კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

მიუტევეთ და მოგეტევებათ
რომელ ჩვენგანს არ უნდა უფლისგან ცოდვათა შენდობა მიიღოს? ისინი ხომ მრავლად გვაქვს ჩვენ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცოდავ. ბოროტების სიღრმესა და სასოწარკვეთილების დამღუპველ მორევში დანთქმულს არ ძალუძს, ისურვოს ცოდვების მიტევება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს შორის არ მოიძებნება ისეთი გულქვა დამნაშავე, რომელსაც სინანულის ნატამალიც არ აქვს, უეჭველია, რომ ყველას გვსურს გვეპატიოს, რაც კი შეგვიცოდავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისგან შენდობა მაშინაა შესაძლო, როცა თვით ჩვენ ვპატიობთ სხვებს შეცოდებებს: „თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი“ (მთ. 6,14-15).
ხომ ხედავთ, რომ, თუ ღვთისგან ცოდვათა შენდობას ითხოვთ, პირველ ყოვლისა, ძვირისმოხსენე არ უნდა იყოთ. შეურაცხყოფა ყველას უნდა შეუნდოთ.
სამწუხაროდ, ჩვენში არიან გულქვა ადამიანები, რომლებიც თვით წმიდა ზიარების დროსაც კი, არა თუ სხვისგან არ ითხოვენ პატიებას მიყენებული წყენის გამო, არამედ არც პატიობენ მათ, რომლებიც შენდობას ევედრებიან. ამგვარი შემთხვევა მრავალია ნათესავებს შორის. დევნილობის დროს ერთი ქალი მივიდა მღვდელთან საჩივრით: „როგორ მოვიქცე, მამაო! შენდობა ვთხოვე დედამთილს, ის კი არ მპატიობს“. „წადი, – უთხრა მას მღვდელმა, – კიდევ ერთხელ სცადე შერიგება, პატიების თხოვნა, თაყვანი ეცი“. ქალი ისევ დაბრუნდა მღვდელთან: „თაყვანი ვეცი მიწამდე, – თქვა მან, – ფეხებს და ხელებს ვუკოცნიდი, მაგრამ არ შემინდო“.
ამგვარი უგრძნობელი ადამიანები, რომლებიც არ აღასრულებენ წმიდა ეკლესიის კანონებს, მიდიან ტაძრებში, ანთებენ სანთლებს, ყიდულობენ სეფისკვერს და ცდილობენ, ეზიარონ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს. ასეთი ადამიანები ეზიარებიან კიდეც, მაგრამ ეს მათთვის განწმენდა, ცოდვათა მიტევება და სხეულისა და სულის განკურნება კი არაა, არამედ საკუთარი თავის განსჯა და გასამართლება.
მაგრამ, როგორ არის შესაძლო, – იკითხავს ვინმე, – ისეთი დიდი შეცოდებების პატიება, რომელთა დავიწყება სიცოცლის ბოლომდე შეუძლებელია? მიტევება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ როგორი სიმშვიდე და სიმსუბუქე გეუფლება, როცა მიუტევებ – თითქოს მძიმე ლოდი გადავიგორეთ სულიდან და საღვთო სიხარულში დავემკვიდრეთ.
ძვირისხსენებას სიკეთისკენ არ მივყავართ. ვინც სხვას არ პატიობს, ღვთის რისხვას იმსახურებს. ნუ ვიქნებით ძვირისმოხსენენი, შევუნდოთ და შევურიგდეთ ყველას. მზე ნუ ჩავა ჩვენს განრისხებაზე!
მოგვმადლე, უფალო, ძალა, რათა ამქვეყნად მივუტევოთ ყველას ყოველი შეცოდება და მშვიდობით ვცხოვრობდეთ მათთან.

სულით მკვდრები
ძმებო, ყველამ ვიცით, თუ რას ნიშნავს სხეულით მკვდარი. ხორციელი სიკვდილი – ეს ღვთის განჩინებაა ჩვენი ცოდვებისათვის, რომელიც ჯერ კიდევ პირველივე ადამიანს განებოძა: „რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბ. 3,19).
მაგრამ, ამას გარდა, არის კიდევ სხვაგვარი სიკვდილი, რომელიც გაცილებით უიმედოა და უბედური, არსებობენ სულიერად მკვდრები. სწორედ ეს არის უმეტესად სამწუხარო, რომელთათვისაც, ხამს უფრო ხშირად ვედრება უფლის მიმართ.
ვინ არიან ასეთი ადამიანები? სულიერად მკვდარ ადამიანში დაახლოებით იგივე ხდება, როგორც ჩვეულებრივ გარდაცვალებულ ადამიანში. სხეულით მიცვლილი ტოვებს ყველაფერს, რითაც ამქვეყნად ტკბებოდა. ტოვებს ყოველივე მიწიერს: სიმდიდრეს, დიდებას, პატივს. ყველაფერმა დაკარგა თავისი მიმზიდველობა. როგორ ხმამაღლა და ძლიერ არ უნდა ტიროდნენ მისი ნათესავები და მეგობრები, ის ვერ გაიგებს ამას. ასევე, სულით მკვდარიც საჭიროდ არ მიიჩნევს მას, რაც აუცილებელია მისი სულისთვის. ცოდვათა გამო სინანული და ცრემლი მას არ გააჩნია. წმიდა ზიარებას გაურბის და რამდენიმე წელიწადი უზიარებლად ცხოვრობს. მაცხოვრისეული სწავლება აღარ იპყრობს მის ყურადღებას. რაც არ უნდა უქადაგოთ, მაინც ყრუდ რჩება. სახარება მისთვის ისეთი წიგნია, რომ ხელში დაჭერაც კი ემძიმება მისი. ეკლესიის ზარი, რომელიც ტაძარში სალოცავად უხმობს – უტყვია მისთვის. თითქოს ეს ზარი სხვისთვის ხმობს, ის არ წავა მისკენ, დრო არა აქვს. ურჩევნია, ფუჭ საუბარში გაერთოს, ცხოვრებისეული წვრილმანებით იცხოვროს. ერთი სიტყვით – იგი მკვდარია სულიერად. მკვდარია წმიდა ტკბობისთვის, ყოველგვარი ქრისტიანული ვალდებულებისთვის.
სხეულით მიცვალებული გაუნძრევლად წევს და მისი საქმიანობა სიკვდილისთანავე წყდება. და განა რა შეუძლია ჭეშმარიტად კეთილი ქნას სულით მკვდარმა? იგი ვერანაირად ვერ წარემატება წმიდა სახარებისეულ სიყვარულში.
ჩვეულებრივი მიცვალებული მიწას მიებარება, ხოლო სულით გარდაცვლილი მიწიერის სიყვარულის გამო იმდენად მიწიერდება, რომ თითქმის არანაირ იმედს არ ტოვებს, რომ კვლავ აღდგება. მთელი მისი ცხოვრება ამაო ფუსფუსში გადის, თითქოს მხოლოდ ამისთვისაა შექმნილი, თითქოს მისი სული არ იყო მარადიული, უკვდავი, თითქოს არასოდეს არ მოუწევს წარდგომა ღვთის წინაშე.
ძმებო! ვილოცოთ უფლისა მიმართ, რათა მან განგვარიდოს ასეთი საშინელი სიკვდილისაგან.

скачать dle 11.3