კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა, მარხვის დროს ისეთი საკვები მივიღოთ, რომელიც დაშვებულია, მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას გვანიჭებს. ამით ხომ არ შევცოდავთ?
პასუხი: მარხვის დროს ასეთი საკვებისგან უმჯობესია, თავი შეიკავოთ – გემოთმოყვარეობა ცოდვაა. გაძღომა კი ცოდვაა თვით სამარხვო კერძითაც.
კითხვა: ხშირად ლოცვას ისე ჩავიკითხავ ხოლმე, გონებიდან ვერ ვიშორებ ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ პრობლემებს. ჩაითვლება თუ არა ასეთი ლოცვები წაკითხულად?
პასუხი: მორწმუნემ აუცილებლად გულით და გონებით უნდა წაიკითხოს ლოცვა – მხოლოდ ასეთ ლოცვას შეიწირავს უფალი. ლოცვის წინ სათანადო განწყობის შექმნა გმართებთ, რათა განეშოროთ ამა სოფლის ვნებებს. მოახდინეთ აზრების კონცენტრაცია, დაფიქრდით თქვენს ყოველ საქციელზე – უკეთურზეც და კეთილზეც. ასე, უფრო გულმოდგინედ ილოცებთ.
კითხვა: გვცილდება თუ არა ჩვენი მფარველი ანგელოზი, როცა ცოდვას ჩავდივართ?
პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით, ასეთ დროს ანგელოზი რომ გვტოვებდეს, სამყარო დიდი ხნის წინ იქნებოდა დაღუპული. ანგელოზი არასდროს გვტოვებს. ის ცოდვის ჩადენის დროსაც ჩვენთან რჩება, ოღონდ ძალიან იტანჯება და ცარიელი ხელებით ბრუნდება უფალთან.
კითხვა: ვიცი, რომ განქორწინებას უფალი არ იწონებს, მაგრამ თუ, ვთქვათ, მეუღლე ლოთობს და თავისი საქციელით არღვევს ოჯახურ კეთილდღეობას, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
პასუხი: ლოთობა ან მეუღლის სხვა ნაკლი ქრისტიანისთვის აღიქმება, როგორც მისი სატარებელი ჯვარი. ჯვრისწერის დროს მეუღლეები ერთმანეთს პირობას აძლევენ, რომ ერთად იქნებიან, არა მხოლოდ ბედნიერ წუთებში, არამედ ცხოვრების რთულ პერიოდებშიც. ჯვრისწერისას მეუღლეები ასევე, იღებენ პასუხისმგებლობას, რომ არ მიატოვებენ ერთმანეთს ავადმყოფობის ჟამს, ლოთობა კი ავადმყოფობაა. ამიტომ, თქვენ მოგეთხოვებათ ლოცვითი შემწეობა სიყვარულით, მეოხად თქვენი მეუღლისა. ასეთ დროს განქორწინება ყველაზე მარტივი გამოსავალია.

скачать dle 11.3