კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ირაკლი ხახუბია: კეთილდღეობა ერთობით მიიღწევა

ირაკლი ხახუბია დიდი ბიზნესიდან  დიდ პოლიტიკაში ინაცვლებს. ამჯერად ის ისევ ფოთის განვითარებისთვის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ამპლუაში აპირებს მუშაობას. როგორც ჩვენი ლოკალური კვლევებიდანაც იკვეთება, ბატონი ირაკლი  ფოთის მცხოვრებთათვის წარმატებულ და საქმიან ადამიანთან ასოცირდება: „თუ პასუხისმგებლობა გაშინებს ან არ მოგწონს, შენი ადგილი არც ბიზნესშია და არც პოლიტიკაში,“– აცხადებს „ქართული ოცნების“ ფოთის  მაჟორიტარი კანდიდატი ჩვენთან საუბრისას.
დაიბადა 1971 წლის 15 მაისს ქალაქ ფოთში. 1977-1982 წლებში სწავლობდა ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის  ¹2 საჯარო სკოლაში. შემდეგ ოჯახი თბილისში გადავიდა და სწავლა გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საშუალო სკოლაში განაგრძო, რომელიც  ოქროს მედალზე დაამთავრა.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტოსაინჟინრო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  სწავლობდა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ხელმძღვანელ  თანამდებობაზე. 2007 წლიდან  ბიზნესშია.  არის  კომპანია  „აისბერგი 2-ისა” და კომპანია  „ჯეონათსის“ დამფუძნებელი. ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟიშვილი და ორი შვილიშვილი. აქვს დიდი ოჯახი, სადაც ოთხი თაობა ერთად ცხოვრობს.
– ბიზნესიდან მოდიხართ. რატომ გადაწყვიტეთ დიდ პოლიტიკაში წასვლა და მაჟორიტარობა?
– მოგეხსენებათ, ვარ ბიზნესმენი, ორი წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი და ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. შესაბამისად, აქამდე არასდროს მიფიქრია პოლიტიკაზე.  არ დავმალავ, ჩემთვის  მოულოდნელი შემოთავაზება გახლდათ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულად მისაღები გადაწყვეტილება.  სახელისუფლებო გუნდმა გამოხატა  უდიდესი ნდობა და ჩემი მხრიდან,  თავის არიდება  იქნებოდა უპასუხისმგებლობა. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ იმ კონკრეტულ ადგილას უფრო საჭირო ვარ.  ერთთვიანმა აქტიურმა საარჩევნო კამპანიამ, როცა შეხვედრა და ურთიერთობა უამრავ ადამიანთან მომიწია, უფრო მეტად დამარწმუნა, რომ,  ჩემი ამომრჩევლისთვის პარლამენტიდან უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ, ვიდრე აქამდე აკეთებდა ერთი წარმატებული ბიზნესმენი თავის ბიზნესპარტნიორებთან და კომპანიებთან ერთად. დეპუტატობა საკანონმდებლო ორგანოში დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ, თუ პასუხისმგებლობა გაშინებს ან არ მოგწონს, შენი ადგილი არც ბიზნესშია და არც პოლიტიკაში. 
– რა არის თქვენი  სამუშაო მინი გეგმა და როგორ წარმოგიდგენიათ  ფოთის განვითარება?
– ამ ეტაპზე სამუშაო მინი გეგმა  არჩევნებში გამარჯვებაა და ამისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. ადამიანებმა უნდა გაგიცნონ და დაგიჯერონ. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ იმ გუნდის ოთხწლიანი  საქმიანობის შედეგებიდან და უახლოესი სამომავლო მიზნებიდან გამომდინარე, რომელსაც წარმოვადგენ. ჩემი ქალაქი ოპტიმისტების, პრაგმატულად მოაზროვნე და შრომისმოყვარე ადამიანების ქალაქია, რომელსაც აქვს ყველა ბუნებრივი პირობა სწრაფად განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.  ნებისმიერ ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი განვითარების გეგმა. თუ არ იცი, სად მიდიხარ, რთულია, გათვალო გზა. ფოთი ქალაქია, რომელზეც ბუნებამ იზრუნა, მისთვის „განსაკუთრებულის“ სტატუსის მისანიჭებლად. ფოთი  აუცილებლად მიიღებს ამ სტატუსს და იქნება  ნამდვილად განსაკუთრებული. რაც შეეხება ჩემი უძვირფასესი და უსაყვარლესი გურიის იმ ნაწილს, რომელიც წლევანდელ არჩევნებში ფოთის მაჟორიტარს აძლევს ხმას, უკვე რამდენჯერმე შევხვდი იქ ხალხს. და ყოველი შეხვედრა კიდევ უფრო მმატებს იმედს, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ ერთად გავძლიერდებით და ვიქნებით მომავალ თაობასთან პირნათელი.
– ამბობენ, რომ ოჯახი თქვენთვის  განსაკუთრებული ფენომენია. როგორი  მეუღლე, მამა  და  ბაბუა ხართ?
– ამაზე უკეთესი იყო ოჯახის წევრებს ეპასუხათ. მე იმის თქმა შემიძლია, რომ ვარ ბედნიერი, რადგან ჩემი ოჯახი შედგა ისეთი, როგორიც წარმომედგინა და როგორზეც ვოცნებობდი. მე და  ჩემი მეუღლე – მაკა, რომელიც წარმოშობით სოხუმიდანაა, საკმაოდ ადრე დავქორწინდით. შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ. ამიტომ თანამოაზრეებად, თანამებრძოლებად და ერთმანეთის დიდ გულშემატკივრებად ჩამოვყალიბდით. ახლა ის ნამდვილი ფოთელია. ისევე უყვარს და ამაყობს ამ ქალაქით, როგორც მე,  ჩემი შვილები. სკოლის პერიოდში  სწავლის გაგრძელება თბილისში მომიხდა და ორივე ქალაქში მყავს დიდი საახლობლო წრე. მაგრამ ჩემი ოჯახიც, ჩემი ბიზნესიცა და სამომავლო გეგმებიც მხოლოდ ფოთს უკავშირდება. ჩემმა ორივე შვილმა - გიორგიმ და ბექამ ფოთში დაამთავრეს საშუალო სკოლა, რძლებიც - ნინი და ნინი, ორივე ფოთელია.  კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ჩემი ორი შვილიშვილისთვის - ირაკლისა და გიორგისთვის.
– ბატონო ირაკლი,  რას ეტყოდით თქვენს ამომრჩეველს?
– ჩემს ამომრჩეველს ვეტყოდი ამას:  თუ დიდი ნიკო ნიკოლაძის (რომლის სახელითა და ღვაწლით არა მხოლოდ ფოთი, მთელი საქართველო ამაყობს) ნაანდერძევი „სამი საუნჯე“ – „ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა“ ჩვენი მამოძრავებელი იქნება, ლანჩხუთშიც, ოზურგეთშიც, ფოთშიც და მთელ საქართველოშიც, გვექნება თავისუფლებაც, სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც.
– პარლამენტში რომ მოხვდებიან, შემდეგ ამომრჩევლისთვის მათი კაბინეტის კარი იხურება... თქვენ დარჩებით მათთვის ღია კონტაქტზე?
– მსგავსი რამ გამორიცხულია. ჩემი ოჯახის კარი არასდროს იკეტება, სულ მისვლა მოსვლაა და ეს ყველამ იცის. შესაბამისად, როგორც პარლამენტის წევრს და როგორც ხალხის რჩეულს, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს კაბინეტის კარის დახურვის და კაბინეტში გამოკეტვის. ეს არ ზის ჩემს ბუნებაში. პარლამენტის მაჟორიტარობის შემთხვევაშიც, ყველაზე მეტ დროს ჩემს ამომრჩეველთან გავატარებ.

скачать dle 11.3