კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ლეიბორისტული“ დესანტი

ანუ პოლიტხლართების დიდოსტატი

 თუმცა მიმბაძველები გამოუჩნდნენ, მაგრამ „ლეობორისტული პარტიის“ ლიდერი მაინც კვლავ ინარჩუნებს ყველაზე ენაკვიმატის სტატუსს. მან ისიც კი მოახერხა, რომ 2008 წლის მოწვევის პარლამენტში თითქოს ბოიკოტის ნიშნად არ შევიდა (ოღონდ ისეთი ფორმით მიმართა პარლამენტში არშესვლის მოტივით პარლამენტისვე იმჟამინდელ თავმჯდომარე ბ-ნ ბაქრაძეს, რომ მოთხოვნას იურიდიული ძალა არ ჰქონდა), ოღონდ პარლამენტარის ხელფასს მაინც იღებდა, თუმცა, მოგვიანებით, განგვიმარტა, რომ ხელფასი არათუ იმ ოთხი წლისა, არამედ სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნის მადლიერი საქართველოს ბიუჯეტიდან.
ასეა თუ ისე, გასულ კვირას ბ-ნმა ნათელაშვილმა ბრიფინგი ენგურის ხიდთან ჩაატარა და გვამცნო, რომ აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში კოორდინატორები დანიშნა. რაც მთავარია, აღნიშნა, რომ  სრულიად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კოორდინატორობას საკუთარ თავზე იღებს.
სამწუხაროდ, ჩვენთვის არ გაუმხელია, თუ რა ფორმით იმუშავებენ კოორდინატორები ამ ჩვენი ოკუპანტი რფ-ის მიერ აღიარებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუმცა, თუ ბ-ნი ნათელაშვილის ზემონახსენებ ენაკვიმატობასა და პოლიტიკურ ხლართობის დიდოსტატობას გავიხსენებთ, არც ისე ურიგო იდეაა, შევუშვათ ენგურს მიღმა ტერიტორიაზე, ისეთ ამბებს დაათენებს, სეპარატისტები ოკუპანტებს გაასწრებენ (ან პირიქით) თავქუდმოგლეჯილები. –
ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ენგურის ხიდთან გამოსვლისას ბ-ნი ნათელაშვილი დაგვპირდა, დერბენტიდან დარუბანდამდე გავამთლიანებთ ქვეყანასო, ხოლო დერბენტი და დარუბანდი ერთი და იგივეა, მგონი, „ლეიბორისტების“ ლიდერი სეპარატისტების მიერ გადმოსხმული დესანტია?!

скачать dle 11.3