კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემბრძოლებლები

„ვინ თქვა, მოკვდა არსენაო?!“

 თუკი „ლეიბორისტების“ ლიდერი საყველპურო ენაკვიმატთა შორისაა ლიდერი, „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი ლიტერატურულ ენაკვიმატობაში არავის უდებს ტოლს.
ამიტომაც მისი საუბარი გაჯერებულია იუმორით და, თან, განმტკიცებული – ლიტერატურული პასაჟებით, მაგრამ, როგორც ჩანს, საარჩევნო მარათონმა თავისი არასახარბიელო გავლენა მაინც იქონია.
და, თუკი თავდაპირველად, „ნაციონალი“ ნიკა მელიას მამა დაგვპირდა, რომ „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში თავს მოიკვდინებს, მის კვალს „რესპუბლიკელი“ ბერძენიშვილიც გაჰყვა, გაგვიმხილა რა, რომ, თუკი მისი კონკურენტი „ოცნებიდან“ (ზაზა ხუციშვილი) აჯობებს მაჟორიტარულ არჩევნებში, თბილისის რომელიმე მდინარეს მისცემს თავს.
რთული სათქმელია, რატომ იბევებენ ზემოხსენებულები ლეტალურ ფინალს დროზე ადრე და საკუთარი ნებით, თუმცა, თუ ბ-ნი ბერძენიშვილის (ლევანი) იმ გამონათქვამსაც გავიხსენებთ, დააბრუნოს ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლება და ჩვენ მის გარეშე შევებრძოლებითო, შესაძლოა, შაჰ-აბასის დამარცხებაც ჰქონდეს გუმანში და მდინარისთვის თავის მიცემასაც იმიტომ აპირებს, რომ შორეულ წარსულში შეხვდეს, შეებრძოლოს და ისტორიის ბედუკუღმართი ჩარხი წაღმა დაატრიალოს?! –

скачать dle 11.3