კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აბნევენ მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ჭადრაკში და რატომ იყიდა თოფი ევროპის ჩემპიონმა ნინო ხომერიკმა

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი ევროპის ჩემპიონი გახდა. 18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, მან 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, ზედიზედ მეორედ გამხდარიყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული. ჭადრაკი რომ რთული სპორტია და დიდ გონებრივ შესაძლებლობებს მოითხოვს, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ კარგი მოჭადრაკე რომ იყო, თურმე ფიზიკური სიძლიერეცაა საჭირო, ხანგრძლივ ტურნირებს უნდა გაუძლო. ლამაზმა, ფარფატა, მხიარულმა ნინომ თავისი როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური სიძლიერეც დაამტკიცა და საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა. ჭადრაკის სამყაროში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ამბობენ, რომ ის საქართველოს ჭადრაკის ისტორიას შეცვლის.
ნინო ხომერიკი: ხუთი წლის ვიყავი, ჭადრაკის თამაში რომ დავიწყე. მამა მწვრთნელია და მან მასწავლა. სამი და ვართ და სამივე ვთამაშობდით. თუმცა, დანარჩენებმა სხვა გზა აირჩიეს. პიველად ტურნირში ხუთი წლისამ მივიღე მონაწილეობა და კარგად არ მახსოვს, მგონი, 7 ქულიდან ორ-ნახევარი ავიღე (იცინის). თუმცა, აღსანიშნავია, რომ უფროსებში ვთამაშობდი. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატები და წარმატებები. 8 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე, ხოლო 9 წლის – უკვე ვიცე–ჩემპიონი ვიყავი. 10 წლიდან აღარ წამიგია – ყოველ წელს ვხდებოდი ჩემპიონი. წელს უკვე მონაწილეობა აღარ მივიღე, რადგან ჩემთვის კონკურენცია დაბალი იყო. საბოლოო ჯამში, საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონი ვარ, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი 14 წლამდე და ევროპის ორგზის გამარჯვებული.
– შენთვის ყველაზე რთული ტურნირი რომელი იყო?
– ეს იყო, ბიჭებთან თამაში. როგორც ნებისმიერ სპორტში, ჭადრაკშიც ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობები და შეხვედრები განსხვავებულია. ამ შეხვედრამ დიდი გამოცდილება მომცა და წარმატებაც მომიტანა. სწორედ ამ შეჯიბრზე გაამახვილა ყურადღება ჩემზე ნონა გაფრინდაშვილმა და შემაქო. რამდენიმე თვეში გავედი ევროპაზე და იქ უკვე იმხელა გამოცდილება მქონდა, არ შეიძლებოდა, წარმატებით არ დამესრულებინა თამაში.
– მამა, როგორც პროფესიონალი, ალბათ, ბევრ შენიშვნას გაძლევს თუ უგებ?
– მამასთვის არასოდეს არაფერი არ არის კარგი შედეგი. ყოველთვის ცდილობს, რაღაც იპოვოს და შენიშვნა მომცეს. ერთადერთხელ შემაქო და ეს იყო მაშინ, როცა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე, ბოლომდე მაინც არ შევუქივარ (იცინის).  მამა ჩემი მწვრთნელი 14 წლამდე იყო, ამ ასაკამდე მარტო ის მასწავლიდა, თუ როგორ მეთამაშა. უკვე მეოთხე წელია, რაც სხვა მწვრთნელთან გადავედი – ხვიჩა სუპატაშვილთან. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე დღეს ევროპის ორგზის ჩემპიონი ვარ. ტურნირებზე მამასთან ერთადაც დავდივარ. თუმცა, ხვიჩა ჩემი პერსონალური მწვრთნელია. მამას ბოლო წლებია, ვუგებ. სულ მეუბნებოდა, როცა მე მომიგებ, უკვე კარგად ითამაშებო. მართალია, კარგი მოთამაშეა, მაგრამ არ მაქვს მუღამი, ვეთამაშო, რადგან ვიცი, მოვუგებ (იცინის). ეს მართალია, ძალიან სწყინს, თუმცა უხარია კიდეც.
– შენზე დიდ იმედებს ამყარებენ და ამბობენ, რომ ჭადრაკის ისტორიას შეცვლი საქართველოში.
– დიახ, ეს დაიწერა და ცოტა რთულია, ამხელა ტვირთს რომ აგკიდებენ. ბევრი წარმატებული გვყოლია, მაგრამ ასე არ უთქვამთ. ეს რამდენადაც საპასუხისმგებლოა, იმდენად სტიმულის მომცემია. მინდა, საქართველოს ის დიდება დავურბუნო, რაც ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის დროს იყო. 
– ალბათ, მათი სახელები ხშირად გხვდება საერთაშორისო ტურნირებზე. რას ამბობენ ისინი შენს წარმატებებზე?
– კი, ორივეს სახელი ხშირად ისმის. თუმცა მათ შემდეგ დიდი ჩავარდნა ჰქონდა საქართველოს, აღარავინ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი. ქართველები შარშან გუნდურში გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, თუმცა ინდივიდუალურად, ჩემპიონობა არავის მოუპოვებია. ძალიან დიდი შრომა დამჭირდება, ჩვენს ქალ სპორტსმენებს რომ გავუსწრო და ნაკრებში მაინც მოვხვდე. რომელიღაც ჟურნალში დაიწერა, რომ ნონა გაფრინდაშვილი დიდ იმედებს ამყარებს ჩემზე. როცა ამხელა ტიტულოვანი სპორტსმენი ჩემზე ამბობს, ნიჭიერიაო, ეს ორმაგად საპასუხისმგებლოა. ვეცდები, ყველას იმედი გავამართლო. ჭადრაკი მხოლოდ გონებრივი სპორტი არაა, ის ფიზიკურ შესაძლებლობებსაც მოითხოვს. 5-6 სააათი მიმდინარეობს ტურნირები. ბოლო საათებში იმდენად ვიღლებით, თუ ფიზიკურად ძლიერი არ ხარ, ვერ გაუძლებ. 
– ჭადრაკის მიღმა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– რთულია ასე თქმა, რადგან ბოლომდე ამ სპორტში ვარ ჩართული. ჭადრაკს მიღმა ყველაფერი დედასთან  ერთად ხდება. იმიტომ რომ, დედა არის ყველაფერი. ყველანაირ პირობას მიქმნის იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო. ხშირად მეუბნება: ძალიან კარგი მოჭადრაკე უნდა იყო და უნდა იმუშაო, მაგრამ სილამაზე არ უნდა დაგავიწყდესო. ამიტომ, ბავშვობიდან დავყავდით მასაჟებზე, ცურვაზე. გვაჩვევდა თავის მოვლას, სწორ კვებას და ასე შემდეგ. ტურნირიდან რომ ჩამოვდივარ, მაშინვე ვიტამინებს მახვედრებს (იცინის). თუ მამა ჭადრაკშია, დედა – ჭადრაკის გარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კომფორტულად ვარ ჩემი ოჯახის წევრებთან, ძირითად დროს სწორედ მათთან ვატარებ. მიყვარს მეგობრებთან ერთად გასვლაც, მაგრამ ჩემთვის ეს დამღლელია. ოჯახის წევრებთან უფრო მოშვებული ვარ. ამიტომ, როცა დაღლილი ვარ, მათთან ერთად სადმე წასვლა და საუბარი მირჩევნია. ეს ჩემთვის განტვირვაა. თავისუფალ დროს დაკავებული ვარ ფიტნესით. კიდევ მიყვარს ტირი, თოფის სროლა. სახლისთვის ვიყიდე თოფი და გავიკეთე ტირი, სადაც ვისვრი ხოლმე (იცინის). მომავალში მინდა, ვინადირო კიდეც.
– ოლიმპიელების ჩაცმულობაზე რას იტყვი, როგორც სპორტსმენი?
– ეს გოგონები გამგზავრებამდე ვნახე იმ სამოსში. საკმაოდ ლამაზი კაბებია, მაგრამ ერთმანეთს რატომღაც ვერ შეეხამა. მე მაინც მხარს სპორტულ ჩაცმულობას ვუჭერ. ეს კაბები გახსნაზე და დახურვაზე ეცმებოდათ, ალბათ. ამით ჭადრაკს ვერ ითამაშებდნენ. როცა თამაშობ, მოხერხებული ტანსაცმელი უნდა გეცვას. არ უნდა გიჭერდეს და გაწუხებდეს, ყურადღება რომ არ გაგეფანტოს.
– როგორც ვიცი, მოწინააღმდეგეები თამაშის დროს ერთმანეთს აბნევენ. შენ გქონია მსგავსი მომენტი?
– დაბნევა უფრო მაშინ ხდება, როცა ქალი და კაცი ეთამაშება ერთმანეთს. ბევრი ბიჭისგან გამიგია, ისეთი ქალი დამისვეს ვეღარ ვაზროვნებდიო (იცინის). ეს ყოველივე უფრო დაბალ დონეზეა. ჩვენთან ჭადრაკი დონეების მიხედვითაა დაყოფილი. თუმცა, არიან ისეთები, რომ გაღიზიანებენ და ამით ცდილობენ, ყურადღება გაგიფანტონ. მაგალითად: ფეხი გაგკრან, მაგიდა გააქანაონ და ჭამონ კიდეც. როცა ტურნირი 5-6 საათი მიმდინარეობს, ჭამის უფლება გაქვს. ამ დროს შეგიძლია შოკოლადი, ან რაიმე მსგავსი მიირთვა. ზოგი იქვე ჭამს საჭმელს, რაც უსიამოვნოა. როცა რაიმე გამაღიზიანებელს აკეთებს, შეგიძლია, მსაჯს დაუძახო, მაგრამ ჭამას ვერ დაუშლი. მე ყურადღებას არ ვაქცევ მსგავს რაღაცეებს.
– შეყვარებული გყავს?
– არა. პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე არაფერი ხდება, დრო არ მაქვს. თვითონ არ ვუშვებ ჩემს ემოციებს ღრმად. შეიძლება, ვინმე მომეწონოს, მაგრამ რაღაც დონემდე გავჩერდე. გაგიკვირდებათ და ამ საკითხში თავს ვაკონტროლებ. მქონდა შემთხვევა, როცა ბიჭი მომწონებია, დარბაზში გაუვლია და იქ დამთავრებულა ჩემი ჭადრაკი (იცინის). ამიტომ, გადავწყვიტე, ვიდრე დიდ წარმატებას არ მივაღწევ, ამ თემას არ შევეხები.
– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს...
– კი, „ფეისბუქზე“ საოცარი ტექსტები მომდის. მწერენ: „მოდი, მეთამაშე“; „შორიდან მაინც დაგინახო“ და ასე შემდეგ. არის სიურპრიზებიც, თან საკმაოდ ძვირად ღირებული.  არ მიყვარს საჩუქრების აღება და ამაზე ჩხუბი მიდის ხოლმე.
– სამი გოგო ხართ. მამა როგორ რეაგირებს ამ ყოველივეზე?
–  უცხოეთში რომ მივიდივართ, ოთახიდან 5 წუთით თუ გავედი, მაშინვე მოდის, ამდენხანს სად ხარო (იცინის). ყველგან დამყვება. შარშან მარტო წავედი ევროპის ჩემპიონატზე და გაგიჟებული იყო. ჩემი თავი მწვრთნელს ჩააბარა და ის დარბოდა აქეთ-იქით. თუ ვინე შემომხედავს, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ასეთი რეაქცია აქვს ხოლმე: „ჩემს შვილს როგორ შეხედე“. ყოფილა, დიდ მოჭადრაკეებს, მაღალრეიტინგიანებს მოვწონებივარ, რომელსაც ვერ ეტყვი, ნუ უყურებ ჩემს შვილსო. იმათთან ცდილობს, ცივილიზებული დამოკდიებულება ჰქოდნეს, მაგრამ არ გამოსდის (იცინის).

скачать dle 11.3