კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის სახელს უკავშირდება ვარძიაში პირველი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რა კავშირი აქვს მას „ვარძია-რეზორტის” დამფუძნებელთან

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ისტორიულ მესხეთში მდებარეობს. მეთორმეტე საუკუნის ცამეტსართულიანი კომპლექსი ზღვის დონიდან 1 300 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული.  უდიდესი მნიშვნელობის  ულამაზეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბევრჯერ შექმნია გაქრობის საფრთხე და საბედნიეროდ, ყოველთვის იყვნენ  საქართველოში  ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ მასზე. იყო ერთი კაცი –  ნიკოლოზ ნათენაძე, რომელმაც ვარძია ფაქტობრივად გადაარჩინა. ვარძიის კომპლექსს უმზერს დღეს მისი ბიუსტი... არის ერთი კაცი – ნიკო ნათენაძე, გენში ვარძიის სიყვარულით. მისი უდიდესი ძალისხმევით ვარძიაში არსებობს  თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა, უნიკალური „ვარძია-რეზორტი” – პატარა სამოთხე, შექმნილი  კლდეში ნაკვეთი ქალაქის სიდიადის აღსაქმელად.
ნიკო ნათენაძე: წარმოშობით ჯავახეთიდან ვართ ნათენაძეები, სოფელ გოგაშენიდან, რომელიც ჯავახეთის ზეგანზე მდებარეობს და იქიდან დასცქერს ხელისგულზე გადაშლილ ვარძიას. ბევრნი არ ვართ ნათენაძეები, პატარა გვარია.
– თუმცა, მე რომ გუგლის საძიებელში ჩავწერო თქვენი სახელი და გვარი, მოვიპოვებ ინფორმაციას კაცზე, რომელმაც თავის დროზე ძალიან ბევრი გააკეთა ვარძიისთვის.
– ეს კაცი – ნიკოლოზ ნათენაძე ჩემი ბაბუაა, რომლის სახელსაც ნამდვილად უკავშირდება ვარძიის, როგორც ისტორიული ძეგლის აღორძინება და მის მიდამოებში პირველი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. ვარძია კომუნისტების დროს მოიაზრებოდა, როგორც რელიგიური იდეოლოგიის მქონე ადგილი და ბუნებრივია, არ სწყალობდნენ. ბაბუამ კი გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან დაისახა მიზნად ვარძიის გაცოცხლება და მიაღწია კიდეც. მის ძეგლს ვარძიაში ასეთი წარწერა აქვს: „ვარძიის მუზეუმის დამაარსებელი და ტურისტული ბაზის პირველი ხელმძღვანელი“. ბაბუა ხელმძღვანელობდა ვარძიის არქეოლოგიურ გათხრებს. მისი თაოსნობით გაიწმინდა მთელი ტერიტორია და გაკეთდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. არის ამ თემაზე მრავალი ისტორიულ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მაშინ ეს ტერიტორია, თურქეთთან სიახლოვის გამო, მიიჩნეოდა საზღვრისპირად და ტურისტების კი არა, ადგილობრივთა გადაადგილება იყო შეზღუდული. ბაბუამ მიაღწია იმას, რომ ვარძიის მონახულების მსურველები,  საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სამ დღეში ერთხელ ჯგუფებად შეჰყავდა ტერიტორიაზე და მთლიანად ავსებდა როგორც სასტუმროს, ისე ტურისტულ ბაზას.
– გავიდა ბევრი წელი და ბაბუის მსგავსად, თქვენ ვარძიაში გააკეთეთ სამოთხე ტურისტებისთვის – თანამედროვე სასტუმრო საოცარი ინფრასტრუქტურით.
– 2000 წლისთვის ვარძიასა და ამ რეგიონში  არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.  იმ ტურბაზის ნანგრევებიც აღარ შემორჩა. ჩემი სურვილი, რომ ვარძიაში სასტუმრო გამეკეთებინა, რეალურად ბაბუაჩემს უკავშირდება. იმ სულისკვეთებით გავიზარდე, რომ ეს იყო ჩემი სამშობლო, ჩემი ფუძე.  სამი შვილი მყავს და ისინიც ჩემსავით „მოწამლულები” არიან ვარძიის სიყვარულით (იღიმის).  წელს ვარძია 105 ათასმა ადამიანმა მოინახულა და  მწამს, რომ მომავალში ჩვენი საქმიანობით ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. ძალიან დიდხანს არ მიფიქრია, თუმცა, კონკრეტულად იმ ადგილის პოვნა, სადაც  ახლა „ვარძია-რეზორტია“, მარტივი არ აღმოჩნდა. აქ იყო გაუვალი ხეობა, პატარა წყაროებით. დღეს აქ სრულყოფილი, ბუნებასთან შერწყმული, თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურაა.
– ეს ადგილი ზუსტად ვარძიის კომპლექსის მოპირდაპირე მხარეა.
– დიახ და სწორედ ამან განაპირობა, რომ არჩევანი მასზე შევაჩერე.  თანაც, როგორც თავად ვარძია,  ჩვენი სასტუმროც, სანამ კარგად არ მიუახლოვდები, გზიდან  არ ჩანს. ესეც რაღაცნაირი მისტიკაა. გარდა ამისა, როგორც კი გზის კეთება დავიწყეთ და ტყეში, ცოტა სიღრმეში შევედით, აღმოვაჩინეთ პატარა სალოცავის ნანგრევები. ვიპოვეთ ის ნაშალი ქვა, რომლითაც ეს სალოცავი იყო აშენებული და შევეცადეთ, პირვანდელი სახით აღგვედგინა. ძალიან ლამაზი სამლოცველოა, რომლის ორი მესამედი გამოქვაბულის სახით კლდეშია შეჭრილი. მეათე საუკუნის ძეგლი აღმოჩნდა – წმიდა მარინეს სახელობის. ძალიან ბევრი მომლოცველი მოდის. „ვარძია-რეზორტის” კარი ისედაც ყველასთვის ღიაა და მათი მოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვარძიაში კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი და სანახავი.
– ვიცი, რომ ბაბუას უამრავი სიძნელე შეხვდა თავის საქმიანობაში. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– როცა სასტუმროს მშენებლობას მოვკიდეთ ხელი, ამ საქმეს ყველა სკეპტიკურად უყურებდა.  მაგრამ, მე მქონდა მიზანი და მოტივაცია. მთელი ჩემი ოჯახი მედგა გვერდით და ახლაც ასეა.  ერთი წუთითაც არ გაგვნელებია ის სულისკვეთება, რომლითაც ამ საქმეს ხელი მოვკიდეთ.
– ალბათ, ყველა, ვინც კი „ვარძია-რეზორტს” ესტუმრება, მიხვდება, რომ ეს არ არის მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა...
– გეთანხმებით. მეც და ჩემს ოჯახსაც გვინდა, რომ მესხეთ-ჯავახეთში „ვარძია-რეზორტი” იყოს გარკვეული კულტურული ცენტრი. სწორედ ეს არის ის მთავარი მიზანი, რომლის ხორცშესხმისთვისაც საფუძვლის ჩაყრას ექვსი წელი დასჭირდა. მესხური დარბაზიც, მარანიც, რესტორანიც, „ვარძია-რეზორტის” მთელი  ინფრასტრუქტურა გათვლილია იმაზე, რომ ვინც კი აქ მოვა, შეიგრძნოს  მესხური კულტურა, ყოფა. გახდეს ამ ყოფის ნაწილი.
– ამ ყველაფერთან ერთად, საოცარი მომსახურე პერსონალი და კომფორტი...
– რა თქმა უნდა, კომფორტი ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ უცხოელებს ძალიან უყვართ მესხურ ოდა-მიწურში ცხოვრება (იღიმის). მოსწონთ ეგზოტიკა. სასტუმრო კი ნამდვილად ძალიან თანამედროვე და კომფორტული გამოგვივიდა. სწორედ ეს, სიძველისა და თანამედროვეობის მიქსი, ანიჭებს „ვარძია-რეზორტს” იმ განუმეორებელ ხიბლს, რომლის მიმართაც გულგრილი ვერავინ რჩება. ამას ემატება არაჩვეულებრივი, გამორჩეული მესხური სამზარეულო, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელია. სამწუხაროდ, ქართველ დამსვენებელთა ნაწილიც კი, მხოლოდ ახლა ეცნობა მას. ჩამოდიან ოჯახებით, მოჰყავთ შვილები.  „ვარძია-რეზორტის“ მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია იმისთვის, რომ დაისვენო, მიიღო სიამოვნება და უკეთესად გაიცნო მესხეთ-ჯავახეთი – საქართველოს ეს მარგალიტი – თავისი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლებითა და კულტურული მემკვიდრეობით.

скачать dle 11.3