კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიუღებელ ქმედებებს სჩადიან წირვაზე ქრისტიანები და როდის ხდება მათი ეკლესიურობა არასწორი

ამბიონიდან მუდმივად გვესმის დარიგება: არ ლოცულობთ, არ ებრძვით ვნებებს, არ მარხულობთ და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: კარგია ჭკუის დარიგება, მხილება, მაგრამ რა არის მთავარი: როგორ ვიაზროვნო სწორად, როგორ გავიგო, ჩემი სული ჯანსაღია თუ სნეული,  ჩემი აზროვნება, ჩემი დამოკიდებულება ღმერთისადმი სწორია თუ არა... როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერი ცხოვრება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 – მამაო, როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერი ცხოვრება? რა უნდა გააკეთოს  ამისთვის?
– ადამიანმა სულიერი ცხოვრება რომ დაიწყოს, ჯერ სულიერი აზროვნება უნდა გააჩნდეს. მის გარეშე სულიერი ცხოვრება რომ დაიწყოს, ის არასწორად წარიმართება და ასე რომ არ მოხდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს შემეცნება. ორი გზა არსებობს – სიცოცხლისა და სიკვდილის. აირჩევ ღმერთს – იცოცხლებ, აირჩევ ეშმაკს და მოკვდები. არ გინდა ღმერთი, მაშინ აირჩიე სიკვდილი; არ გინდა სიყვარული, მაშინ აირჩიე სიძულვილი; არ გინდა სიკეთე, აირჩიე ბოროტება. ერთი ღმერთი არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე რწმენა, პირველი – ეს არის რწმენა ჭეშმარიტი ღმერთისა, რომ არსებობს უკვდავება, მარადიული ღმერთი და ეს არის პირველი გზა, გზა სიცოცხლისა. მაგრამ არსებობს მეორე გზა – ბარაბას გზა, კაცის მკვლელობის, ქურდობის, ყაჩაღობის გზა.
– რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი რწმენა აირჩიოს?
– თუ გვინდა სიყვარულის გზაზე ვიაროთ, ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი რწმენა ავირჩიოთ, სწორი აზროვნება უნდა გვქონდეს, რითაც იწყება სწორი სულიერი ცხოვრება. დამახინჯებული აზროვნება კი მოხიბლული, დაზიანებული აზროვნებაა: დავდივარ ეკლესიაში, ვეზიარები, ყოველ კვირას მოწყალებას გავცემ, არ ვარ ისეთი, როგორც ჩემი მეზობელი, ქმარი ან რომელიმე მეგობარია. სწორი აზროვნება კი როგორ იწყება: მე კეთილი არაფერი მიქნია, ცოდვილი ვარ ცოდვილთა შორის, ოჯახში, სამსახურში და ღმერთი გადამარჩეს მე. ანუ, საკუთარი თავი როცა ცოდვილად მიგაჩნია, ეს არის ჯანსაღი აზროვნება. ვისი სულიც დასნეულებულია, ის ფიქრობს: რა კარგი ვარ, რა მშვენიერი, სხვებს, სხვა ეროვნების, რელიგიის ადამიანებს ვჯობივარ. ლუკას სახარებაში წერია და ვინც ამას გაიგებს, ის დაიწყებს სულიერ ცხოვრებას: „სარწმუნო მცირედზეც მრავალზეც სარწმუნოა. და ვინც მცირედზე ცრუა, ის მრავალზეც ცრუ იქნება”. თუ შენ მცირედში ერთგული ხარ, დიდშიც ერთგული იქნები. ამიტომაც, უფალი მოითხოვს: მცირედით დაიწყეთო. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მცირედია, როდესაც შენ იწყებ სწორ, გონივრულ ლოცვას. წმიდა მამებიც გვასწავლიან: თუ არ ლოცულობ, ლოცვები მაინც წაიკითხეო. თუმცა, აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნურავის დაავალდებულებთ ლოცვების წაკითხვას, ნურც ახალმოქცეულ ქმარს და ნურც თქვენს შვილებს. ბევრი წირვაზე კითხულობს დილის ლოცვებს, ან ზიარების წინ ლოცვებს, ან პარაკლისს.  ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ გაინტერესებს, რას კითხულობს მედავითნე, რას გალობს გუნდი, რა კვერექსები ითქმება. მერე გახვალ გარეთ, ჭორაობ, შემოდიხარ ეზიარები და გარბიხარ სახლში. წირვაზე, მოსმენის გარდა, სხვა რაღაცის კეთება მიუღებელია. შეიძლება, თავიდან ბოლომდე ვერ გაიგოთ ყველაფერი, გაგეფანტოთ გონება, ან თქვენი შვილები, მეუღლეები ახალმოსულები არიან ეკლესიაში და არ შეუძლიათ ლოცვების წაკითხვა, უთხარით: 5 წუთი აჩუქეთ უფალს და წაიკითხეთ „იესოს ლოცვა“: „უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ და შენ უკვე მცირედში იქნები ერთგული, ეს ლოცვაც გამოიღებს თავის ნაყოფს. აქვე მინდა, აღვნიშნო ერთი რამ: სტიქაროსნები თავისთვის ვერ ლოცულობენ წესიერად და ამ დროს წირვის განმავლობაში ხელში უჭირავთ „მოსახსენიებლები“ და საბრალო სახით კითხულობენ. როცა „მოსახსენიებლის“ პატრონი იმ დროს ან საყიდლებზე დადის, ან ზღვაზე გრილდება, ან სძინავს, მოკლედ, არ ვიცი, რას აკეთებს. თუ ლოცვაზე, წირვაზე არ მოდიხარ და შენს ახლობელს ურეკავ ან მესიჯს სწერ: ჩემი „მოსახსენიებელი“ საკურთხეველში შეაგზავნეო, ასეთი მოხსენიება ვის რაში სჭირდება. თუ ავად ხარ, რატომ მოძღვარმა არ იცის? დაურეკე ან მისწერე, რომ ცუდად ხარ, ან საპატიმროში ხარ, ან უცხოეთში და მოგიხსენიებს. როცა მოძღვარი და სტიქაროსნები შიგნით კითხულობენ შენს „მოსახსენიებელს“, შენთან ერთად უნდა ლოცულობდნენ და ამ დროს შენ არ ხარ ეკლესიაში, ან ხარ და რას აკეთებ, არავინ იცის. ეს მაგიაა და არა ლოცვა, მოხსენიება. ის, ვისი სახელებიც შენს მოსახსენიებელში წერია, ზეპირად უნდა იცოდე, დადექი წირვაზე და მოიხსენიე ის სახელები. უფალი, მოძღვარი და შენ უნდა იყო ამ დროს. სტიქაროსანი, უბრალოდ, ახმოვანებს ამ ყველაფერს. თუ სტიქაროსანს დაეზარება ან გამორჩება, ამას ანგელოზები აკეთებენ, მაგრამ ამ დროს შენ რას აკეთებ? არაფერს – მცირედში ერთგულიც არ ხარ და ამ დროს გინდა, დაუჯდომლები წაიკითხო, პარაკლისები, მაგრამ შენი ლოცვა არ სცდილდება ეკლესიის გუმბათს და სახლის ჭერს.
– როგორია მეორე მდგომარება სულიერი ცხოვრების დასაწყებად?
– მეორე – ეს არის მარხვა. ჩვენ კარგად მივეჩვიეთ კალენდარულ მარხვებს, მაგრამ მარხვა ის არ არის, როცა გახსნილდება, დამშეული მიუჯდები მაგიდას, 30 ხინკალს  დაგიდებენ და ყველას შეჭამ, თან ისე, რომ არ გინდა, მაგრამ მაინც ჭამ. მარხვა ის არის, რომ ხელს ჩამოიღებ და იტყვი: არ გრცხვენია, როგორ შეიძლება ამდენის ჭამა. მარხვა ის არის, როცა შენი სტომაქის დამორჩილება შეგიძლია. იოანე სინელი ამბობს: დედაკაცთა ნაშობს შორის ვერ ვნახე ვერავინ, ვისაც სტომაქის დამორჩილება შეუძლიაო. აქაც მცირედში ერთგულები უნდა იყოთ, როგორც ხსნილში, ასევე მარხვის დროს. შემდეგი მდგომარეობა, ეს არის სიყვარული. ეკლესიაში ყველაზე დიდი სწავლებაა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს მტერი შენი. შეიყვარე შენი ქმარი, შენი ცოლი. თუ გიყვარს, რატომ ჩხუბობ, რატომ წყევლი, რატომ ეჯიჯღინები?! საკუთარი ცოლი და ქმარი არ გვიყვარს და რომელ მტრის სიყვარულზეა საუბარი. სიყვარულით უნდა გააკეთოთ ყველაფერი. თუ იმას, რაც შენ – კაცს, ქალს, შვილს გევალება, გააკეთებ სიყვარულით, ნამდვილად დაიწყებ სულიერ ცხოვრებას. სულიერი ცხოვრება არ არის 27 პარაკლისისა და 27 დაუჯდომლის წაკითხვა. ეს მოხიბლული მდგომარეობაა. ასე რომ, გთხოვთ, შევუდგეთ ჩვენს ოჯახს, მოყვასს მხარში.  ვთქვათ „იესოს ლოცვა“, შევინახოთ მარხვა, ნაკლები ვჭამოთ, ყურადღება მივაქციოთ მეუღლეებს, შვილებს: სად არიან ისინი, სად ვართ ჩვენ და დამერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება საკმაოდ ნაყოფიერი იქნება და ჩვენ ვიქნებით ღმერთთან.

скачать dle 11.3