კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

იოსებ მაკრახიძე: „ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა განვავითაროთ ჩვენი ქალაქი“

რუბრიკა „რეიტინგული კანდიდატების” სტუმარია, გორის მაჟორიტარი კანდიდატი იოსებ მაკრახიძე:
იოსებ მაკრახიძე დაიბადა 1946 წლის 2 იანვარს ქალაქ გორში.
1964 წელს დაამთავრა გორის ¹4 საშუალო სკოლა, 1972 წელს კი – თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპეციალობა – გზათა მიმოსვლის ინჟინერი).
1965-1985 წლებში მუშაობდა ¹3 სამშენებლო სამმართველოში  სხვადასხვა პოზიციაზე.
1985 წლიდან საქმიანობა განაგრძო  საავტომობილო გზების სამინისტროში „საგზაო-საექსპლუატაციო უბანი“ ¹28-ის უფროსის თანამდებობაზე.
1999 წელს დააფუძნა  შპს „იბოლია“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2016 წლამდე.
2001 და 2011  წლებში დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2009-2015 წლებში „საქართველოს ინფრასტრუქტურისა და მოდერნიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაჯილდოვებულია სიგელებით.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
– რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლა?
– ჩემი  კანდიდატურა გორის მაჟორიტარ დეპუტატობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მმართველი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით დასახელდა. ჩემთვის დიდი პატივია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით  მივიღო მონაწილეობა. ოთხი წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ  გატარებული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსით, განხორცილებული საქმეებით მსოფლიოს მისცა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენნაირი პატარა სახელმწიფო დაადგეს დემოკრატიის გზას. სწორედ ამას უკავშირდება ჩემი გადაწყვეტილება ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლისა. მინდა, გავხდე მონაწილე დემოკრატიული საქართველოს შენებისა.
– რატომ გადაწყვიტეთ გორში კენჭისყრა?
– მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემი ქვეყნისა და ქალაქის შენებას დავუთმე. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემს გორელებთან ერთად დავიწყო ახალი, ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული, „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა. ჩემი გადაწყვეტილებაც სწორედ ამითაა განპირობებული. მსურს, მთელი ჩემი ადამიანური რესურსი, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება თითოეული გორელისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექნმას მოვახმარო. მე ვიქნები ჩემი თანაქალაქელების პრობლემების გამზიარებელი და მოსახლეობის საჭიროებების დროულად მოგვარების გარანტი.
– რას ეტყოდით გორელებს – რა გეგმები გაქვთ?
– ძალიან საპასუხისმგებლო და იმავდროულად, სასიამოვნოა, როდესაც იმ ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი ხარ, სადაც მთელი ცხოვრება გაატარე.
მინდა, გორის მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი თითოეული ადამიანის სიმშვიდე და კეთილდღეობა იქნება. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებლად შევხვდები ყველა თქვენგანს, მოვისმენ თქვენს აზრს, გავეცნობი თქვენს პრობლემებს და ერთად დავსახავთ სამოქმედო გეგმას, რომელიც გორის მოსახლეობის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. მიუხედავად 4-წლიანი წინსვლისა, გორში გადასაწყვეტი პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა, რომელთა მნიშვნელობა, მე, როგორც ნამდვილ გორელს, ნათლად მაქვს გააზრებული. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი ხმა – გორელების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს მოემსახურება და დარწმუნებული ვარ, ერთად დავძლევთ იმ პრობლემებს, რაც გორის მოსახლეობას აქვს.
ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა განვავითაროთ ჩვენი ქალაქი და შევუქმნათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. გორი მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით და ტურიზმის განვითარებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. გორში ტურიზმის განვითრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში სოციალურ-ეკონომიკურ მგდომარეობას.
ჩვენ უნდა შევქმნათ ჯანსაღი გარემო ჯანსაღი მომავლისთვის.  სწრაფი და ეფექტური განვითარების დროა!

скачать dle 11.3