კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველმა სტუდენტებმა ჯადოსნური ბეჭედი გამოიგონეს, რომელიც ყველა პლასტიკური ბარათის ფუნქციას ითავსებს

ქართველი  ინოვატორების – კობა ცერცვაძის, ნიკა ჩხარტიშვილის, დავით კვიციანისა და გიორგი მიქაცაძის წყალობით, მალე შესაძლებელი იქნება, პლასტიკური ბარათი ხის ბეჭდით შეცვალოთ. თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა მრავალფუნქციური „ჯადოსნური ბეჭედი“ – „კნიკი“ შექმნეს. ბეჭედს, პირველ ეტაპზე, საფულისა და საშვის ფუნქცია ექნება. მოგვიანებით კი, ამ ფუნქციებს მომხმარებლის პირადი სამედიცინო მონაცემებიც დაემატება. როგორც 21 წლის კობა ცერცვაძე ამბობს, მისი და მისი მეგობრების მიზანი საფულის ბეჭდით ჩანაცვლება, მსოფლიო ბაზარზე გასვლა და სახელის დამკვიდრებაა
კობა ცერცვაძე: ჩვენს პროექტს Cnick ჰქვია. ის ხის პირველი ჭკვიანი  ბეჭედია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ხელის ერთი მოძრაობით გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და, ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია – სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა. გარდა ამისა, კნიკი  ითავსებს აბონემენტების, საშვისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციასაც, რაც, რეალურად, ბეჭედს საფულის შემცვლელსაც ხდის.
– საიდან წამოვიდა ამ ბეჭდის დამზადების იდეა?
– თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, ჯგუფელები ვართ. იდეა 2015 წლის დეკემბერში, უნივერსიტეტის ყოველდღიურობიდან გამომდინარე გაგვიჩნდა. მესამე კურსამდე ჩვეულებრივ საუნივერსიტეტო ცხოვრებას მივდევდით. მოგეხსენებათ, ჩვენს უნივერსიტეტში საშვების სისტემაა, რომელიც პირადობის მოწმობაზე ან სხვა უკონტაქტო ბარათზეა მიმაგრებული. უნივერსიტეტში რომ შევიდეთ, ყოველდღე გვიწევს საფულის ამოღება, მასში შესაბამისი ბარათის მოძებნა, რომელზეც საშვია მიმაგრებული. მოკლედ, გვინდოდა, ისეთი რამ მოგვეფიქრებინა, რაც უნივერსიტეტის შესასვლელში ხელის ერთი მოძრაობით გაგვატარებდა. ასე შეიქმნა „ჯადოსნური ბეჭედი“, რომელსაც, თავდაპირველად, მხოლოდ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა. ბარათებიდან ჩიპი ამოვიღეთ და მოვათავსეთ 3D პრინტერში დაბეჭდილ ბეჭედში. ბარათი აცეტონში მოთავსების შედეგად დნება და ჩიპი რჩება. ეს იდეა ეკუთვნის დავით კვიციანს. სანამ ასე, ერთობლივად დავამზადებდით, მანამდე დავითი მუშაობდა ამ ბეჭედზე. თავისთვის ჰქონდა კიდეც დამზადებული და იყენებდა. მერე ჩვენც რომ დავიწყეთ უნივერსიტეტში მისი გამოყენება, როგორც უნივერსიტეტის საშვი, სტუდენტების მხრიდან  წამოვიდა დაინტერესება. ჩავწერეთ ავტობუსის ბარათის პროგრამაც და უკვე ავტობუსშიც დავიწყეთ მისი გამოყენება. ასე, მარტივად ვცხოვრობდით...
– რა მასალისგან მზადდება ბეჭედი?
– თავიდან იყო 3D პრინტერით დაბეჭდილი ბეჭედი, რომელსაც ცხადია, პერსპექტივა არ ექნებოდა. შემდეგ, როდესაც ამ იდეის ბიზნესად ქცევა გადავწყვიტეთ, დავიწყეთ მასალის ძიება და შევარჩიეთ ხე. რადგან ხე არის ძალიან მაგარი, ადვილად არ ზიანდება, ეკოლოგიურად სუფთაა და ისე არის გარედან დამუშავებული, წყალში არ ზიანდება. „კნიკი” ხის პირველი „ჭკვიანი ბეჭედია“, რომელიც ტრადიციულ, ბუნებრივ მასალებს – ხეს, ძვირფას ქვებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. შეიძლება, საყვარელ ადამიანს აჩუქო ან საქორწინო ბეჭდად გამოიყენო და ზედ ატვირთო სამახსოვრო  ფოტოალბომები... ჩვენი მეთოდით დამზადებული მხოლოდ ხის ბეჭდები რომ ავიღოთ, ყოველგვარი ფუნქციის გარეშე,  საკმაოდ ძვირად ღირებულია. ბეჭდის დასამზადებელი მასალები  მაღალი ხარისხისაა, ამიტომ უცხოეთში ვიძენთ. ხე, რომლითაც ბეჭედი მზადდება, მხოლოდ სპეციფიკურ ადგილებში – ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ მხარეში ხარობს. პროექტზე დამატებით მუშაობს ხის ორი სპეციალისტი და ერთი დიზაინერი, რომლებიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან და ხის დამუშავებას შეისწავლიან.
– მსოფლიოში კონკურენტები თუ გყავთ, მსგავსი პროდუქტი აქამდე არ არსებობდა?
– მსოფლიოში კონკურენტები გვყავს, თუმცა ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს. „კნიკი” ერთადერთი ჭკვიანი სამკაულია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან მზადდება. მომხმარებელს კი შესაძლებლობა ეძლევა, ბეჭდის დიზაინი თავად შეარჩიოს, მასზე ნებისმიერი წარწერა დაიტანოს და სასურველი ფერების განაწილებაც აირჩიოს. გარდა ამისა, ეს ერთადერთი სამკაულია, რომელიც საფულეს ანაცვლებს და იმავდროულად, მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაზეც ზრუნავს. ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, როდესაც დაგვიანებული გამოკვლევების გამო, ვერ ხდება ადამიანის გადარჩენა. ხელზე გაკეთებული ბეჭდით ექიმს შესაძლებლობა ექნება, უცებ გაიგოს სისხლის ჯგუფი და ასე შემდეგ. ასევე, შესაძლებელი იქნება ამ ბეჭედმა მობილურის ფუნქციაც შეითავსოს. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც კაფეში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი და ხელის ერთი მოძრაობით – ბეჭდის ტელეფონთან შეხებით, მასთან ვრეკავდი. მას უკვირდა, ეს როგორ ხდებაო, რადგან ტელეფონი მაგიდაზე მედო და უბრალოდ, ხელს ვადებდი.
– როგორ აქციეთ თქვენი გამოგონება ბიზნესად?
– ამ ბეჭედს რომ ვიყენებდით კაფეტერიაში, ავტობუსში... ყველა ინტერესდებოდა, გვეკიხებოდნენ, სად შეეძლოთ შეძენა და ჩვენც გადავწყვიტეთ, წარმოება დაგვეწყო. სხვადასხვა კონკურსზე გავიტანეთ და დაფინანსებები მოვიპოვეთ. პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური დარგის (ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება და ასე შემდეგ) კონკურსში 100 000-ლარიანი დაფინანსება მოვიპოვეთ, რამაც საშუალება მოგვცა, ბეჭდების წარმოება დაგვეწყო. ჯერჯერობით გაყიდვები არ დაგვიწყია. განვითარების ეტაპზე ვართ, ტექნიკას ვხვეწთ. ჯერ ორგანიზაციებისთვის ვაკეთებთ საპილოტე ვერსიას, შემდეგ ინდივიდუალურად დავიწყებთ დამზადებას. ჯერჯერობით, მხოლოდ ჩვენ ოთხს გვაქვს და ვიყენებთ. ფასიც არ ვიცით. საბაზრო სტრატეგია ჯერ არ შეგვირჩევია, მაგრამ ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასი ხის მასალით მზადდება, ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს შემდეგ ამერიკაში ვაპირებთ მის გატანას. ამ პროექტმა დიდი გამოცდილება მოგვცა. უპირველესად, ეს არის მენეჯერის და აიტის გამოცდილება. ბევრ ორგანიზაციას შევთავაზეთ, ვისწავლეთ ხალხთან, სტრუქტურებთან ურთიერთობა.
– როდესაც ამ ბეჭედს იყენებთ, პრობლემას არ აწყდებით ავტობუსში, მაღაზიებში?
– კი, ხშირად გაოცებას იწვევს. გავაკეთეთ ბეჭედი და გვინდოდა, „დაგვეტესტა“. ჩავდეთ „თიბისი“ ბანკის გადახდის ბარათის ჩიპი და შევედით მაღაზიაში. სალაროსთან რომ უნდა გადაგვეხადა, მივაწოდე ბეჭედი, შეიქმნა ძალიან მხიარული სიტუაცია, გნიშნავენო – ეუბნებოდნენ მოლარეს. ხშირად მაღაზიაში არ გვიჯერებენ, გადავიხდით და მოიცადეთო, გვეუბნებიან. სანამ ქვითარს არ შეამოწმებენ, მანამდე არ გვიშვებენ. ავტობუსის კონტროლიორებსაც ბარათის მაგივრად ბეჭედს რომ ვაჩვენებ, ძალიან უკვირთ. მაგრამ ბარათს აქვს თავისი საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი და იდენტიფიკაცია ადვილია.
–  თქვენ, ასევე, შექმენით მრავალფუნქციური ხელის ელექტროპროთეზი...
– სხვა გუნდთან ერთად ვმუშაობთ 3D პრინტერზე დამზადებული, მრავალფუნქციური ხელის ინოვაციურ ელექტროპროთეზზე, რომელიც კუნთის სენსორის დახმარებით ასრულებს კიდურის ფუნქციებს. ასევე, სპეციალური სენსორის მეშვეობით, უკრავს ფორტეპიანოზე. ხელს აქვს 3D მაუსის ფუნქცია, რაც შესაძლებლობას იძლევა, NFC თაგებით ყოველ ნივთთან უნიკალური ფუნქცია შეასრულოს. ადამიანს არ სჭირდება ფიქრი – ხელმა იცის, რასაც მიუახლოვდება და   როგორ უნდა შეეხოს. თუ ჭიქას მიუახლოვებ, ჭიქას აიღებს და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3