კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Scool Card – უნიკალური პლასტიკური ბარათი სკოლის მოსწავლეებს „საქართველოს ბანკისგან”

საქართველოს წამყვანმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ სკოლის მოსწავლეებისთვის უნიკალური პლასტიკური ბარათი Scool Card შექმნა. Scool Card მოსწავლეებისთვის შექმნილი სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. მისი აღება მოსწავლეებს უფასოდ შეუძლიათ. რაც შეეხება ბარათის მოქმედების ვადას, სკოლის მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე განისაზღვრება. Scool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. თბილისის სკოლის მოსწავლეები ექსკლუზიურად იმგზავრებენ დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი, ავტობუსით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე. Scool Card-ით გადახდა, ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სუპერმარკეტებსა თუ წიგნის მაღაზიებში. ამასთან, ბარათის მფლობელები გადახდისა და განაღდების თითოეული ოპერაციის შესრულებისას, ისარგებლებენ ფასდაკლებით და დაერიცხებათ Scool-ები. დაგროვილი Scool-ების გადაცვლა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილურ ბარათზე, ასევე სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაზე.
მიხეილ გომართელი („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე): საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის. ეს გახლავთ საქართველოს მოსწავლეებისთვის შექმნილი სადებეტო პლასტიკური ბარათი, რომელიც უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. მას, გარდა სტანდარტული საბარათე ფუნქციისა, აქვს დამატებითი ფუნქცია. ბარათის მფლობელ სკოლის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს მუნიციპალური ტრანსპორტით. გარდა ამისა, ბარათს აქვს დაგროვებითი ფუნქცია და მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება, დააგროვოს ქულები. შემდეგ კი გადაცვალოს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქტში. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროდუქტი სასარგებლო ყოფილიყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ვფიქრობ, მშობელს აღარ დასჭირდება, ყოველდღიურად მისცეს შვილს თანხა. გარდა ამისა, საშუალება ექნება, მუდმივად გააკონტროლოს, თუ რა ოპერაციები ტარდება ბარათით, რომელ ადგილებში და რა თანხით. ეს მოზარდებისთვისაც გარკვეული ინოვაციაა – ისინი პატარაობიდანვე შეეჩვევიან საბანკო პროდუქტებით სარგებლობას. ისწავლიან მცირედი, მაგრამ თავიანთი კუთვნილი თანხების განკარგვას და რაც მთავარია, შეიძენენ მრავალ ახალ უნარ-ჩვევას. ამ ბარათის მფლობელები მიიღებენ მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის საინტერესო ადგილებში ფასდაკლებებს სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისზე.
ლია გიგაური (საქართელოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე): თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წამოიწყო „საქართველოს ბანკმა” და მართლაც, პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. დადგა დრო და საჭიროება, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საკუთარი ბარათები. თითოეული ბავშვისა და მშობლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს უსასყიდლოდ გადაეცემათ უკონტაქტო მულტიფუნქციური ბარათი, რომელსაც რამდენიმე ტიპის სერვისთან წვდომის საშუალება ექნება. კომფორტულია ის არა მარტო ბავშვისთვის, ასევე, მშობლისთვისაც – მონიტორინგს გაუწევს შვილის მიერ გაწეულ ხარჯს. თავის მხრივ, მოსწავლეს ექნება მხოლოდ ერთი ბარათი და სხვადასხვა მომსახურებისთვის გამოიყენებს. თითოეული ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტარული ფინანსური განათლება, ბიუჯეტის მართვასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და გარკვეული ინფორმაციის მიღება საბანკო პროდუქტებზე.

скачать dle 11.3