კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინოვაციები დანერგა ბერიამ საქართველოში მოღვაწეობისას და როგორ შექმნა მან „ჩეკას“ პირველი სპეცნაზი

ლავრენტი ბერია რომ ინოვატორი იყო და სიახლეებს თამამად და ძალიან სწრაფად ნერგავდა, ამის თაობაზე ახლა ბევრს წერენ. ბერიამ საქართველოს „ჩეკასა“ და პარტიულ სამუშაოზე მოღვაწეობისას 100-ზე მეტი სიახლე დანერგა და მხოლოდ ამის მერე გადაიღეს ეს სხვა რესპუბლიკებმა და სხვა ქვეყნებმაც კი.
გენერალ-მაიორი, ისტორიკოსი ვსევოლოდ ნემოლიაევი წერს: „საგულისხმო ფაქტია, რომ ეგრეთ წოდებული „სპეცნაზის“ პირველი ქვედანაყოფი „ჩეკას“ უფროსის, ლავრენტი ბერიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა 1928 წლის 4 აპრილს. იმ დღეს, როდესაც საქართველოს „ჩეკას“ უფროსად ბერია ზუსტად ერთი წლის დანიშნული იყო (ბერია ამ პოსტზე 1927 წლის 4 აპრილს დაინიშნა). ძალიან ახალგაზრდა (29 წლის), მაგრამ უაღრესად გამოცდილი ბერია მიხვდა, რომ ისეთ სპეციფიკურ ორგანოს, როგორიც „ჩეკა“ იყო, სწრაფი და ზუსტი რეაგირების ძალები სჭირდებოდა, რათა წარმატებით გადაეჭრათ მათთვის დაკისრებული ამოცანები და გადაწყვიტა, საგანგებო-ოპერატიული რაზმი შეექმნა. წესდება, სტრუქტურა, შეიარაღება და ფიზიკური მონაცემებიც კი, ამ რაზმის მებრძოლებისთვის, პირადად ბერიამ შეადგინა და პირველი ნაკადიც (100 მებრძოლი) პირადად შეარჩია. მოგვიანებით, ბერიას პროცესზე ეს ინოვაცია გენერალმა კრიშინმა ბერიას „პირად არმიად“ მონათლა და ამტკიცებდა, რომ „ჩეკას“ შეფის ინტერესებს ემსახურებოდა, რაც იმ დონის იდიოტიზმი იყო, რომ ცალკეულ გამომძიებლებსაც კი ეცინებოდათ. „ჩეკას“ იმ პერიოდში ბოროტმოქმედებთან და წმინდა წყლის კრიმინალებთანაც უწევდა ბრძოლა.  ეს რაზმი კი წარმატებით ართმევდა თავს ამ ამოცანას. იმ წლებში განსაკუთრებით იყო მომრავლებული შეიარაღებული ბანდები. ისინი ძარცვავდნენ და ატერორებდნენ მოსახლეობას და სწორედ ბერიას შექმნილმა რაზმმა მოახერხა თითქმის ყველა ბანდის ლიკვიდაცია და დანაშაულმა საქართველოში მნიშვნელოვნად იკლო.
ბერიამ, რომელიც ყოველთვის პოლიტიკურ წინსვლაზე ფიქრობდა, ზუსტად გათვალა ყველაფერი. თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, რეიტინგი მნიშვნელოვნად აიწია. ანუ, კრიმინალის განადგურებით ხალხის სიყვარული მოიპოვა, საკავშირო დონეზე კი – პირადად სტალინთან უზადო შემსრულებლის სახელი მოიხვეჭა. ამით კი ორმაგად მოიგო და საბჭოთა ბელადმა ტყუილად არ დააწინაურა ლავრენტი ბერია უმაღლეს პოსტსზე...
ბერიამ ჯერ კიდევ 1928 წლის ზაფხულში, გაგრაში, სპეციალურ პოლიგონზე მოიწვია შავიზღვისპირეთში დასასვენებლად მყოფი სტალინი და თავისი პირმშოს (რაზმის) წვრთნა ანახა. ნანახს საბჭოთა ბელადი აღუფრთოვანებია და იმავე დღეს გაუცია ბრძანება, ანალოგიური რაზმები შეექმნათ, უპირველესად, მოსკოვსა და მთელ რუსეთში, შემდეგ კი სხვა რესპუბლიკებშიც. ამ სანახაობით მოხიბლულმა სტალინმა ბერია სათევზაოდ დაპატიჟა და საქარველოს „ჩეკას“ თავმჯდომარე თბილისში ტრიუმფატორი დაბრუნდა... მოსკოვში ჩამოსულმა ბელადმა კი ბერია ყველაზე პერსპექტიულ საბჭოთა ჩინოვნიკების სიაში შეიყვანა და მისმა პირადმა ბარათმა სპეცნომენკლატურის კარტოთეკაში დაიდო ბინა...
ბერიას თავბრუდამხვევმა კარიერამ და იმ მართლაც რევოლუციურმა ძვრებმა, რომელიც მან საქართველოში განახორციელა, ახალგაზრდა „ჩეკისტს“ უამრავი მტერი გაუჩინა და არა მარტო საქართველოში, არამედ ცენტრშიც, ანუ მოსკოვში. ყველაზე დიდი, სახიფათო მოწინააღმდეგე 38 წლის ლავრენტი ბერიასთვის მაშინდელი საკავშირო „ჩეკას“ თავმჯდომარე, ნიკოლაი ეჟოვი იყო. ამ ჯუჯა, ბოროტ და არასრულფასოვან კაცს ჰქონდა ინფორმაციები, რომ სტალინი ბერიას მის ადგილზე დაწინაურებას უპირებდა და გადაწყვიტა,  მოესპო... ეჟოვის დავალებით, 1938 წელს 11 იანვარს ლავრენტი ბერიას სამსახურებრივ მანქანას პიონერთა სასახლის ბაღიდან ავტომატური ცეცხლი გაუხსნეს და მართალია, ბერია არ დაშავებულა, მაგრამ მისი დაცვის წევრი იასონ მურღულია მძიმედ დაიჭრა... ტერორისტი, ვინმე ბადრი კოკიაშვილი ბერიას დაცვამ მოკლა და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. იმის მაგივრად, რომ თავდასხმის ობიექტი (ბერია) სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილზე გადასულიყო, ბერიამ საკუთარი მანქანით წაიყვანა მურღულია მიხაილოვის საავადმყოფოში და მხოლოდ მას მერე წამოვიდა იქიდან, როცა ექიმებმა მურღულიას გადარჩენის გარანტია მისცეს. ტერაქტი დილის 8 საათსა და 45 წუთზე მოხდა. შუადღისთვის კი უკვე მთელი საქართველოს „ჩეკა“ ფეხზე იდგა და მთელი რესპუბლიკის მასშტაბით 130 „ტერორისტი“ დააპატიმრეს. მოგვიანებით, უმეტესი მათგანი დახვრიტეს... სინამდვილეში, დაპატიმრებულებს ტერაქტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და კოკიაშვილი მარტო მოქმედებდა. უბრალოდ, ბერიამ ისარგებლა გარემოებით და მისდამი ოპოზიციურად განწყობილი, სხვადასხვა თანამდებობისა და ფენის ადამიანები მოიშორა თავიდან. ისინი „ჩეკას“ შავ სიაში იყვნენ და ადრე თუ გვიან ლიკვიდაცია ელოდათ.
1938 წელმა ბერიასთვის ძალიან ბობოქრად ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ მას სტალინი უჭერდა მხარს (სწორედ ამიტომაც), მისმა დიდმა მტერმა, ნიკოლაი ეჟოვმა საქართველოს „ჩეკას“ უფროსი სერგო გოგლიძე მოსკოვში გამოიძახა და ბერიას დაპატიმრების ბრძანება მისცა. 1953 წლის ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ბრალდებული გოგლიძე ამბობდა: „ეჟოვმა პირდაპირ მითხრა: ან ბერიას დააპატიმრებ და ჩემი მოადგილე გახდები, ან შენ და ბერიას ერთად დაგაპატიმრებთო. მე თანხმობა განვუცხადე და თბილისში დავბრუნდი. აეროპორტიდან პირდაპირ ბერიას ვეახელი და ყველაფერი მოვუყევი. ლავრენტი პავლოვიჩმა კი მითხრა:
– ახლავე მოსკოვში მივფრინავ და ყველაფერს სტალინს მოვუყვები. შენ კი აქ პირველ კაცად რჩები და ყურადღებით იყავი, იმ მაკაკა ეჟოვს რაიმე ხრიკი არ ჰქონდეს მომზადებულიო...
ბერია მეორე დღესვე დაბრუნდა თბილისში „სტალინური გარანტიით“, ხოლო რამდენიმე თვეში პირადად ბელადმა გადაიყვანა ის მოსკოვში ჯერ ეჟოვის მოადგილედ, შემდეგ უკვე ეჟოვის ადგილზე. პირადად ბერიამ დააპატიმრა ეჟოვი და ლუბიანკაზე მიიყვანა... სასამართლოს შემდეგ ეჟოვი სამ დღეში დახვრიტეს და როგორც ცნობილია, სწორედ ბერიამ გააკეთა ეს. ტყვია შუბლში ჩააჭედა და სროლის წინ უთხრა: შენ ვერ მომარტყი, მე კი არასოდეს ვაცილებო მიზანსო.

скачать dle 11.3