კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჭილიკაშვილი-ჭილიკაძე
ჭილიკაშვილი – ჭილიკაძე ერთი და იგივე გვარია. 1700 წელს, ერთსა და იმავე საბუთში ერთი და იგივე პიროვნება ხან ჭილიკაშვილად და ხან ჭილიკაძედ მოიხსენიება.
გვარის ფუძე მამაკაცის საკუთარი სახელიდან – ჭილა არის ნაწარმოები მოფერებით. კნინობითი სახელია ჭილაკა.
„დიასამიძე იოსემ მიჰყიდა ნაფუძარი და ბაღი საბოსტნითა და კალო-საბძლით ჭილიკაშვილის ნაფუძვრამდე და ქვემო ნიქოზის ბოლოს მდებარე მიწა ჭილიკაძის საზღვრამდე”.
საქართველოში 22 ჭილიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 15, დედოფლისწყაროში – 1, ოზურგეთში – 1. არიან სხვაგანაც.
მამუჩარაშვილი-მამუჩაშვილი
ქართულ გვარში ფუძედაა გამოყენებული მამისგან ნაწარმოები მოფერებითი სახელი – მამუჩარი. მსგავსი ფუძითაა ნაწარმოები გვარი მამუჩაშვილიც. ასევე, ყოფილა გვარი მამურჩაი – „მეჭურჭლეთუხუცესი, დაამტკიცა ჭყონდიდელის მიერ მგელა აბულახტარისთვის მიცემულ სოფლის წყალობით დაწერილი“.
მამადან ბევრი გვარ-სახელია წარმოშობილი, მამაიშვილიდან დაწყებული მამუშალვიშვილით დამთავრებული.
მეცხრამეტე საუკუნიდან (1860-იან წლებში) დაწყებული რუსებმა აღწერეს ქართული გვარები, მათ სუფიქსი – შვილი და ძე ჩამოაცილეს და რუსული ფორმატები – ოვი და იევი დაუმატეს. ამ გზით გაჩნდა მამუჩაროვი, მამუკოვი, მამულოვი, კევლიევი და სხვა.
მამუკაშვილი აბაშიძეთა გვარიდანაცაა ნაწარმოები.
მამუჩიშვილი ჭავჭავაძეთა გვარიდანაა ნაწარმოები.
საქართველოში 297 მამუჩარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 182, გორში – 66, თბილისში –  35. არიან სხვაგანაც.
კიკნაძე-კიკნაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი კიკნა, რაც მცირეს, პატარას ნიშნავდა.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, კიკნაძეებს 72-ე ადგილი უჭირავთ.
იოანე ბაგრატიონი წიგნში „შემოკლებათა აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” წერს: „აზნაური კიკნაძე” – ეს გვარი ჩანდა წელსა 1537, დაეშენენ იმერეთს და მის გამო დაშთნენ იმერეთს, გამრავლდა გვარი და იწოდებიან კიკნაძეებად”.
კიკნაძე ზოგჯერ გვხვდება კიკნაშვილად.
„კიკნაშვილი მძოვრეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ოთხ კაცს ევალებოდა, თოფით ლაშქრობა” (მეჩვიდმეტე საუკუნის მე-2 ნახევარი).
„დოროთეოს კათოლიკოსმა სოფელი ნიტრა და იქ მცხოვრები აზნაური, ერთი კომლი კიკნაძე, შესწირა ნიტრიის ეკლესიას (1589-1600 წლები).
1840-იან წლებში კიკნაძეები იმერეთში ცხოვრობდნენ სოფლებში: ობჩა, ირტავაზა, საბე, სარგვეთი, საქარა, სვირი, ფარცხანალი, ლარიხევი, ღორეშა, ჩხერი.
საქართველოში 5 245 კიკნაძე ცხოვრობს: თბილისში – 1962, ხაშურში – 684, ხარაგაულში –  603. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3