კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაცვალა ალექსანდრე ჯეჯელავამ 200 000-ლარიანი სამსახური განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პორტფელზე

საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 1973 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო (1990-1995 წლებში) და გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის წოდებაც. შემდეგ, ESM თბილისშიც ისწავლა (2003-2005 წლებში), მაგისტრატურა დაამთავრა ზოგად მართვაში და ჯორჯ უოშინგტონის (ასე წერია მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში) უნივერსიტეტშიც (2009-2010 წლებში) და პროექტების მართვის მასტერიც გახდა. მისი სამუშაო ბიოგრაფია 1991 წელს იწყება Wanex/Compy-ში, სადაც 1993 წლამდე იმუშავა მთავარ პროგრამისტად. 2000-2001 წლებში „ინტელექტბანკში“ მუშაობდა: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და ბიზნესგანვითარების დირექტორად. ასევე, 2000-2001 წლებში იყო სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის, WAN განვითარების პროექტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსულტანტი, ხოლო 2001-ში სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსულტანტი. 2002 წელს „იუ ჯი თიში“ გადაინაცვლა და 2007 წლამდე გახლდათ: ტექნიკური დირექტორი, კორპორატიული გადაწყვეტილებების დირექტორი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერი  და გენერალური დირექტორის მოადგილე. 2009 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობდა RTGS პროექტის კონსულტანტად.  „თი ბი სი ბანკში” მუშაობის პერიოდი 2007-2011 წლებს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში ბ-ნი ჯეჯელავა მონაწილეობდა ბირთვული საბანკო საქმის სისტემების განხორციელებაში. იყო  ბირთვული საბანკო საქმის განხორციელების პროექტის მენეჯერი, ინფორმაციული ტექნოლოგიის დირექტორი და საბჭოს წევრი, 2010-2011-ში კი – გენერალური დირექტორის მოადგილეც.
2010-2011 წლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი იყო „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“. 2012 წელს მოზამბიკის პოლიტიკური პარტიის სტრატეგიული დაგეგმარების პროექტის კონსულტანტობაც მოასწრო, 2013-2014 წლებში კი – „ფონდ ღია საზოგადოებაში” მედიაბიზნეს განვითარების კონსულტანტობა. წლების განმავლობაში, ამას გარდა, ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესსკოლა, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). 2010-დან 2016 წლამდე მართვის აკადემიის თავმჯდომარე და მთავარი ტრენერი იყო, სანამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნებოდა.
ბ-ნი ჯეჯელავას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, მინისტრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1973 წელს დაბადებული ნატალია მუხადგვერდელი და 2002 წელს დაბადებული ქალიშვილი, ელენე. ალექსანდრე ჯეჯელავას საკუთრებაა ბინა თბილისში,  ჭავჭავაძის გამზირზე (95 კვ.მ.), მისი მეუღლის – ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე (45 კვ.მ.). მინისტრს დამატებით ორი ავტომანქანაც ჰყავს: 2010 წლის „ჰიუნდაი“ და 2000 წლის „სუძუკი გრანდ ვიტარა“. ალექსანდრე ჯეჯელავას სამი ანაბარი აქვს, რომლებზეც ერიცხება 19 000 აშშ დოლარი და 4 445 ლარი. ნაღდ ფულად დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს 9 500 ლარი, ხოლო მის მეუღლეს 1 500 ევრო ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში მინისტრის მეუღლემ, როგორც მართვის აკადემიის ადმინისტრაციის უფროსმა, 23 512 ლარი აიღო, ბ-ნ მა ჯეჯელავამ კი, როგორც მართვის აკადემიის თავმჯდომარემ, 200 859 ლარი; როგორც „თი ბი სი ბანკის“ ტრენერმა, 3 820 ლარი; როგორც „პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ ტრენერმა, 2 000 ლარი; როგორც „ჯეოსელის“ ტრენერმა, 1 781 ლარი; როგორც „ტრენდსეტის“ ტრენერმა, 2 800 ლარი; როგორც „ორიენტ-ლოჯიკის“ ტრენერმა, 3 280 ლარი, როგორც „ჯი პი აი ჰოლდინგის“ ტრენერმა კი, 1 200 ლარი. მინისტრს ორი იპოთეკური (46 300 აშშ დოლარი და 65 000 ლარი) და ერთიც სამომხმარებლო (13 000 აშშ დოლარი) სესხი აქვს აღებული, რომელთა მომსახურებაც 2015-ში 13 732 ლარი და 35 802 აშშ დოლარი დაუჯდა. თუმცა მან 18 თვით „აი ბი ეფს“ 13 000 აშშ დოლარი ასესხა. 2015 წელს ბ-ნ ჯეჯელავას შვილის სწავლა 4 700 ლარი დაუჯდა, წყალტუბოს სასტუმროში ყოფნა – 2 116 ლარი.

скачать dle 11.3