კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ უძილობას


უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ თუ გინდათ დაიძინოთ, მაგრამ არ გეძინებათ, ამ მიზეზით უარი არ თქვათ ძილზე. აუცილებლად დაწექით და სცადეთ, დაიძინოთ. თუ გინდათ, რომ ღამის განმავლობაში ნორმალური ძილი გქონდეთ, არ წახვიდეთ დასაძინებლად ადრე ან არ დაიძინოთ დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი შეიძლება გქონდეთ. ძილი დამოკიდებულია კვების რეჟიმზე. თუ ადრე აპირებთ დაძინებას, არ ჭამოთ ექვსი საათის შემდგომ და არაფრით დალიოთ გამაგრილებელი სასმელები, ცხელი შოკოლადი, ყავა, ჩაი. შეეცადეთ, კვირაში 2-3-ჯერ ითამაშოთ სპორტული თამაში ან დაკავდეთ რაიმე სახის ფიზიკური აქტივობით. ისეირნეთ ძილის წინ ფეხით ან ველოსიპედით. ნუ გადაიღლით გონებას უშუალოდ ძილის წინ ინსტენსიური სწავლით. ძილის წინ კარგია აბაზანის მიღება, მასაჟი, მედიტაცია, მაგრამ არა სწავლა თუ, უბრალოდ, კითხვა ან ტელევიზორის ყურება. რადგან საინტერესო თემების გაცნობის შემდეგ, ტვინი კიდევ დიდხანს აგრძელებს აქტიურ მუშაობას და დაძინებას ვერ ვახერხეთ. რაც მთავარია, ასწავლეთ თავს ერთსა და იმავე დროს დაძინება. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა. თუ არ გეძინებათ, მოუსმინეთ მუსიკას, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მუსიკა იყოს წყნარი, რომ სიმშვიდე მოგგვაროთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, კომფორტულია თუ არა საძინებელი, ან ქუჩიდან შემოსული ხმაური თუ გაწუხებთ, რაც, რა თქმა უნდა, ხელის შემშლელი ფაქტორია. ამიტომ, ძილის წინ მაქსიმალურად შეეცადეთ ხმაურის დახშობას და გამოიყენეთ საწოლი მხოლოდ დასაძინებლად. თუ საძინებელში, საკუთარ ლოგინშივე მიირთმევთ საკვებს, სწავლობთ, მუშაობთ და ასე შემდეგ, ასეთ საწოლზე დაძინება გაგიჭირდებათ. როგორც წესი, მეორე დღის გეგმებსა და პრობლემებზე ძილის წინ ვფიქრობთ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ხშირად ამ დროს ვიღებთ, რაც, ასევე, აურყოფითად აისახება ძილზე. უნდა შეეცადოთ, მნიშვნლეოვანი საქმეების შესრულება და გეგმების დასახვა დღის პირველ ნახევარში მოასწროთ. თუ დაწოლისას მალევე არ გეძინებათ, ლოგინში წრიალს ჯობია, ადგეთ, გაიაროთ, გააკეთეთ სუნთქვითი ან მსუბუქი ვარჯიშები, მოუსმინოთ ისევ და ისევ მშვიდ მუსიკას. არასწორია დამკვიდრებული აზრი, ცხვრებისა და მგლების თვლის თაობაზე. ეს, პირიქით, ააქტიურებს გონების მუშაობას და ხელს უშლის დაძინებას. არ მიიღოთ ალკოჰოლი, როგორც ძილის დამხმარე საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დოზით ალკოჰოლმა, მართლაც, შეიძლება, მოგცეთ სასურველი შედეგი, მაგრამ ეს იქნება ზედაპირული, ძალიან მოკლე დადებითი მოქმედება. დილით კი მას მოჰყვება თავის ტკივილი, დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, რაც, თავის მხრივ, უძილობის პრობლემას გაგიმწვავებთ. სამაგიეროდ, ძილის მოსაგვრელად ძალიან  კარგია ერთი კოვზი თაფლი.  არ ჩათვალოთ, რომ თბილი ოთახი უფრო კომფორტულია დასაძინებლად და ძილის წინ ოთახი არ გაათბოთ. პირიქით, ხშირად გაანიავეთ საძინებელი.
უძილობასთან ბრძოლა ხალხური საშუალებებითაც შეგიძლიათ და როგორც უკვე ვთქვით, თაფლი ამისთვის საუკეთესო და თან, სრულიად უვნებელია. ძალიან კარგია ორთქლის აბაზანა და მუხის ქერქის ნაყენიც, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს. კარგია „ბორჯომის“, თაფლისა და ლიმონის ნაზავი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთი სუფრის კოვზი „ბორჯომი“, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ დილაობით ერთი თვის განმავლობაში. ძალიან კარგია ლიმონის, თაფლისა და ნიგვზის ერთობლიობა ან წიწიბურა, თაფლი და კაკალი. შეურიეთ ერთი კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი, სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას. ჩაყარეთ მასში ნიგოზი და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი, ძილის წინ დაწოლამდე. ასევე, კარგი შედეგი აქვს თაფლისა და წყლის ან იოგურტის ნაზავს. ერთი სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში და მიიღეთ ძილის წინ. ანდა, ერთი  კოვზი თაფლი გახსენით ერთ ჭიქა იოგურტში და მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში ძილის წინ.

მკურნალობა
კარტოფილის წვენით
კარტოფილის წვენის დახმარებით ბევრი დაავადების გამკლავება შეგვიძლია. ის გამოიყენება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად, წყლულებისა და გასტრიტის დროს. კარტოფილის წვენი კარგი შარდმდენია. ამიტომ, კარგია მის გამოყენება თირკმლის სხვადასხვა დაავადების დროს. გარდა ამისა, მისი საშუალებით შეგვიძლია, დავაჩქაროთ სისხლჩაქცევებისა და დამწვრობის მკურნალობა. სასურველი შედეგის მისაღწევად, უნდა გამოიყენოთ ახალი კარტოფილი და  მოაშოროთ დაზიანებული ადგილები. სასურველია, წითელი ან მოვარდისფრო  კარტოფილის ბოლქვები. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ კარტოფილის წვენი აუცილებლად მიიღოთ დამზადებიდან, მაქსიმუმ, ათი წუთის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, წვენი ფერს შეიცვლის, რაც პროდუქტის გაუარესების ნიშანია. კარტოფილის წვენს დამატებული ნიახურისა და სტაფილოს წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა სტრესის მოსახსნელად.
ზოგადად, კარტოფილის წვენით ბევრი დაავადების მკურნალობა შეიძლება, მაგრამ თითოეულს განსხვავებული რეცეპტი აქვს:
თუ პანკრეასი გაწუხებთ, შეურიეთ კარტოფილის წვენს იგივე რაოდენობის სტაფილოს წვენი და მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქის ოდენობით, ჭამამდე ოცი წუთით ადრე.
თავის ტკივილის და მაღალი არტერიული წნევის დროს, მიიღეთ სუფთა სახის კარტოფილის წვენი, მეოთხედი ჭიქის ოდენობით, ასევე ჭამის წინ.
კუჭის შეკრულობისას კარტოფილის წვენს შეურიეთ ჭარხლის წვენი. ამ შემთხვევაშიც იგივე თანაფარდობით (1:1) და მიიღეთ ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გულძმარვისა და გასტრიტის დროს მკურნალობის კურსია საჭირო. ერთი ჭიქა სუფთა კარტოფილის წვენი უნდა მიირთვათ დილით, უზმოზე. შემდეგ, უბრალოდ, მოატყუეთ კუჭი ნახევარი საათის განმავლობაში და საუზმე ამის შემდეგ მიირთვით. ეს კურსი გააგრძელეთ ათი დღე. მომდევნო ათი დღე დაისვენეთ და შემდეგ კიდევ ერთხელ  ჩაიტარეთ ათდღიანი კურსი.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში, სუფთა კარტოფილის წვენი სვით კვებამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ. დილით – მეოთხედი ჭიქის, შუადღეს – ნახევარ ჭიქისა და  საღამოს – სამი-მეოთხედის ოდენობით. აქაც, წინა შემთხვევის ანალოგიურად, ჩაიტარეთ ათდღიანი კურსი, შემდეგი ათი დღე დაისვენეთ და მომდენო ათი დღის განმავლობაში გაიმეორეთ იგივე.
თუმცა, როგორც ყველაფერს, კარტოფილსაც აქვს უკუჩვენებები. არ შეიძლება მისი წვენი სამკურნალოდ გამოიყენოს მან, ვისაც დიაბეტის მძიმე ფორმა აქვს. ასევე, არაა რეკომენდებული კარტოფილის წვენის გამოყენება კუჭის მჟავიანობის შემცირებისას.

კისრის ოსტეოქონდროზის ვარჯიშები
1) საწყისი მდგომარეობა – თავი გეჭიროთ სწორად და მზერა პირდაპირ გქონდეთ მიპყრობილი. შუბლი ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულს, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
ხელისგული მთელი ძალით დაიჭირეთ კეფაზე, კეფით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ. გაითვალისწინეთ, არც თავი და არც ხელისგული ზეწოლის დროს არ უნდა მოძრაობდეს.
2) მარჯვენა საფეთქელი ძლიერად დააჭირეთ მარჯვენა ხელისგულს.
იგივე გააკეთეთ მარცხენა საფეთქლითა და მარცხენა ხელით. გაითვალისწინეთ – ზეწოლისას საფეთქელიც და ხელისგულიც უძრავი უნდა დარჩეს.
3) ნიკაპი ხელისგულს დააჭირეთ და ძლიერად დააწექით. ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ. ყოველი მოძრაობა გაიმეორეთ 3-5-ჯერ 7-10 წამის განმავლობაში.
4) ნიკაპი ასწიეთ და თავი ბოლომდე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (გაიმეორეთ 5-ჯერ).
5) ნელა, ძალის დატანებით ბოლომდე მიაბრუნეთ თავი მარცხენა მხარეს. შეჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.
 6) ნელა, ძალის დატანებით ბოლომდე მიაბრუნეთ თავი მარჯვენა მხარეს. შეჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.
7) ნელა, ძალის დატანებით დაწიეთ დაბლა თავი ისე, რომ შეეხოთ ნიკაპით გულმკერდს. შეიკავეთ დაძაბულობა კუნთებში რამდენიმე წამი. შემდეგ მოადუნეთ კუნთები და აწიეთ თავი. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
8) ნელა, ძალის დატანებით გადაწიეთ თავი რაც შეიძლება უკან. შეიკავეთ დაძაბულობა კუნთებში რამდენიმე წამი და შემდეგ მოადუნეთ კუნთები. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 5-10ჯერ.
 9) თავი ოდნავ უკან გადაწიეთ. შეეცადეთ, მარჯვენა ყურით შეეხოთ მარჯვენა მხარს. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა მხარეს (5-10ჯერ).
10) „დაწერეთ“ ცხვირით ციფრები 1-დან 10-დე 5-ჯერ.
ეცადეთ, ვარჯიშები შეასრულოთ დღეში 2-ჯერ, თავდაპირველად, 5-10 წუთის განმავლობაში. მერე და მერე კი, ვარჯიშის დრო ყოველთვიურად თითო წუთით გაახანგრძლივეთ. შედეგს მხოლოდ რეგულარული ვარჯიშით მიაღწევთ. 
ამ ვარჯიშებთან ერთად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
კისრის ოსტეოქონდროზის დროს მუცელზე წოლა უკუჩვენებაა. ასე წოლას რომ გადაეჩვიოთ, ღამით კისრის დამჭერი გაიკეთეთ. ოსტეოქონდროზს არ უხდება: ჩქარი ნაბიჯით, ასევე არასწორ გზაზე სიარული, ფეხზე დიდხანს დგომა. იარეთ და იჯექით სწორად, გასწორებული კისრითა და ხერხემლით. თუ დიდხანს მოგიწევთ ფეხზე დგომა, შეეცადეთ, ფეხები ერთმანეთს შეანაცვლოთ – ხან ერთ ფეხს დაეყრდენით, ხან მეორეს, რომ ხერხემლის განტვირთვა მოხდეს. აუცილებლად დაჯექით მისაყუდებლიან სკამზე. ერიდეთ გაციებას და ორპირ ქარს – ამან შესაძლოა, კუნთების დაძაბვა გამოიწვიოს, რაც ხშირად იქცევა ხერხემლის კისრის ნაწილის მწვავე ტკივილის მიზეზად.
თავის ტკივილისას მსუბუქი, წრიული მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები ორ-ორი წუთის განმავლობაში. ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ. ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს თავის წრიული მოძრაობა უკუნაჩვენებია – ასეთი ვარჯიში მეტისმეტად ტვირთავს ხერხემლის კისრის ნაწილს და შესაძლოა, არა მარტო ტკივილის გაძლიერება, არამედ დაავადების მწვავე პერიოდის გახანგრძლივებაც გამოიწვიოს. არ მოიმატოთ წონაში და თუ ბრტყელტერფიანი ბრძანდებით, ფეხსაცმელში აუცილებლად  ჩაიფინეთ სუპინატორი. თავი დაიბანეთ შხაპის ქვეშ, რადგანაც ხანგრძლივად თავის დახრამ შესაძლოა, კისრის კუნთების გადაძაბვა გამოიწვიოს. ღამე უნდა იწვეთ გასწორებული. ლეიბი უნდა იყოს საშუალო სიმაგრის, ანუ არც მაგარი და არც რბილი. კისრის არეში უნდა გედოთ კვადრატული ფორმის პატარა ბალიში. თუ ლოგინი ძალიან სწორია, კარგი იქნება, თუ წელის არეშიც პატარა ბალიშს დაიდებთ. თუ ტკივილი გაქვთ ხერხემალში, მაშინ სასურველია, პატარა ბალიში მუხლების ქვეშაც დაიდოთ. ხშირად იცურავეთ. თქვენთვის რეკომენდებულია ბრასის სტილით და ზურგზე ცურვა. ჩაიტარეთ სამკურნალო მასაჟის 10 სეანსი წელიწადში ორჯერ მაინც. თუ სისტემატურად გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, ეცადეთ, ეკრანი თვალების დონეზე დაიდგათ. ეს ტელევიზორის ეკრანსაც ეხება.

скачать dle 11.3