კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უხდის თიკა ჯამბურიას უფასო ქორწილებს და ვის ემალება ის შეცვლილი ვინაობით

ეს ზაფხული, მომღერალი თიკა ჯამბურიასთვის განვლილი ცხოვრების ერთგვარი გადაფასების პერიოდი აღმოჩნდა.  ევროპაში მოგზაურობამ მასში ბევრი რამ შეცვალა. დააფიქრა გარემოცვაზე, პირად ურთიერთობებზე და დასკვნებიც მარტივად გამოიტანა. ბოლო დროს, თიკამ სექსუალური, ქალური იმიჯი მოირგო და ალბათ, სწორედ ეს გახდა ჭორების საბაბი მის სასიყვარულო ურთიერთობებზე.
თიკა ჯამბურია: ჩემს ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა იღბალი მეტად მიღიმის და წარმატება ადვილად მოდის, თუმცა ჩავარდნებიც ყოფილა და არც ისე ცოტა. მაგრამ, დეპრესიაში არასდროს ვვარდები. ბუნებით ძლიერი ვარ. შემიძლია, თავი ხელში ავიყვანო, არ ავყვე ემოციებს და მშვიდად დავძლიო რთული დღეები.
– სოცილურ ქსელში დაწერე, მივხვდი გავიზარდე, დიდი გოგო ვარ, ბევრი ცვლილება მოხდა ჩემში, ბევრი ადამიანი ამოვიცანი და ბევრ უსამართლობასა და სიყალბეს დავუსვი წერტილიო. ეს პოსტი რას ნიშნავს?
– ევროპაში ვიყავი სამოგზაუროდ – ესპანეთსა და პორტუგალიაში, ჩემს დასთან და მის მეგობრებთან ერთად. იქ გადავაფასე ჩემი განვლილი ცხოვრება. მივხვდი, უკვე დიდი ვარ, ბევრი ყალბი ადამიანი იყო ჩემ გარშემო და სასწრაფოდ უნდა ჩამომეშორებინა ისინი. გადავაფასე და „გადავალაგე“ ურთიერთობები და მივხვდი, ვინ როგორი მეგობარია ჩემთვის. ჩემი აზრით, აუცილებელია, ადამიანი საკუთარ თავთან მარტო დარჩეს, რომ სხვანაირად აღიქვას ყველა და ყველაფერი. მარტოობამ, ბევრ რამეზე დამაფიქრა.  ერთი სიტყვით, ეს ზაფხული ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და მივხვდი, მადრიდში აუცილებლად დავბრუნდები (იცინის). ამ ქალაქში რომ ჩავედი, მისი ცეცხლოვანი, მისტიკური და მაგიური აურა შევიგრძენი, მივხვდი სხვა განზომილებაში ვიყავი. სხვათა შორის, თბილისში რომ დავბრუნდი, ისევ ჩემოდანი ჩავალაგე და მარტო ვიმოგზაურე საქართველოს ბევრ მხარეში. ძალიან  მომეწონა მარტო მოგზაურობა, ალღო ავუღე (იცინის). იცით, რას დავაკვირდი? მივხვდი, თინეიჯერული ასაკიდან გამოვედი და დიდი გოგო ვარ, ამ ზაფხულს ცხოვრება სხვანაირად შევიგრძენი. ისეთი ემოციებით დატვირთული ჩამოვედი ევროპიდან, ვფიქრობდი, ამ შთაბეჭდილებებს ვერ „გავიფუჭებ“ და სახლში ვიჯდები-მეთქი, მაგრამ ანაკლიაში, ბათუმსა და ბეშუმში ჩასვლამ, ისეთი დადებითი განწყობა შემიქმნა, ნამდვილად არ ვინანე. სხვათა შორის, 17 აგვისტოს ბეშუმში თოვლი მოვიდა, ცრიდა და ისე ციოდა, შოკში ჩავვარდი (იცინის).
– ამ მოგზაურობების დროს, შენი ქალიშვილი, 5 წლის ნინა სად იყო?
– დედასთან მყავდა დატოვებული. დედას  ყველაზე მეტად ვენდობი. ნინა კი ჩემი გულის მესაიდუმლე და დაქალია. ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ  და ყველაფერი ვიცით. ჩემი ბევრი საიდუმლო იცის, რასაც მართლა გულით ინახავს. ძალიან მაგარი გოგოა. ხანდახან ისეთ რაღაცეებს მეკითხება, მიკვირს (იცინის). და ასევე, ჩემი ორი უფროსი და, ჩემი ყველაზე დიდი მესაიდუმლეები არიან.
– მითხარი, მარტო მოგზაურობა ძალიან მომეწონაო. არადა, საყვარელი ადამიანის გვერდით გატარებული დღეები, უფრო სასიამოვნო და შთამბეჭდავი არ არის?
– მარტო მოგზაურობა სულაც არ არის ცუდი, ამ დროს ეყრება საფუძველი ახალ სასიყვარულო ურთიერთობას, ახალ ნაცნობობას, უფრო მეტად აფასებ გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას და შენს ცხოვრებას. ჩემთვის არ არის პრობლემა, რომ არ მყავს მეორე ნახევარი, ვისთან ერთადაც დასასვენებლად წავიდოდი და ვიმოგზაურებდი. ეს მარტომაც მშვენივრად შევძელი. ისეთ ასაკში ვარ, არ არის პრობლემა, რომანტიკულ შეხვედრებსაც დავთანხმდე.
– ბოლო პერიოდში, საკმაოდ ქალური და სექსუალური იმიჯი გაქვს. ეს შენს პირად ცხოვრებას უკავშრიდება?
– სპორტული არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სტილი ყოველთვის ქალური იყო. ჩემი მეგობრები, სულ აღნიშნავენ, რომ სამეგობროში მე ვარ, ვისაც არასდროს ეზარება ქუსლებზე სიარული, გამოპრანჭვა და მაკიაჟის გაკეთება.
– ამბობენ, ეს შენი სტილი საყვარელ მამაკაცს უკავშირდებაო, ამას უარყოფ?
– ისიც თქვეს, რომ დეპრესიის გამო წავედი ევროპაში და განსატვირთავად ამხელა გზა გავიარე. არადა, ეს ტური ექვსი თვის წინ მქონდა დაგეგმილი. ზოგადად, თუ მეგობარ ბიჭთან გადავიღე სურათი და სოციალურ ქსელში დავდე, ეგრევე მასთან მაწყვილებენ. რამდენჯერ გამათხოვეს, ვეღარ  ვითვლი. ეს უკვე გამაღიზიანებელი ხდება. არაერთხელ აღმოვჩნდი უხერხულ სიტუაციაში ასეთი ჭორების გამო და უკვე მრცხვენია. ჩემს ჯგუფელ ბიჭთან ერთად ფოტო დავდე. მას შეყვარებული ჰყავდა და მოყვა ამ ფოტოს ჭორები ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე. კიდევ კარგი, იმ გოგოს ვიცნობდი და იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ხან მომღერალ მასტერთან დამაწყვილეს, ხან დიზაინერ თორნიკესთან, ხან ფოტოგრაფ საშა პირშვინთან, ხან ვისთან და ხან ვისთან. ვეღარ ვითვლი, რამდენჯერ გამათხოვეს. დამიჯერეთ, მართლა დავიღალე და აღარ მინდა ამდენი უფასო ქორწილის გადახდა. ადრე ჩემს ყოფილ ურთიერთობაზე იწერებოდა, ახლა კი ახალ ურთიერთობებზე გავრცელდა ჭორები და ეს პირადი ცხოვრების აწყობაში მიშლის ხელს. ჩემი ოჯახის წევრებსაც აღიზიანებთ, მამა ძალიან განიცდის.
– ბოლო პერიოდში,  ბენდ „რეზო და ბავშვების“ წევრის, ლაზარე ადამიას შეყვარებულად „მოგნათლეს“. ისიც გავიგე, სულ მალე ქორწილს გეგმავთ. ესეც ჭორია?
– ლაზარე მუსიკოსია, ჩემი მეგობარი და ხშირად ვმღერით ერთად. ბათუმში რომ ვიყავი, ბიჭებს კონცერტები ჰქონდათ იქ და რასაკვირველია, ვნახე ისინი. გადავიღეთ  მე და ლაზარემ ფოტო. დავდე სოციალურ ქსელში და ზუსტად თხუთმეთ წუთში, შეყვარებულებადაც „მოგვნათლეს“  და დაგვაქორწინეს კიდეც.
– ნათლობაზე გამახსენდა. ვიცი, ბევრი ნათლული გყავს და მაინც რამდენი?
– 11 ნათლული მყავს და ახლა, მეთორემეტე უნდა მოვნათლო.
– ესე იგი, შენ სამოთხეში ადგილი გარანტირებული გაქვს. ნათქვამია, ვისაც შვიდი ნათლული ჰყავს, ის პირდაპირ სამოთხეში ხვდებაო.
– ჰოდა, თუ ჩემი ნათლულების რაოდენობას გავითვალისიწინებთ, სამოთხეში „ვი აი პი“ ადგილი გარანტირებული მაქვს (იცინის). იმედია, კიდევ რამდენიმე ნათლულიც დამემატება და ორმაგად გარანტირებული ადგილი მექნება.
– თიკა, სოციალურ ქსელში სახელი და გვარი შეიცვალე. ეს რას უკავშრიდება?
– დიახ, შევიცვალე სახელი და გვარი და თინა ტარგარიანი გავხდი. სერიალ „სამეფო კარის თამაშების“  თაყვანისმცემელი ვარ. ჩემს კატასაც კი ამ სერიალის ერთ-ერთი გმირის სახელი დავარქვი (იცინის). მოკლედ, ამ სერიალში არის დედოფალი თინა ტარგარიანი, რომელიც დრაკონების დედაა და მის პატივსაცემად გავხდი მეც ტარგარიანი. ბავშვობიდან სულ მინდოდა, პრინცესა ვყოფილიყავი. ამას შინაგანად სულ ვგრძნობდი და ეს ცხოვრების ბოლომდე გამყვება. განსხვავებულობა და დედოფლობა ჩემში ზის. თან, ამ სახელით და გვარით ვეღარ მპოულობდნენ და ვეღარ აშეარებდნენ ჩემს პოსტებს. ასე ვიმალები.
– მერე, პრინცესა რომ პრინცს ელოდება?
– მერე ვინ თქვა, რომ არ ველოდები? მეც ველოდები პრინცს (იცინის).
– არ შემიძლია არ გკითხო, როგორი ურთიერთობა გაქვს შენს ყოფილ მეუღლესთან?
– ჩემს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა საერთოდ არ მაქვს. მადლობა ღმერთს, ჩემს ცხოვრებაში არსებობს შვილი, ყველა ახლობელი ჯანმრთელად მყავს და არც ისეთი რთული პერიოდი მქონია, ვერ გადამელახა. არასდროს ვინახავ გულში წყენას და მალევე მავიწყება გულისტკივილი. ამაში ძლიერი ვარ. ტვინი ისე მაქვს მომართული, ცუდი და ნეგატიური მალე წაიშალოს. ბევრი რთული პერიოდი მქონდა და მხოლოდ საკუთარი თავი მეხმარება, რომ გადავლახო და დეპრესიაში არ ჩავვარდე. ახლა ვგეგმავ, ვისწავლო მუსიკის კომპიუტერულად, ელექტრონულად შექმნა და რამდენიმე ჩემს ძველ სიმღერას ვაახლებ. ასევე, ახალი სამი სიმღერა მაქვს დასასრულებელი. სასწრაფოდ ესპანური ენის კურსებზე უნდა ვიარო და კიდევ, დავგეგმე მოგზაურობა ჰოლანდიასა და გერმანიაში. იდეაში მაქვს, მეგობრებთან ერთად, ჯერ ევროპა მოვიარო და მერე აზიას მივხედო (იცინის).
– იმდენი გეგმა ჩამოაყალიბე, მგონი, პირადისთვის დრო არ გრჩება და აბა, პრინცს ველოდებიო?
– მოვიდეს პრინცი, რა პრობლემაა? მე პირადი ცხოვრებისთვის სულ მცალია (იცინის). ზოგადად, როცა პირადში კარგად გაქვს ყველაფერი, კარიერასაც კარგად აწყობ.

скачать dle 11.3