კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიწვიეს ნიკუშა კანდელაკი „გრემის“ ავთერ ფართიზე, სად ეთამაშა ის რობი უილიამსს ფეხბურთს და როდის დაიწყებს ქუინსი ჯონსთან მუშაობას

ის საკმაოდ წარმატებული, მიზანდასახული ადამიანია და ზუსტად იცის, რომ ბევრი შრომა, განვითარებისკენ სწრაფვა, აუცილებლად მოუტანს წარმატებას. ნიკუშა კანდელაკი, რომელიც კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის შვილია, ამჟამად ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მაგისტრატურანტია და მუსიკის ინდუსტრიის მართვას სწავლობს. პარალელურად კი, როგორც „ისთერნ პრომოუშენის“ წარმომამადგენელს, სხვადასხვა ცნობილ მენეჯერთან, მომღერალთან და აგენტთან აქვს საქმიანი ურთიერთობა. გარდა ამისა, ის ცოტა ხნის წინ ქუინსი ჯონსის გუნდის წევრი გახდა და მათთან მუშაობას უკვე 1 იანვრიდან დაიწყებს.
– ალბათ, იმან, რომ გაიზარდე ოჯახში, სადაც უყვართ მუსიკა და ზოგადად, ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილები არიან, განაპირობა შენი დღევანდელი კარიერა.
– მუსიკით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, რადგან მუდმივად მიწევდა მუსიკასთან შეხება. სახლში მამა და ბაბუა სულ სხვადასხვა მუსიკოსს მასმენინებდნენ, „ისთერნ პრომოუშენის“ წყალობით კი, კონცერტებზეც ხშირად ვხვდებოდი.
– რა არის ის, რის შესახებ ყველაზე ხშირად გესაუბრებოდნენ მამა, ბაბუა და, დღეს ძალიან გადგება, როგორც პიროვნებას?
– ეს არის ის, რომ ყოველთვის ვიფიქრო განვითარებაზე, სხვა ყველაფერი კი თავისით მოვა.
–  სანამ ამ სფეროში ჩაერთვებოდი, ხშირად ესწრებოდი მამის მიერ ორგანიზებულ კონცერტებს. რომელ მათგანს გამოარჩევ, რომელმაც კიდევ უფრო მეტად განაპირობა შენი ამ სფეროთი დაინტერესება?
– ასე, ალბათ, ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა კონცერტს თავისი სიურპრიზი ახლავს. ყველაზე ძალიან მაინც არტისტებთან, მენეჯერებთან და ამ სფეროში მოღვაწე ხალხთან შეხვედრებმა, მათთან ურთიერთობებმა დამაინტერესა. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი მომავალი პროფესია.
– როგორ დაიწყო შენი კარიერა, რა იყო ამ სფეროში გადადგმული შენი პირველი ნაბიჯები? უკვე წლება, „ისთერნ პრომოუშენის“ გუნდის წევრი ხარ...
– დაახლოებით 5-6 წელი მოხალისედ ვმუშაობდი და „ისთერნ პრომოუშენს“ ვეხმარებოდი. შემდეგ ჩავაბარე ლონდონში. თან, პარალელურად, ვმუშაობდი ჯაზ-ფესტივალებზე. ლონდონში პირველად ვნახე სრული შოუები – დაწყებული „რადიოჰედიდან,” პოლ მაკარტნიდან და დამთავრებული კეიტ ჯარეტით. ლონდონში სწავლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, მაგისტრატურა ამერიკაში  მუსიკის ინდუსტრიის მართვის განხრით გამევლო. „კოკა-კოლისა“ და თემურ ჭყონიას დახმარებით მივიღე დაფინანსება. ჩემთვის წარმოუდგენელი შანსი მომეცა, გამაგრძელებინა სწავლა.
– როგორც ვიცი, უნივერსიტეტში სტენლი კლარკმა და მეისი გრეიმაც გაგიწიეს რეკომენდაცია. როგორ და რა სიტუაციაში გაიცანი ისინი და რა ურთიერთობა გაქვს მათთან?
– მეისი გრეისთან დიდი  ხანია, ვმეგობრობ. ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე გავიცანი, როცა სტაჟიორად ვმუშაობდი. მერე რამდენჯერმე შევხვდი ლონდონში და რეკომენდაციით დამეხმარა. სტენლი და მისი ცოლი თბილისში გავიცანი ჯაზ-ფესტივალზე. როცა მათ ვუთხარი, რომ მუსიკის ბიზნესის სწავლა მინდოდა, მირჩიეს ის უნივერსტიტეტი, სადაც მათი შვილი სწავლობდა. შემდეგ, როდესაც ჩაბარება გადავწყვიტე, სტენლი ძალიან დამეხმარა და დამიწერა სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტისთვის.
– მომიყევი, როგორია ლოს-ანჯელესის უნივერისტეტში სწავლა, როგორია შენი ყოველი დღე?
– ლექციები მაქვს მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პერსონალთან. მათ შორის არიან: კომპანია „სონის“ ვიცე პრეზიდენტი, ბარბრა სტრეიზანდის  მენეჯერი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი დავამყარო მუსიკის ინდუსტრიის ვარსკვლავებთან.
– დღემდე ლოს-ანჯელესშიც მუშაობ, როგორც „ისთერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელი და საქმიანი შეხვედრა გაქვს სხვადასხვა ვარსკლავის მენეჯერებთან. ვინ არიან ისინი და ახლო მომავალში ვის შეიძლება, ველოდოთ საქართველოში?
– ვისთანაც მე ვმუშაობ, არიან უმაღლესი კლასის მენეჯერები, აგენტები და ზოგჯერ თვითონ ვარსკვლავები. ახლა ვმუშაობთ ძალიან ბევრ პროექტზე და ჯერჯერობით ინფორმაციის გამხელისგან თავს შევიკავებ.
 – რობი უილიამსის კონცერტზე მუშაობდი – გიწევდა მათი დახვედრა, დაბინავება. რობი იულიამსმა საკუთარ სახლშიც დაგპატიჟა, ხომ არ აპირებ სტუმრობას?
– განსაკუთრებული მოთხოვნიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ რობი უილიამსს ძალიან უყვარს „იქს ბოქსზე“ ფეხბურთის თამაში. მან ჩამოიტანა  პირადი კომპიუტერი, მაგრამ ვერ ჩართო. შემდეგ მთხოვა, რომ 30 წუთის განმავლობაში მეშოვა და მიმეტანა მისთვის ახალი, რომ ერთად გვეთამაშა. ახლა ლონდონშია. ლოს-ანჯელესში რომ ჩამოვა, აუცილებლად ვესტუმრები.
– როგორც ვიცი, ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან – სნუპ დოგმა დაბადების დღეზე დაგპატიჟა, სერჯიო მენდესის ხშირი სტუმარი ხარ, ასევე იცნობ კრის ბრაუნს... მომიყევი მათთან ურთიერთობის შესახებ
– ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე მომეცა  ბევრ არტისტთან ურთიერთობის საშულება. შემდეგ, როცა გაიგეს, რომ ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ, სხვადასხვა წვეულებაზე დამპატიჟეს. სნუპ დოგის დაბადების დღე იყო ისტორიულ „როლიკების” დარბაზში, სადაც NWA-ის პირველი კონცერტი გაიმართა. ყველა „როლიკებით” დასრიალებდა 80-იანი წლების სტილში გამოწყობილი. 
– რამდენიმე თვის წინ „გრემის“ დაჯილდოვებაზე იყავი მიწვეული.
– „გრემის“ აფთერ ფართზე ვიყავი მიწვეული, მეგობრებთან ერთად. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი შემხვდა. დავესწარი რამდენიმე კონცერტს სხვადასხვა დარბაზში.
– ცოტა ხნის წინ ქუინსი ჯონსის გუნდის წევრი გახდი. მიამბე, რატომ დაინტერესდნენ შენით, რა საფეხურების გავლა მოგიწია ამისთვის, როდის აპირებ  მათ გუნდს შეურთდე და რა მოვალეობების შესრულება მოგიწევს?
– 1 იანვრიდან დავიწყებ მათთან მუშაობას. ქუინსი ჯონსს შევხვდი  ბათუმში და მასთან მუშაობით დავინტერესდი. გავუგზავნე სივი და რამდენიმე მუსიკოსის რეკომენდაცია. მას შემდეგ სამეტაპიანი გასაუბრება მქონდა. დამაწერინეს თემა, რომელიც ქუინსი ჯონსს უნდა წაეკითხა. სულ 100-მდე კანდიდატი იყო და მიხარია, რომ ვითანამშრომლებ მათთან.
– როგორია შენი ამერიკული ცხოვრება და რა გეგმები გაქვს მომავალში?
– ამერიკული ცხოვრება მშვენიერია. ბევრი სურპრიზით, არაჩვეულებრივი მოგონებებითა და თავგადასავლებით. ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ, რაც ძალიან დასაფასებელია. მიხარია, რომ მომეცა შანსი და აუცილებლად ვეცდები, ყველას იმედი გავამართლო. ჯერჯერობით, არ ვიცი, მომავალში რა იქნება, თუმცა ერთი კი, დანამდვილებით ვიცი – რაც შეიძლება მეტს მივაღწიო და ჩემი ცოდნა, გამოცდილება საქართველოში გამოვიყენო.

скачать dle 11.3