კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ წავიდა დავით ჭიჭინაძე ბიზნესიდან პოლიტიკაში და რას ჰპირდება ის ისნის რაიონის მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში

ბიზნესმენ დავით ჭიჭინაძეს ყოფილი ხელისუფლების პირობებში ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა და ბევრი უსამართლობა საკუთარ თავზე გამოსცადა. „ქართული ოცნების” გამოჩენის დღიდან მათი მხარდამჭერია და მოახლოებულ არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად ისნის რაიონის მეცხრე ოლქში იყრის კენჭს. ამავე რაიონში გაზრდილმა საკმაოდ კარგად იცის საკუთარი უბნის პრობლემები, სჯერა საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერის და მათ რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტას ჰპირდება.
დავით ჭიჭინაძე: დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი და პროფესიით  მშენებელ–ჰიდროტექნიკოსი ვარ. 80–იანი წლებიდან ჩართული ვიყავი ბიზნესში. 1999 წელს წავედი პოლიტიკაში და მეოთხე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახლდით. შემდეგ ისევ დავბრუნდი ბიზნესში და დღემდე სამშენებლო ბიზნესით ვარ დაკავებული. მყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი.  მეუღლე ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების წინააღმდეგი იყო. როცა ადამიანს აქვს მშვიდი და დალაგებული ცხოვრება, ბუნებრივია, არ უნდა, მის ცხოვრებაში კატაკლიზმები დაიწყოს. მე ვიცი, რომ პოლიტიკა ადვილი საქმე არაა და წინ ბევრი ბარიერი იქნება, მაგრამ სიძნელეების არასდროს შემშინებია. მთელი ცხოვრებაა ვიბრძვი და ამ ბრძოლისთვისაც მზად ვარ.
– რამ გადაგაწყვეტინათ ისევ პოლიტიკაში დაბრუნება?
– სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილება მივიღე ამ რაიონის მცხოვრებთა თხოვნით. მათი სურვილი იყო, კენჭი მეყარა ისნის რაიონში  მაჟორიტარ დეპუტატად. ამ რაიონში გავიზარდე და საკმაოდ კარგი რეპუტაციით ვსარგებლობ. ბევრს დავხმარებივარ და ყველა მიცნობს.
– რატომ იყრით კენჭს „ქართული ოცნებიდან”?
– „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ძალიან დიდი ბრძოლები გავიარეთ. მოგეხსენებათ, მათი მმართველობის პერიოდში ბიზნესზე დიდი ზეწოლა იყო – ეგრედ წოდებული „დარეკეტება” სახელმწიფო მანქანის მიერ. იყო ძალიან დიდი შემოტევები, გაუთავებეელი ჯარიმებისა და შეზღუდვების სახით. 2008 წლის შემდეგ სამშენებლო ბიზნესში ისედაც დიდი კრიზისი დაიწყო.  მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამის მიუხედავად, მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალ–ღონე არ დაიშურა იმისთვის, რომ ბიზნესსაქმიანობა გაგვეჩერებინა. გვქონდა უამრავი სასამართო პროცესი, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს კი, თავისთავად, დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული.  წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ მათი პოზიციები მკვეთრად შეარყია. ხალხს გაუჩნდა იმედი. „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, უპირველესად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს დაუბრუნდათ თავისუფლების განცდა. მუდმივად შიშში ცხოვრება ადამიანს სახეს აკარგვინებს. „ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს დაუბრუნა სიამაყისა და თავისუფლების გრძნობა. დღეს ადამიანებს აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა. არჩევნებში მონაწილეობს ბევრი პოლიტიკური პარტია და არავინ არაფერში ზღუდავს მათ. არ ებრძვიან თავისუფალ აზრს და არ ხურავენ ტელევიზიებს. ისეთი მწვავე შეფასებები, რაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების” მისამართით კეთდება, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიაღწევდა არჩევნებამდე. მოქმედმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ არჩევნების პროცესი იყოს მშვიდი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული, რასაც 2014 წლის არჩევნები მოწმობს. ამდენი ხანია მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და პრაქტიკულად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება. დღეს ბიზნესი გათავისუფლებულია ყოველგვარი წნეხისგან, არის სასამართლო პროცესები, რომლებსაც სახელმწიფო აგებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაუშვებელი ფაქტი იყო. დღეს სახელმწიფოსთან სასამართლო პროცესის მოგება სირთულეს არ წარმოადგენს.
– რამდენად ინფორმირებული ხართ ისნის რაიონში არსებული პრობლემების შესახებ?
– გარდა იმისა, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, აქ გავიზარდე, ფაქტობრივად, ჩემი ბიზნესსაქმიანობაც ამ რაიონში მიწევს. სამშენებლო ობიექტების 80 პროცენტი აქ არის განთავსებული, რაც, თავისთავად, იმასაც გულისხმობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეტ–ნაკლებად დასაქმებულია. ძალიან ბევრი ოჯახი მიცნობს პირადად, ბევრ მათგანს დავხმარებივარ და მათ იციან, რომ ეს არც წინასაარჩევნოდ დაწყებულა და არც არჩევნების შემდეგ დასრულდება. ამ რაიონის ძირითადი პრობლემაა ძველი სახლები და ძველი კომუნიკაციები. ახალი ხელისუფლების, მერიისა და საკრებულოს პირობებში ისნის რაიონში ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, რაც წლებია, არ განხორციელებულა. 70 წლის ადამიანები ამბობენ, რომ იმ ადგილებში დაგვიგეს ასფალტი, სადაც არ გვახსოვს, ოდესმე ყოფილიყოსო. წელს 169 ქუჩაზე დაიგო ასფალტი, რაც ამ მასშტაბის რაიონისთვის საკმაოდ ბევრია. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სამუშაოებია ჩასატარებელი. მოუწესრიგებელი კომუნიკაციები იწვევს სახლების დაზიანებას. თავის დროზე ეს რაიონი  ძალიან მიმზიდველი გახლდათ და საკმაოდ მაღალი იყო მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. ჩემი მიზანია, ეს რაიონი გახდეს ისევ ისეთი პრესტიჟული.
– თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, რა გეგმები გაქვთ?
– უპირველესად, უმთავრესი ფუნქცია იქნება, ჩემი რაიონის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მე ვფიქრობ, გამაჩნია საკმაო კომპეტენცია იმისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყო ჩართული.

скачать dle 11.3