კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

გოგი მეშველიანი: ერთად შევქმნათ ბოლნისის კეთილდღეობა!

ბოლნისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი  რამდენიმე წელიწადია, ამავე რაიონის გამგებელია. თუმცა, მხოლოდ ეს ეტაპი კი არა, მისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი ბოლნისს უკავშირდება. სწორედ ამიტომაც, მას  რაიონში გამორჩეულ კანდიდატად ასახელებენ.  ჩვენთან ინტერვიუს დროს ის აცხადებს, რომ სულით და ხორცით ბოლნისელია და სურს, იზრუნოს ამ ქალაქის განვითარებისთვის.
– ბატონო გოგი, თქვენი ცხოვრების ყველა ეტაპი ბოლნისს უკავშირდება..
– დავიბადე 1971 წლის 30 ნოემბერს ქალაქ ბოლნისში. მამაჩემს ჰქონდა ავტოსახელოსნო. მე და ჩემი უმცროსი ძმა ბავშვობიდანვე ვეხმარებოდით მას და შრომას ვეჩვეოდით. დედაჩემი დიასახლისი გახლდათ და მთელ თავის დროს ჩვენს აღზრდას და საოჯახო საქმეების მოგვარებას  უთმობდა. პატარამ დავიწყე ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ სკოლის გუნდში. სკოლებს შორის რაიონულ პირველობაზე გამარჯვების შემდეგ კი, ჩვენი გუნდის ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა საფეხბურთო გუნდი – ბოლნისის „ყვინჩილა“, რომელიც 1982 წელს საქართველოს ტყავის ბურთის გათამაშების პრიზიორი გახდა, ხოლო 1983 წელს – ამავე გათამაშების ჩემპიონი. 1995 წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით – ფინანსები და კრედიტი. თუმცა, ჩემი სამუშაო გამოცდილება ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ეროვნული გვარდიის რიგებში გავწევრიანდი. მალევე მოგვიწია ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ჩართვა. 1994 წლიდან ვიყავი ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რწმუნებული  ბოლნისის რაიონში, ხოლო 1996 წლიდან ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე. 1997-2003 წლებში ვმუშაობდი შემოსავლების სამინისტროს სისტემაში.  2005-2014 წლებში ვხელმძღვანელობდი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივ პროექტს, რომელიც მუშაობდა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე. 2014 წლის ივნისიდან დღემდე ვარ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2003 წელს ვიქორწინე  ნანა ბარაბაძეზე. ძირითადი განათლებით  გახლავთ ფსიქოლოგი. ამჟამად კი მუშაობს ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურში.
– რატომ გადაწყვიტეთ ბოლნისის რაიონის მაჟორიტარად კენჭისყრა?
– პრაქტიკულად,  მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ვმუშაობდი საჯარო სამსახურში. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებამდე არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ამჟამად გახლავართ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაში, რაც, უპირველესად, დაფუძნებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ღირსებისა და თავისუფლების განუხრელ დაცვაზე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაწყდა, კენჭი მეყარა ბოლნისის მუნიციპალიტეტში – მე მივიღე შემოთავაზება ჩვენი პარტიის ხელმძღვანელებისგან, რაც მიმაჩნია მაღალი ნდობის გამოხატვად და მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ჩემს მიერ გაწეული მუშაობის დაფასებად. ამისთვის მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, გენერალურ მდივანს, ბატონ კახა კალაძეს და აღმასრულებელ მდივანს, ბატონ ირაკლი კობახიძეს.
– რამდენიმე წელიწადი თქვენ ამავე რაიონის გამგებელი იყავით, როგორ ფიქრობთ,  რისი გაკეთება ვერ მოასწარით?
– ჩვენ დაგეგმილი გვქონდა უამრავი პროექტი, რომლის განხორციელება ამ პერიოდში ვერ მოხერხდა. თუმცა, ახალი გამგებელი, რომელიც აუცილებლად ჩვენი გუნდიდან იქნება წარმოდგენილი, გააგრძელებს ინტენსიურ მუშობას და ყველა პროექტს განახორციელებს. მათ შორის:  ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას ქალაქში, კინოთეატრის, სტადიონის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ისტორიული გერმანული უბნის რეაბილიტაციას, დაბა კაზრეთში ლიფტების აღდგენას, სხვადასხვა საგზაო და წყალმომარაგების პროექტს.
– თქვენი სამოქმედო გეგმა-მინიმუმი გამარჯვების შემთხვევაში?
– ჩემი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში ყოველთვის იყო პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი პირობების გაუმჯობესება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლად არჩევისთანავე შევიმუშავე სამოქმედო გეგმა, შემოვიკრიბე გუნდი, რომელიც მოტივირებული იყო, ემუშავა მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებით. ჩემი გუნდის ძირითად გამოწვევად იქცა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რაც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. ასევე, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა, მასობრივი სპორტისა და კულტურის განვითარება. თუმცა, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებით ყველა არსებული საკითხის მოგვარება შეუძლებელია. საჭიროა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისეთი წარმომაგენლის ყოლა, რომელიც იზრუნებს მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტაზე.
მე მაქვს საკმარისი გამოცდილება, მოტივაცია, პრობლემების არსის ცოდნა და რაც მთავარია, იმის გააზრება, თუ რომელი კანონების  გაუმჯობესებაზეა საჭირო მუშაობა, რათა ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები სწრაფად გადაწყდეს და ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ქვეყნის სწრაფ განვითარებაში თანამონაწილეობის საშუალება. ვიზრუნებთ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დახვეწაზე და მისი აღსრულების მონიტორინგზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებთ გარემოს მეწარმეებისა და ფერმერებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააფართოვონ  საკუთრი ბიზნესი მეტი ადამიანის დასაქმების მიზნით. ჩვენ დავაყენებთ საკანონმდებლო ინიციატივას მწირი მიწების მფლობელებისთვის მიწის (ქონების) გადასახადის შემცირების მიზნით. კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რათა უფრო მეტმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა შეძლოს ამ პროგრამებით სარგებლობა. ვიმუშავებთ განათლების სისტემის რეფორმაზე, რათა წახალისდეს მოთხოვნადი სპეციალობების დაფინანსება. ასევე, ვიზრუნებთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითრებისთვის მეტი დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
– როგორ მიმართავდით ბოლნისელებს?
– ძვირფასო ბოლნისელებო! თქვენ წინაშე მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში წარდგომა ჩემთვის დიდი პატივია. 2012 წელს ჩვენ უკვე მოვიპოვეთ თავისუფლება, თუმცა წინ კვლავ უამრავი გამოწვევაა, რაც ქვეყნის სწრაფი  განვითარებითა   და სწორი ეკონომიკური  კურსით უნდა დავძლიოთ. დღეს ჩვენი მთავარი კონკურენტი ცუდი სოციალური პირობებია. ჩვენი მიზანი კი თითოეული თქვენგანის ოჯახზე ქვეყნის  კეთილდღეობის ასახვაა! „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ზედმიწევნით კარგად შევისწავლე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მიმაჩნია, რომ მათი უმოკლეს ვადებში ეფექტურად გადაწყვეტისთვის, საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება. ამას კი საქართველოს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, აუცილებლად უზრუნველვყოფ. ამიტომაც მჭირდება თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა – მე თქვენი იმედი მაქვს და გპირდებით, იმედებს არც მე გაგიცრუებთ. მომავალი ჩვენს ხელშია – ერთად გავაკეთოთ სწორი არჩევანი! სწრაფად განვავითაროთ ჩვენი მხარე და ერთად შევქმნათ ბოლნისის კეთილდღეობა!

скачать dle 11.3