კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაამატა „ყაზტრანსგაზმა“ თბილისის ზოგიერთ უბანში გაზს ოდორანტი და ამზადებენ თუ არა თბილისელებს გაზის ტარიფის გაზრდისთვის

გასულ კვირას „ყაზტრანსგაზმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის ზოგიერთ უბანში ბუნებრივ აირს ოდორანტი დაამატეს, რათა დაედგინათ, როგორ მუშაობს ქსელი. თუმცა ამის გამო მომხმარებლებმა გაზის სუნი, როგორც იქნა, იკრეს და 112-შიც აქტიურად რეკავდნენ, იმიტომ რომ უქეიფოდ შეიქნენ. არადა ბუნებრივი აირი ყოველთვის ჟონავდა და ახლაც ჟონავს ჩვენი მილებიდან, რაც დედაქალაქის გაზიფიკაცია დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამოუკიდებლობის აისზე გაზის მოწოდება შეგვიწყვიტა. უფრო მეტიც, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გაზის დანაკარგად 25 პროცენტს ასახელებდნენ, რასაც სპეციალისტები არ ენდობოდნენ, რადგან, ასეთი დანაკარგის შემთხვევაში, თბილისი, უბრალოდ, უნდა აფეთქებულიყო. თუმცა ფაქტია, რომ ბუნებრივი აირი კვლავ ძველ მილებში მიედინება, რომლებიც საბჭოეთიდან დაგვრჩა და რაკი მას არც სუნი აქვს, წარმოდგენაც არ გვაქვს, სად და რამდენი გვიჟონავს. ასხამენ თუ არა ახალ გაზს ძველ მილებში, რა გვიცავს გაზის გაჟონვისგან და უცებ რატომ გახდა აქტუალური გაზისთვის ოდორანტის დამატება, –  ამ კითხვებზე პასუხს ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე გაგვცემს.
–  კარგა ხანია, სპეციალისტები ითხოვენ, რომ გაზს დაემატოს ოდორანტი, რათა ვიცოდეთ, თუ გაჟონვაა და დროულად ვიმოქმედოთ. „ყაზტრანსგაზმა“, მოულოდნელად, გასულ კვირას ექსპერიმენტი ჩაატარა. რა მიზნით?
– ოდორანტის შერევა აუცილებელია და ეს უნდა კეთდებოდეს არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად. ოდორანტის მიზანია, მომხმარებელი თუ გაზის გამანაწილებელი სუნით მიხვდეს, რომ გაჟონვაა. ოდორანტი რომ მუდმივად ერეოდეს გაზს, ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა, რაც გაზით მოწამვლის გამო მომხდარა, უბრალოდ, არ მოხდებოდა. ადამიანი იგრძნობდა სუნს და მიიღებდა შესაბამის ზომებს. საერთოდ, ბუნებრივი აირი, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება, უსუნო და უფეროა და ოდორანტის შერევა აუცილებელია პროფილაქტიკისთვის. ის უნდა ემატებოდეს მაგისტრალურ გაზსადენშივე და ყველა მომხმარებელი, რომელიც იღებს გაზს, იყოს დაცული. ვიმეორებ – ბუნებრივი აირი არის უფერო და უსუნო გაზი. თუ მასში ოდორანტი არ არის შერეული, ისე მოიწამლებით, ვერც გაიგებთ.
– რატომ არ ურევენ ოდორანტს გაზს, ძვირი ღირს?
– არაფერი ღირს ადამიანის სიცოცხლეზე ძვირი.
– გასაგებია, მაგრამ კომპანიის მოტივაცია მაინტერესებს.
– არ ღირს ძვირი და კომპანია ვალდებულია,  ეს გააკეთოს. თან, ეს არ არის ერთჯერადი ოპერაცია. გამოვავლინო სადმე და ვნახო, ძველ თბილისში ხომ არ ჟონავს გაზი. ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი, რომ მომხმარებელი იყოს დაცული. არ ვიცი, რატომ დაამატეს ახლა, შესაძლოა, გაჟონვის ნიშნები იყო და დაამატეს დასაზუსტებლად, მაგრამ ცალსახაა, რომ ამას უნდა აკეთებდნენ მუდმივად.
დანაკარგები, თქვენ რომ ახსენეთ, მართლაც, 25 პროცენტი იყო. არ არის გამორიცხული, მაშინ გაზის დანაკარგი ნორმატიულზე მეტი ყოფილიყო, მაგრამ დაბეჯითებით მინდა, გითხრათ, რომ მაშინ იპარავდნენ კიდეც გაზს. ანუ ამ 25 პროცენტში შედიოდა ის რაოდენობა, რომელიც რეალურად იკარგებოდა და ისიც, რასაც იპარვდნენ და მარცხნივ ჰყიდდნენ. ამიტომ იმის თქმა, რომ ის 25 პროცენტი სრულად დანაკარგი იყო, არ მგონია, სწორი იყოს. ასე რომ ყოფილიყო, ამას ძალიან დიდი უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა: იქნებოდა მოწამვლის ბევრი შემთხვევა, აფეთქებებიც და ხანძრებიც. ანუ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იმ პერიოდში გაზს იპარავდნენ კიდეც; არასანქცირებული მიწოდებაც იყო და, რა თქმა უნდა, დანაკარგებიც.
– მახსოვს, როდესაც ჩემთან შემოიყვანეს გაზი, ის ძველ გაყვანილობას მიუერთეს, რომელიც მხოლოდ ორიოდ წლის წინ შეცვალეს, როდესაც მილები გარეთ გაიტანეს. თუმცა არავის შეუცვლია მიწისქვეშა კომუნიკაცია. მე ვიგულისხმე, რომ ეს ახალი გაზი ძველ მილებში შეუშვეს.
– აბსოლუტურად სწორად იგულისხმეთ. თბილისში გაზის ქსელი მთლიანად ამორტიზებულია. ადრე ცხელ წერტილებს აქრობდნენ: სადაც გასკდებოდა მილი, იქ ახალ მილს ჩადებდნენ. სხვაგან არც არავინ მიდიოდა და არ ამოწმებდა. შეიძლება, ჟონავდა კიდეც გაზი, მაგრამ ამას არავინ აქცევდა ყურაღდებას. ერთი სიტყვით, ეს ქსელი მოითხოვს მნიშვნელოვან კაპიტალურ რეაბილიტაციას.
– კომუნისტების დროს რომ გაზიფიცირდა თბილისი, იმ გაყვანილობის იმედად ვართ დღესაც, დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზეც?
– დიახ. თბილისის გაზიფიცირება გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მანამდე გაზი შემოდიოდა მხოლოდ საწარმოებისთვის. მაგალითად, ვარკეთილში, მუხიანსა და გლდანის ნაწილში არ იყო გათვალისწინებული გაზის მიწოდება. საერთოდ, საბჭოთა კავშირის ნორმებით, მრავალსართულიან სახლებში გაზის მიწოდება აკრძალული იყო; მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენება შეიძლებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.
– ყველგან ასეა თუ საბჭოთა კავშირის ნორმა იყო ასეთი?
– საბჭოთა კავშირის ნორმა იყო. დღეს ამ სახლების მასობრივი გაზიფიცირება მიდის. შესაძლოა, დღევანდელი ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლეოდეს, იმიტომ რომ, გიჟი არავინაა და ბომბებს არავინ ჩადებს. მაგრამ, ზოგადად, ეს არ იყო გათვალისწინებული ამ სახლების მშენებლობისას. ერთი სიტყვით, დედაქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელი მოითხოვს რეაბილიტაციას. ამისთვის კი, საჭიროა მისი პრივატიზება. რაც განხორციელდა, როდესაც „თბილგაზი“ გაიყიდა და ჩამოყალიბდა „ყაზტრანსგაზი“, მაგრამ იცით, რომ 2010 წლიდან, თუ არ ვცდები, ის მართვაში გადაეცა სახელმწიფოს და დღემდე ასეა. ანუ არ არსებობს არანაირი საინვესტიციო ვალდებულებები და არაფერი კეთდება. ამდენად, აუცილებელია ამ კომპანიის პრივატიზება, რომ მას გაუჩნდეს პატრონი. ან, თუ სახელმწიფოს დარჩება, მაშინ სახელმწიფომ იკისროს ინვესტირება, რაც სახელმწიფოს საქმე არ არის. ჩემი აზრით, აუცილებელია მისი პრივატიზება. ისევე, როგორც ეს მოხდა „თელასის“ შემთხვეთაში. „ეი ი ესი“ რომ კერძო კომპანია არ ყოფილიყო, დღეს თბილისში ელექტროენერგია არ გვექნებოდა. „ეი ი ესის“ შემოსვლამდე თბილისში შემოდიოდა 2,5 მილიარდი კილოვატ-საათი ელეტროენერგია, არადა დღესაც კი არ შემოდის 2 მილიარდზე მეტი, თუმცა ამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, უამრავი ობიექტი გაიხსნა და ამუშავდა. როგორც კი მრიცხველები დააყენა „ეი ი ესმა“ და ააწყო გადახდა-აღრიცხვის სისტემა, ორ წელიწადში მოხმარება მილიარდ შვიდას მილიონამდე შემცირდა და დღესაც კი მხოლოდ ორ მილიარდამდეა.
– ტექნიკაც შეიძინა მოსახლეობამ უფრო მეტი, კონდიცირებასაც აქტიურად იყენებს.
–  დიახ და უამრავი რესტორანი, სასტუმრო გაიხსნა, ახალი დასახლებები აშენდა. იმის თქმა მინდა, რომ კერძო ინვესტორი იქნება „თბილგაზის“ ხსნა, რა თქმა უნდა, საინვესტიციო ვალდებულებებით, რომ უსაფრთხო გახდეს ქსელის ექსპლუატაცია და მომხმარებლისთვისაც ბუნებრივი აირი იყოს უსაფრთხო პროდუქტი.
– მე ის მამშვიდებს, დანაკარგი რომ დიდი იყოს, „ყაზტრანსგაზი“ ასე მშვიდადაც არ იქნებოდა, იმიტომ რომ, შემოსავალს კარგავს.
– არა, ეს არ არის დამამშვიდებელი გარემოება. იმიტომ რომ, დღეს „ყაზტრანსგაზი“ არ არსებობს, მას მართავს სახელმწიფო. „ყაზტრანსგაზი“ ახლა არაფერს კარგავს. მან უკვე დაკარგა. სახელმწიფო კი არც არაფერს კარგავს და არც არაფერს იღებს. გვაწვდის გაზს იმ ტარიფით, როგორც ყიდულობს. ის დროებითი მმართველია. დროებითმა მმართველმა კი როგორ უნდა იზრუნოს?! არ იცის, ხვალ იქნება თუ არა, თუმცა უკვე ამდენი წელია, დროებითი მმართველობაა კომპანიაში. „თბილგაზს“ უნდა გაუჩნდეს პატრონი და ჯობია, ეს იყოს კერძო კომპანია.
– თქვით, რომ აუცილებელია, ოდორანტი ერეოდეს გაზს, რომ გავიგოთ, ჟონავს თუ არა. ვინმემ ხომ უნდა შეამოწმოს კომპანია, ურევს თუ არა ამ აუცილებელ ნივთიერებას?
– კომპანიაა პასუხისმგებელია, რომ ქსელი იყოს წესრიგში, თუმცა არ ვიცი, აქამდე რატომ არ ურევდნენ ოდორანტს. ის უნდა შეურიონ მაგისტრალური მილსადენიდან. ოდორანტს თბილისის რომელიმე ერთ უბანში ვერ შეურევ. როდესაც გაზი შემოდის თბილისში, რამდენიმე გაზგამანაწილებელი სადგურია, საიდანაც რეგულირდება წნევა და აღირიცხება რაოდენობა. იქ უნდა ჩაუშვან ეს ნივთიერება. ამის შემდეგ ის მოხვდება მთელ ქსელში და ყველანი ვიქნებით დაცული.
– თუ გაზს ოდორანტი აქვს შერეული, გაზს რომ ვანთებ, სუნი უნდა ვიგრძნო თუ არა?
– არა, არანაირი სუნი არ უნდა იყოს როდესაც გაზი იწვის, თუ არ ჟონავს. თუ გაზი იპარება, მხოლოდ მაშინ აქვს სუნი. თუ მილი გასკდა, წყალს დაინახავ; თუ კაბელი დაზიანდა, იმასაც დაინახავ იმით, რომ ელექტროენერგიის მოწოდება შეწყდება; მაგრამ გაზის გაჟონვას ვერ გაიგებ, ამიტომაა აუცილებელი ოდორანტის შერევა.
– გაზის რა პროცენტის გაჟონვაა საშიში?
– ასეთი პროცენტი არ არსებობს. გაჟონვა უნდა იყოს ნული! არც ერთი გრამი არ უნდა ჟონავდეს. გაზი უფერო და უსუნო საშიში პროდუქტია. ისე მოიწამლება ადამიანი, ვერც მიხვდება. ხომ გსმენიათ, რამდენი მოიწამლა გაზით?! ვერ იგრძნეს და იმიტომ. ამდენად, ოდორანტის არშერევა დაუშვებელია და ის სისტემაში მუდმივად უნდა იყოს.
– გაჟონვას როგორ ხვდებიან? დანაკარგით?
– ვერც ვერაფერს ხვდებიან. თუ მექანიკურად დაზიანდა გაზსადენი და შხუილით წამოვიდა გაზი, ხმით ხვდებიან. თუ მცირე რაოდენობის გაჟონვაა, ის გაიბნევა ჰაერში და ჩამვლელი ჩაყლაპავს. ოღონდ ეს ის რაოდენობა არ არის, რომ მოგწამლოს.
–  გაჩნდა ეჭვი, რომ ინვესტორს უნდა „თბილგაზის“ ყიდვა  და ამ გაჟონვების გამოაშკარავებაც ამ მიზანს ემსახურება. ქსელის რეაბილიტაციისთვის გაღებულ ინვესტიციას ისევ ჩვენ გადაგვახდევინებენ, როგორც ეს „თელასის“ შემთხვევაში მოხდა?
– მხოლოდ ასე შეიძლება ქსელის რეაბილიტაცია.
– გვამზადებენ ტარიფის გაძვირებისთვის?
– შეიძლება… თბილისში, „ეი ი ესი“ რომ შემოვიდა, ელექტროენერგიის ტარიფი 4,2 თეთრიდან 9 თეთრამდე გაიზარდა. მეც მოვაწერე ხელი ამ დადგენილებას, რა არ გვიწოდეს, მაგრამ, სამაგიეროდ, თბილისში გაჩნდა ელექტროენერგია. დღეს ელექტროენერგიის ფასი მეშვიდე-მერვე ადგილზეა მომხმარებლისთვის პრობლემური პროდუქტების ჩამონათვალში. უბრალოდ, პოლიტიკოსები იყენებენ სალაპარაკო თემად. ასევეა გაზიც. არ მგონია, ზაფხულში 20 ლარზე მეტს ხარჯავდეთ თვეში.
– სამაგიეროდ, ზამთარში ვხარჯავ ბევრს გათბობაზე.
– კი ბატონო, მაგრამ, თუ ტარიფი გაიზრდება 10 პროცენტით და უსაფრთხო იქნება გაზის მოხმრება, პირადად მე, მირჩევნია. რადგან გაცილებით მშვიდად ვიქნები.
– დანაკარგებს რით ანგარიშობენ, ნამდვილ დანაკარგს ვგულისხმობ და არა არასანქცირებულ მიწოდებას?
– ისინი ვერ ასხვავებენ ნამდვილ და კომერციულ დანაკარგს. რაც შემოდის, ის იზომება, შემდეგ ჯამდება ყველა მრიცხველი და გამოდის სხვაობა. ამაზე ამბობენ, რომ ეს არის დანაკარგი, მაგრამ არავინ იცის, რომელი დანაკარგია: არასანქცირებული მოხმარებით გამოწვეული თუ გაჟონვით.
– ჩვენ მაგისტრალური გაზსადენით ვაწვდით რუსეთის გაზს სომხეთს. იქ არის დანაკარგი?
– მაგისტრალური გაზსადენის დანაკარგია ერთი პროცენტი, რაც ბუნებრივი დანაკარგია. გაზგამანაწილებელ სადგურებში გაღების დროს ბუნებრივად იჟონება გაზი და იქ სპეციალური მილგაყვანილობებია უსაფრთხოებისთვის. ანუ ერთი პროცენტი დასაშვები დანაკარგია, მაგრამ, თუ 5 პროცენტი იკარგება, ეს უკვე დაუშვებელია.

скачать dle 11.3