის საკეთილდღეოდ. მე მაქვს კონცეპტუალური  გეგმა, რომ ძველი თბილისი გახდეს არა მხოლოდ კულტურულ-გეოგრაფიული გული, არამედ ეკონომიკური გულიც. მე ვფიქრობ, სამთავრობო სტრუქტურები, დარგის ექსპერტებიც, ბიზნესიც და  უბრალოდ, ამ რაიონის მცხოვრებნი ბარიკადის ერთ მხარეს უნდა დადგნენ, რომ საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩეს ყველა მხარე და უპირველესად ამ რაიონის მცხოვრებლები. მე ჩრდილს არ ვაყენებ არცერთ ქართულ ქალაქში აშენებულ პიაცას, მაგრამ ნამდვილი პიაცა და ნამდვილი სასწაული გუდიაშვილის მოედანია – ადგილი, რომელიც მართლაც მუზეუმია ღია ცის ქვეშ და რომელსაც ნამდვილად სჭირდება რეკონსტრუქცია-განვითარება – რეაბილიტაცია. მე ზუსტად ვიცი, როგორია ძველი თბილისის გადარჩენის გზა. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, შინდის-წავკის-კოჯრის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობას. ეს გახდა კრწანისის განუყოფელი ნაწილი და ასე იქნება ამას იქითაც. მიხარია, რომ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელმა გზამ, პრაქტიკულად, უსწრაფესი გახადა მიმოსვლა თბილისსა და ამ სოფლებს შორის, მყისიერად დაუკავშირა ერთმანეთს. ამასთანავე, მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ამ გზამ განმუხტა სიტუაცია სოლოლაკის იმ მიმოსვლით ქუჩებზე, რომელიც რეალურად არის მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის  გული და მთავარი არტერია. ამის რეაბილიტირება რომ მოხდეს, ჯერ უნდა გადაარჩინო.
– ბატონო ბექა, როგორია თქვენი მოსაზრება „პანორამა თბილისის” პროექტზე, რომელიც ფართო განხილვისა და კრიტიკის ობიექტიც კი გახდა...
– „პანორამა თბილისი”, ჩემი მოსაზრებით, მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც შესაძლებელს გახდის თბილისის ტურისტულ ჯაჭვში ჩააბას ის ადგილები და მონაკვეთები, რომელიც ჯერ კიდევ არაა მოხვედრილი  არსებულ ტურისტულ მარშრუტში, თუმცა თავისი არსით  უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. მე დანამდვილებით ვიცი, რომ ადგილები, რომელსაც დღეს დიდი ტურისტული მნიშვნელობა არ ენიჭება, მალე შეიძენს იმდაგვარივე დატვირთვას, როგორიც აქვს დღეს, მაგალითად, შარდენის ქუჩას, ერეკლე მეორის მოედანსა და ასე შემდეგ. „პანორამას“ მსგავს პროექტს შეუძლია მიიბას ჯერჯერობით ვიზიტორების ყურადღების მიღმა დარჩენილი ძველი უბნები და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი, დიდი და საინტერესო ნაწილი. ამორტიზებული შენობების მფლობელები მათ ნაცვლად მიიღებენ რესტავრირებულ, რეალურად ძვირად ღირებულ, კერძო საკუთრებას. აქ ბუნებრივად გაჩნდება   კაფეები, ბარები.  ჯაჭვური რეაქციით  ამუშავდება კომერციული პროექტები, დასაქმდება ხალხი. მე ვფიქრობ, ყველა სულ მალე დარწმუნდება ამ სიტყვების  უტყუარობაში.
– ბექა,  სამი შვილის მამა ხართ...
–  და ეს ჩემი სიმდიდრეა. ასევე, ჩემი ოჯახი და ზოგადად, ჩვენი  ურთიერთობები ადამიანებთან… ესეც ჩვენი მონაპოვარი და  სიმდიდრეა.  ოჯახში თუ ვინმე ზარს დარეკავს, ვხუმრობთ, ალბათ პირველადაა ჩვენთანო. ჩემი სახლის კარი მუდმივად ღიაა... ძველ თბილისურ ეზოში რომ არ იკეტებოდა კარი, ჩვენთან დღემდე ეს ტრადიცია შევინარჩუნეთ. ჩემი მეუღლე, მაკუნა გამცემლიძე  კარგად მღერის,  გულღია მასპინძელია და ამიტომ  ჩვენთან ხშირად იკრიბებიან  მეგობრები, თბილისური ოჯახები და ამას   ბავშვებიც  ძალიან შეეჩვივნენ. თუ   სტუმრებს 2 დღე მაინც შეაგვიანდათ, ჩემი 4 წლის მანანა  მეკითხება: მამა, დღეს ვინ მოდის ჩვენთან?
– ოჯახში როგორი ხართ?
–  ოჯახის საქმეებშიც მუდმივად ჩართული ვარ და მიყვარს საქმის კურსში ყოფნა. როცა ოჯახში რამდენიმე თაობაა ერთად, ოჯახის უფროსი ვალდებულია, თავისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, იზრუნოს  ოჯახის  თითოეულ წევრზე. ბავშვებსაც ძალიან საინტერესო ასაკი აქვთ და მათთანაც მუდმივ კონტაქტში ვარ.

скачать dle 11.3