კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსული ლოგიკა ფედერაციულად

სეპარატისტებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით?!

 სექტემბრის მიწურულს რფ-ის გულ მოსკოვში ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდება (ეს ჯერჯერობით მეორეა), არც მეტი, არც ნაკლები, სეპარატისტებისა, თანაც – მთელი მსოფლიოდან. და ამ საქმისთვის თვით საპრეზიდენტო გრანტია გაცემული – 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის.
კონფერენციის მეტად ამაღელვებელი სახელწოდება აქვს: „ნაციათა დიალოგი. ხალხთა თვითგამორკვევის უფლება და მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობა “.
კონფერენციის მიზანია, მთელ მსოფლიოში გააერთიანოს იმ პარტიებისა და მოძრაობების წარმომადგენლები, რომელთა მიზანია თავიანთი რეგიონებისთვის თვითგამორკვევაზე გამავალი დამოუკიდებლობის მოპოვება და ეკონომიკური ექსპლუატაციის წინააღმეგ ბრძოლა.
კონფერენციის ორგანიზატორები ელიან დელეგაციებს კატალონიიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან, დასავლეთ საჰარიდან, შოტლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
თქვენ წარმოიდგინეთ, იმედსაც გამოთქვამენ, რომ კონფერენციას დააფასებენ წარმომადგენლები თვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ჰავაისა და პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობას, ამას გარდა, კალიფორნიელი და ტეხასელი სეპარატისტების ხილვასაც იმედოვნებენ.
თუ რფ-ის ფედერაციულ მოწყობას გავიხსენებთ და ცეცხლის ალში გახვეულ ჩრდილო კავკასიას, რთული ასახსნელია, რის იმედით აერთიანებს რფ სეპარატისტებს მთელი მსოფლიოდან?!
იმას გარდა, რომ ლოგიკაა უცნაური, ჩეჩნების დამოუკიდებლობა თავად სისხლში ჩაახშვეს, მაგრამ, აი, კალიფორნიისას აქტიურად უჭერენ, ცხადია, მხარს?! ვითომ დაშლის გეგმას საკუთარი ხელებით იმზადებენ?! –

скачать dle 11.3